№47 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 16 ივლისს. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები?
პასუხი: მისთვის საჭიროა უცხოეთთან კონტაქტი – ეს მისი უმთავრესი წარმატების ადგილია. პროფესიებიდან კარგია: სპორტის ფართო სპექტრი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, მედიცინის ფართო სპექტრი, ფარმაცევტიკის გამოკლებით; განსაკუთრებით კარგია სტომატოლოგია, გინეკოლოგია, რევმატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია. ასევე, კარგია ტურისტული ბიზნესი ან შემოქმედება, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა; სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო, სადაზღვევო ან პედაგოგიური საქმიანობა.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 9 თებერვალს, ღამის 3 საათზე. არის ფეხბურთელი. ექნება თუ არა ამ სპორტში წარმატება და რომელი პროფესიაა მისთვის პერსპექტიული?
პასუხი: მისი კოსმიური მისია სპორტია, სწორედ ამ სფეროში შეუძლია დიდი წარმატებების მიღწევა, ოღონდ, თუ არ იზარმაცა. სპორტში დიდი შანსი აქვს და რაც დროულად დაუკავშირებს ამ სფეროს უცხოეთს, მით მალე მიაღწევს წარმატებას. პროფესიებიდან კარგია მისთვის იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ფოტოგრაფიული ხელოვნება ან ბიზნესი, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების, საკონსულოების დონეზე, მედიცინის ფართო სპექტრი.