კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რატომ ჩაიცვეს დღეს განსხვავებული იდეოლოგიის ადამიანებმა სასულიერო პირების სამოსელი და როგორ უნდა მივხვდეთ, გამოიღო თუ არა ჩვენმა ეკლესიაში სიარულმა სულიერი ნაყოფი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

„ყველაზე მეტად რომ გაგიჭირდებათ, ცხვირს ჩამოუშვებთ, მაშინ თქვით „ქრისტე აღდგა!“ ყოველი კვირა სწორედ ამის გახსენებაა. წმიდა მამები ყოველდღე ამბობდნენ ამ სიტყვებს, ჩვენ კი მხოლოდ აღდგომის პერიოდში თუ ვამბობთ. სამაგიეროდ, სულ იმის შიში გვაქვს: როგორ ვიქნებით, ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი, პრობლემები აქვს ჩემს მეუღლეს, ღმერთი კი არ არსებობს, მაგრამ სად არის, რატომ არ მეხმარება. ჩვენ კი ვამბობთ, „ქრისტე აღდგა“, ნუ გეშინია, ყველაფერს ეშველება, მთავარია, შენ ამის მიმღეობა გქონდეს. ამ საკითხზე გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– თუ ნორმალური მღვდელი ხარ, უნდა გაინტერესებდეს არა ის, თუ რამდენი სანთელი გაიყიდა, რამდენი ჩავარდა შესაწირ ყუთში, არამედ ეს ხალხი რომ მოდის ეკლესიაში, საიდან მოდის, რატომ მიდის, რატომ აღარ ბრუნდება, რამ დააბრკოლა, იქნებ ჩვენი ბრალია. დღეს სასულიერო პირების უმრავლესობა აცხადებს, რომ მრევლი მიდის ეკლესიიდან. ზოგი ამის მიზეზად ასახლებს იმას, რომ ინტერნეტში ეკლესიაზე, მღვდლებზე, პატრიარქზე ძალიან ცუდი ინფორმაცია იდება და ეს განაპირობებს ამ ყველაფერს. ზოგი ამბობს, გაჭირვების გამოო. რას ვფიქრობთ, როცა ვიღვიძებთ? სად წავიდე, რა ჩავიცვა, რა შევჭამო, რა გავაკეთო. მუსლიმანები კი ასე იღვიძებენ: ჯობია, წახვიდე, ილოცო და ყველაზე მთავარი საქმე აღასრულო – სულის ცხონებაზე იფიქროო. კვირას ხომ ვიყავი, დღესასწაულზე ხომ ვიყავი, მამაომ მაზიარა და დანარჩენი, როგორც მინდა, ისე ვიცხოვრებ. უკრაინელი ფილოსოფოსი სკოვროდა ამბობს: რაც საჭიროა, ის ძნელი არ არის, რაც საჭირო არ არის, ის ძნელია. ადამიანს რომ ეუბნები, მარხვა შეინახე, აღსარება თქვი, იტყვის: მამაო, არ შემიძლია, ძნელია. მაგრამ რომ ეტყვი: წამოდი, ვიქეიფოთ, მაშინვე წამოვა. რაც შენი სულისთვის აუცილებელია, ის ძნელი არ არის. რაც არ არის საჭირო, ის არის ზუსტად ძნელი – წესით, ასე უნდა იყოს. მარტივია განკითხვა, შური, ამპარტავნება, სიძვა, მაგრამ ძნელია, ახვიდე ეკლესიაში, მარხვა შეინახო, ლოცვები წაიკითხო, აღსარება თქვა, ეზიარო. ეკლესიიდან მაშინ მიდის ხალხი, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირს. „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მომქმედია, მიწის მუშაკი, მევენახე, ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მოაშორებს, ყოველ ნაყოფიერს კი – გაწმენდს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს“. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ქრისტიანია, ის არის ლერწი, რომელიც ამოსულია იესო ქრისტეზე. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება დადის ეკლესიაში და მან ნაყოფი არ გამოიღო, წავიდა ეკლესიიდან. უფრო სწორად, მამამ მოაშორა ეს უნაყოფო რტო, რომ ხელი არ შეუშალოს იმ რტოს, რომელსაც ნაყოფი აქვს და ხე არ გახმეს. ანუ ის აღარ იღებდა იმ საჭირო სასიცოცხლო, საარსებო საშუალებას, რითიც უნდა იკვებოს – არ ეზიარებოდა, აღსარებას არ ამბობდა, ტყუილად დადიოდა ეკლესიაში, ცხოვრების წესი არ შეცვალა და ღმერთმა მოაშორა ის. სულიწმიდამ მოგიყვანათ ეკლესიაში. გიყურათ ღმერთმა, გიყურათ, მიხვდა, რომ ტვირთი ხართ, არაფრის გამკეთებელი, არ გამოგიღიათ სულიერი ნაყოფი. მევენახემ გასხლა ვაზი, სხვას რომ არ შეუშალოს ხელი. მღვდელზე დავბრკოლდი, ეკლესიაზე დავბრკოლდი... რადგან ნაყოფი არ გამოიღე, ღმერთმა ისევე წაგიყვანა ეკლესიიდან, როგორც მოგიყვანა. ამიტომაც უნდა იყოთ სულიერად ფრთხილად, ეკლესიაში მოსული სულ სხვა განზომილებაში გადადიხართ. თქვენ აქ ღმერთს უნდა ესაუბრებოდეთ, უნდა გაიგოთ, რა იქადაგება. პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: არის ხორციელი და სულიერი საქმეები. ხორციელი საქმეები ნათელია, მას ყველა ხედავს. ეს არის სიძვა, უწმინდურება, თავშეუკავებლობა, კერპთაყვანისმცემლობა, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, მრისხანება, უთანხმოება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა და გაუმაძღრობა.
– არის კი ისეთი ადამიანი, ვისაც აქ ჩამოთვლილი ცოდვებიდან, რომელიმე არ აქვს?
– ჩვენი ქვეყნის ასევე, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 80 პროცენტი ხორციელ საქმეებშია. როგორ შეიძლება, ხორციელი საქმეებით იყო სავსე და ეკლესიაში დადიოდე? ჩვენ რომ მივხვდეთ, გამოიღო თუ არა ჩვენში სულიერი ნაყოფი, ამის შესახებ პავლე მოციქული ამბობს: ნაყოფი სულისა არის სიყვარული. თუ სიყვარულია, სიხარული იქნება; თუ მშვიდობაა, სულგრძელობა იქნება; თუ სულგრძელობაა, სახიერება იქნება; თუ სახიერებაა, სიკეთე იქნება; თუ სიკეთეა, ერთგულება იქნება; თუ ერთგულებაა, სიმშვიდე იქნება და თუ სიმშვიდეა, თავშეკავება იქნება. ეს ნაყოფებია ჩვენში გამოსაღები. თუ გინდათ, რომ ბედნიერები იყოთ, არ გაგსხლათ მამაღმერთმა ეკლესიის წიაღიდან, ეს ნაყოფი უნდა გამოიღოთ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სიყვარული, რომელიც ღმერთმა გვასწავლა. ადამიანმა, რომელმაც სიყვარული ვერ ისწავლა, მან ვერც სიხარული მიიღო, ვერც თავშეკავება. ასეთი შეიძლება, სასულიერო პირიც იყოს, რომელიც ჩხუბობს: აღარ დადის ხალხი ეკლესიაშიო. ესე იგი, ჩვენ, სასულიერო პირებმა, ვერ გამოვიღეთ სათანადო ნაყოფი და ბუნებრივია, მრევლიც ვერ გამოიღებდა ნაყოფს. ამიტომაც წავიდა ბევრი მღვდელი ეკლესიიდან, ან დარჩა, მაგრამ გინდა ყოფილა, გინდა – არა. მთავარია ხარისხი და ის, რომ მუსლიმანებმა, ებრაელებმა დაინახონ: რა ნაყოფი გამოიღეს ქრისტიანებმა. ერთ-ერთი მოაზროვნე ამბობს: ერთი ქრისტიანი იყო და ისიც ჯვარზე გააკრეს, მე მიყვარს ქრისტე, მაგრამ ქრისტიანებში ვერ ვხედავ ქრისტესო. ერთი რაბინი კი ამბობს: ევროპაში ქრისტიანების მემკვიდრეობა არის ცარიელი დიდი ტაძრები მლოცველი ერის გარეშეო. ფაქტი სახეზეა და რა გარანტია გვაქვს, რომ იგივე არ მოხდება საქართველოში. რადგან ტაძრებში სიხალვათე იგრძნობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა გასხვლა დაიწყო ვაზის, რომელიც იესო ქრისტეა. დღეს ათასი იდეოლოგიის ხალხია შემოჭრილი, ფლიდი, მატყუარა. ჩვენი შესამოსელი ჩაიცვეს, ჯვრები დაიკიდეს, მაგრამ ვიცით, რომ ისინი არიან ფლიდები და მატყუარები. დააკვირდით მათ ნაყოფს. როგორ შეიძლება, ადამიანს სიყვარული, სიხარული ჰქონდეს და ეკლესიიდან წავიდეს? ნაყოფი არ გამოიღო, დაიღალა და იმიტომ მიდის ეკლესიიდან. ღმერთი ბევრს ფიქრობს ჩვენზე, რომ არ გავხმეთ. განსაცდელებია სწორედ წამალი, რომელსაც ღმერთი გვასხამს. ჩვენ არ გვსიამოვნებს, მაგრამ თუ ის განსაცდელები არ დაუშვა, ნაყოფს ვერ გამოვიღებთ. ღმერთს ძალიან ვუყვარვართ, ვეცოდებით. ის ადამიანები, ვინც მხოლოდ სანთლის დასანთებად მოდიან, ბავშვს აზიარებენ და გარბიან, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. უფალი ამბობს: მე მიყვარს არა მხოლოდ ისინი, ვინც სიტყვას ისმენენ, არამედ სიტყვის მომსმენიც და შემსრულებლებიცო. დღეს კი მომსმენი ბევრია, მაგრამ ცოტა თუ ასრულებს მის სიტყვას. ძნელია ის, რომ ხმები, ნაყოფი არ გაქვს. თორემ თუ დაინახავ, შენმა ლოცვამ, ზიარებამ ნაყოფი გამოიღო, დიდი ბედნიერებაა და ცოტას თუ აქვს გამოცდილი. ყველას უქადაგეთ და დაანახვეთ, რომ ნაყოფი გაქვთ. ისინი იმიტომ არ გიჯერებენ, რომ თქვენში მხოლოდ გარეგნობას ხედავენ და არა ნაყოფს. თქვენ გიყვართ ქადაგება: რატომ არ დადიხართ ეკლესიაშიო. შენ რომ დადიხარ, რა გეტყობა ეკლესიურობის? იწყევლები, შურიანი ხარ, იპარავ, ათას რამეს აშავებ. შველა, გადარჩენა იესო ქრისტეშია, მევენახე მამაში, მორჩილებაში, თავმდაბლობაში, სიყვარულში, სიხარულში. ვისშიც იქნება სულიერი ნაყოფი, ის იქნება ბედნიერი ადამიანი.
скачать dle 11.3