კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 მექალთანე ქმრის გვერდით ცხოვრებამ დამღალა

ქალი ვარ და როცა ქუჩაში ლამაზ ქალბატონსა თუ გოგონას დავინახავ, თვალს ვაყოლებ. მიყვარს მოწესრიგებული და მოვლილი ადამიანები. ამიტომ, ადრე, როცა ჩემი ქმარი მეუბნებოდა, შეხედე რა მაგარი ქალი მოდისო, ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. მეგონა, ჩემსავით მასაც უბრალოდ მოვლილ-მოწესრიგებული ქალების ყურება სიამოვნებდა, მაგრამ თუ სხვა სურვილიც უჩნდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. ხომ არ შეიძლება, კაცმა ყველა ქალში მხოლოდ სექსუალური პარტნიორი წარმოიდგინოს? მოკლედ, ათი წელია, ცოლ-ქმარი ვართ და სულ იმაზე მიხდება ჩხუბი, რატომ აგვიანებს, ვისთან იყო და ხომ არ მიღალატა. საკმარისია, ტელევიზორშიც ლამაზ ქალს მოჰკრას თვალი, არ ერიდება არც ბავშვებს, არც მე და დედამისს, ეგრევე სექსუალურ ფანტაზიებში ვარდება და ხმამაღლა ამბობს: ეუფ, ახლა ეს ქალი მომცა საწოლში, რას ვუზამდიო. მეზობლის ქალებს, ისეთ კომპლიმენტებს ეუბნება, ყოველგვარ ზღვარს სცდება. ამას წინათ ერთმა შემომჩივლა: გოგო, ეს შენი ქმარი დააოკე, სულ დეკოლტეზე და ფეხებზე მიყურებს, მეუბნება, შენი ქმარი როგორ გიშვებს გარეთ, სულ საწოლში უნდა ჰყავდე მიბმულიო. სირცხვილით დავიწვი, მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი, მერჩივნა. ყოველ ზაფხულს ოჯახის წევრებს დასასვენებლად გვაგზავნის და თავად სახლში რჩება. კი ბატონო, ვაღიარებ, რომ გონებაში ვუშვებ, შეიძლება სადღაც, სასტუმროში ან სადმე ბინაში, ქალთან იყოს, მაგრამ თურმე, სახლში, ჩვენ რომ არ ვართ, მთელი ზაფხული, ნაირ-ნაირი „სორტის“, წონისა და ასაკის ქალბატონები აჰყავს და არის ერთ ჰარი-ჰარალოში. ესეც, მეზობლებისგან გავიგე. მართალია, პირდაპირ ვერ მითხრეს, მაგრამ, ისე „ჩამინამიოკეს“, მივხვდი. არადა, ვერასდროს ვიტანდი მექალთანე, აღვირახსნილ კაცებს. შეიძლება, რაღაც მომენტი ჩავარდეს და ცოლს უღალატო, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მუდმივად იმას ფიქრობდე, რომელი ქალი „შეაბა“ და მასთან დაწვე, მგონი, ეს უკვე ავადმყოფობაა. თანაც, მისი შემხედვარე, ჩემი თავის მიმართ, კომპლექსიანი და თვითკრიტიკული გავხდი. სარკეში ჩახედვა აღარ მინდა, მგონია, ყველა ქალზე უარესი ვარ და ამიტომაც არ უნდა ჩემთან და სხვებს ეძებს. ერთხელ ვუთხარი კიდეც, თუ არ მოგწონდი და გიყვარდი, თუ ყველა ქალის თვალში ასე დამამცირებდი, ცოლად რატომ მოგყავდი-მეთქი. გაეცინა და მითხრა: როგორ არ მიყვარხარ, მაგრამ შენ ჩემი სახლის ლამაზი დიასახლისი ხარ და გასართობად სხვანაირი ქალები მომწონს, აბა, შენთან ხომ ვერ გავერთობიო. ვერ მივხვდი, რა იგულისხმა, იხუმრა თუ სიმართლე მითხრა, მაგრამ მეწყინა. ქალს რომ ქმარი კომლიმენტს არ გეტყვის, არც კი აინტერესებს, რას იცვამ, როგორ მაკიაჟს იკეთებ, რა გსიამოვნებს და გინდა, რა უნდა მოსთხოვო? არ მახსოვს, ჩემთვის ეთქვას, რა ლამაზად გამოიყურები, რა ლამაზი ვარცხნილობა გაქვს ან ეს კაბა და ფეხსაცმელი როგორ გიხდებაო. გაპრანჭვის სურვილიც დამიკარგა და ლამაზად ჩაცმა-დახურვაც. ვიცოდი, რომ ქალების მოყვარული კაცის გვერდით ცხოვრება რთულია, ეს რომ მეფიქრა, ასეთი მექალთნე იყო, ცოლად როგორ გავყვებოდი. მაგრამ მიყვარდა და მაშინ, როცა შეყვარებულები ვიყავით, ამას ვერც წარმოვიდგენდი. ქალს თვალს რომ აყოლებდა, ეს ნორმალურად მიმაჩნდა და არც ვეჭვიანობდი და არც მწყინდა. თუმცა, ახლა ვხვდები, მომიწევს, მთელი ცხოვრება იმ მამაკაცთან გავატარო, ვინც ჩემში მხოლოდ დიასახლისს ხედავს, სხვა ქალში კი ლამაზ, მომხიბვლელ და სექსუალურ პარტნიორს.
თიკა, 34 წლის.скачать dle 11.3