№47 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
კითხვა: სახეზე მაქვს ბუნებრივად მოყვითალო ფერი. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომ სახის ფერი ცოტა უფრო „ხალისიანი“ გავხადო?
პასუხი: არსებობს სპეციალური კრემები და ნიღბები, რომელთაც გარკვეული გამათეთრებელი ეფექტიც აქვთ. მაგრამ მათი შერჩევა კოსმეტოლოგს უნდა მიანდოთ, რადგან აუცილებელია ასაკისა და სახის კანის ტიპის გათვალისწინება. გარდა ამისა, არსებობს ტონალური კრემები და პუდრები, რომლებიც სახის კანისთვის სასურველი ფერის მინიჭებაში დაგეხმარებათ. ასევე, ძალიან კარგია მასაჟი – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სახეზე, რაც კარგად აისახება კანის შეფერილობაზეც.