კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რატომ დაავიწყდა დავით ქირიას მეუღლისთვის ხელის თხოვნა და რატომ გრძნობს ის თავს ჰოლანდიაში ისე, როგორც ზუგდიდში

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოქსინგში და ევროპის ჩემპიონი კარატეში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება და მორიგი მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ემზადება. დავითი პირველი ქართველია, ვინც კიკბოქსინგის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ორგანიზაცია „გლორიში“ ასპარეზობს.
დავით ქირია: ზუგდიდში გავიზარდე. ბავშვობაში ფეხბურთზე დავდიოდი, მერე რაღაც შენიშვნა მომცა მწვრთნელმა და გული ამიცრუვდა. თან, გუნდურ სპორტს ვერ შევეწყვე. ჩემი მწვრთნელი ბაჩუკი ფარცვანიაა. ვარჯიშზე რომ მიდიოდა, ჩემს სახლთან გაივლიდა ხოლმე  და მეც მომინდა. ცხრა წლის ვიყავი სავარჯიშოდ რომ მივედი. თავიდან კარატეში ვვარჯიშობდი, შემდეგ გადავედი კიკბოქსინგზე. კარატეში დაახლოებით 250 ტურნირის მონაწილე ვარ. ჩემი პირველი გასვლა 2003 წელს იყო – რუსეთში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ფინალში ჩემს მეგობარს შევხვდი, მე მეორე ადგილი ავიღე, იმან – პირველი. ჩვენ ერთ წონაში ვჩხუბობდით და ყველა ტურნირზე ერთმანეთს ვუთმობდით პირველობას. რუსეთში ჩემი რიგი იყო, მე მომიწია.
– რთული იყო გზა საქართველოდან ჰოლანდიამდე?
– იმ პერიოდში, როდესაც მე ვიზრდებოდი, 70 პროცენტი მატერიალურად გაჭირვებული ოჯახები იყო და მათ შორის, ერთ-ერთი ჩემიც. პირადი მოთხოვნილებები ბავშვობაშიც არ მქონია, ვიცოდი, რომ არ შეეძლოთ და არც ვითხოვდი, მაგრამ რაღაც მიზანი რომ მქონდა და იმის განსახორციელებლად მჭირდებოდა, ეს პრობლემებს მიქმნიდა. ფსიქოლოგიური ზეწოლა გაქვს, კონცენტრაციაც არ უნდა დაკარგო, არის მომენტები, როდესაც შეიძლება, ვარჯიშზე წახვიდე და ასი პროცენტით ვერ გააკეთო. ჰოლანდიაში შეკრებები ძალიან ძვირი ჯდება. ეს ფული რომ მქონოდა, ხშირად ჯართს და სპილენძს ვაგროვებდი, საბედნიეროდ, მყავს მეგობრები, რომლებიც მეხმარებოდნენ. როდესაც რაღაც პრობლემით გადიხარ რინგზე, იცი, რომ შედეგი უნდა დადო, იცი, რომ ის დადებითი შედეგი პრობლემას გიგვარებს.
– „გლორიში“ შენ ხარ პირველი ქართველი?
– დიახ, ასე გამოდის. ჯერჯერობით არ არიან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს კარიერაში, რომ ამ ორგანიზაციაში ჩხუბის შანსი მომეცა. ჩემთვის ეს დიდი მიღწევა იყო, ფაქტობრივად, ჩემს კარიერას წყვეტდა, პირველად ერთ-ერთ ძლიერ მეტოქესთან მომიწია შეხვედრა. ყველა რაუნდი მოვუგე ძალიან დამაჯერებლად და მას შემდეგ სახელი მოვიპოვე, მწვრთნელების ნდობა დავიმსახურე და ასე წარიმართა ჩემი გზა წარმატებისკენ.
– ჰოლანდიაში პოპულარული ხარ?
–  ჰოლანდიაში კიკბოქსინგია ძალიან პოპულარული. რვა წელი ვიცხოვრე და როგორც ზუგდიდში, ისე ვიცნობ ყველას. სემი შილდი დიდი ვარსკვლავია, ყველა იცნობს, მასთან რომ ვტრიალებდი, მეც გამაცნეს. ევროპელები ძალიან გახსნილი ხალხია. მცნობენ, მოდიან, ფოტოს გადაღებას მთხოვენ. წელიწადში მინიმუმ 4-5 ბრძოლა მიწევს. ძირითადად, ჰოლანდიაში ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვცხოვრობ, უფრო მოსამზადებლად მივდივარ და როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, საქართველოში ჩამოვდივარ. ახლა, ბოლო ორი შეჯიბრებაა, საერთოდ არ წავსულვარ, საქართველოში ვემზადები. ორი ბრძოლა მოვიგე და ფინალში გავედი. წლის ბოლოს ოთხი სპორტსმენი რჩება, რომელთა შორისაც ტარდება საფინალო ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის. ერთ დღეს მიწევს ნახევარფინალისა და ფინალის ბრძოლა. რვაკაციანი ტურნირებიც მიჩხუბია, დღეში სამი ბრძოლაც მიჩხუბია. ჩემი ერთი უპირატესობაა ის, რომ ჩემს წონაში ვარ დაბალი, მაგრამ გამძლეობა მაქვს და მეორე ის, რომ კარატეში ბავშვობიდან სულ მიწევდა ტურნირებზე ბრძოლა. ეს მეხმარება და მეორე, მესამე ბრძოლაში უფრო ვიხსნები, ვიდრე პირველში. ტურნირი ტრავმის გამო არასდროს ჩამიგდია.
– ჰოლანდიაში ნარკოტიკის მხრივ ცდუნება არასდროს არ გქონია?
– ყველგან შეიძლება ცდუნებას აჰყვე, ამას ვერ გრძნობ იმ ქვეყანაში. იქ ეს ტურიზმის განვითარებისთვის არის. ყველას ჰგონია, ჰოლანდიაში ყველა ეწევა, ასე არ არის. თუ მიხვალ სპეციალურ მოსაწევ ადგილას, იქ  მართლა ყველა ეწევა. მე იმდენად ვიცი, რა მინდა, ვერ შევცდები.
– გვიამბე შენს ჰოლანდიელ მეუღლეზე?
– მეუღლე 2011 წელს გავიცანი. ასე ერთი-ორი შემოფეთებით დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. სექტემბერში გავიცანი, აპრილში ჩამოვიყვანე საქართველოში და მშობლებს გავაცანი. ყოველი შეჯიბრების შემდეგ საჩუქრებს ვუკეთებ, სიურპრიზებს ვუწყობ. არ არის მარტივი, პროფესიონალი სპორტსმენის მეუღლე იყო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რეჟიმთან არის დაკავშირებული. რაღაცას რომ ვგეგმავთ, ძალიან უბრალოდ შეიძლება ეს გეგმა ჩავარდეს. სამჯერ უნდა წავსულიყავით ჰოლანდიაში, მარისას ოჯახი და ნათესავები გველოდებოდნენ. ბარბექიუ მოაწყვეს – ძალიან კარგი პროცესია, ოჯახი იკრიბება, დაახლოებით 20 კაცი, ყველას რაღაც მოაქვს, მიდის სმა-ჭამა და დროის ტარება. სამჯერ დაგეგმეს და სამივეჯერ ჩვენ ჩავუგდეთ. მესამედ უკვე აღნიშნეს. მე რომ რეჟიმში ვარ, ავტომატურად მეუღლეც რეჟიმშია. კი შეუძლია უჩემოდ ყველგან წასვლა, მაგრამ არ მიდის. კვებაშიც მეხმარება. დღეში ორჯერ რომ გაქვს ვარჯიში საჭიროა გვერდით გყავდეს, ვინც საჭმელს მაინც მოგიმზადებს. სამაგიეროდ, მოგების შემდეგ სიურპრიზიც ელოდება. შოპინგი უყვარს, ძვირად ღირებული ჩანთები, ვიქენდების სასტუმროებში გატარება... სიურპრიზებს ვერ ვუწყობ – უნდა უთხრა, რომ რაღაცას ყიდულობ, უნდა უთხრა, რას აპირებ და გაუხარდება. ერთ დღეს ვუთხარი, მანქანა უნდა გიყიდო-მეთქი, წამოვიდა და თვითონ აარჩია.
– ხელი როგორ სთხოვე?
– ხელის თხოვნა დამავიწყდა. ქორწინება დაგეგმილი გვქონდა. პარიზში ვიყავით სამი-ოთხი დღით. ეიფელთან გადავიღეთ ფოტოები და უკან დაბრუნებსას, ვგრძნობ, მარისა რაღაც ხასიათზე ვერ არის. რა გჭირს- მეთქი. რა და პარიზში ჩამომიყვანე, ეიფელთან ფოტოები გადავიღეთ და ხელი როგორ არ მთხოვე ეიფელთანო. მერე რომში გამოვასწორე: იქ ვუყიდე ბეჭედი, მუხლებზე არ დავმდგარვარ, მაგრამ ხელი იქ ვთხოვე. ძალიან გაუხარდა, ერთი-ორი დღე ეიფორიაში იყო. დღეს სიხარულის გამოხატვა ასეა – ერთი-ორი წუთი ჩაგეხუტება და მერე სოციალურ მედიაში უზიარებს მეგობრებს. ასე მგონია, მარტო ჩვენ ვიცით და ეგრევე, მისმა მეგობრებმაც იციან ყველაფერი.
– ქორწილი ბავშვის დაბადების შემდეგ რატომ გადაიხადეთ?
– მთელი ხუთი წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, ქორწილს რატომ არ აკეთებთ, ბავშვს რატომ არ აჩენთო? რომ გადავწყვიტეთ, ბავშვი გვყოლოდა, დავაპირეთ ქორწილი კი არ გადაგვეხადა, არამედ, უბრალოდ, ჯვრისწერა და ბავშვის ნათლობა. შემდეგ, რომ დავსხედით და დაგეგმვა დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ქორწილსა და იმას შორის, რაც გვინდოდა, დიდი განსხვავება არ იყო და გადავწყვიტეთ კარგი ქორწილი გაგვეკეთებინა. ყველა კარგად გაერთო, მაგრამ მე იმდენად სტრესი მქონდა და დაძაბული ვიყავი, კარგად ვერ გავერთე. ქორწილი ანაკლიაში გვქონდა, ღია ცის ქვეშ. სამოცზე მეტი სტუმარი გვყავდა ჰოლანდიიდან. გაგიჟდნენ საქართველოზე. ყველგან წავიყვანე სამეგრელოში. ჩემს ქორწილში ბევრი უცხოელი ცნობილი ჩემპიონი იყო. ჯვარი ყულიშკარის მონასტერში დავიწერეთ.
скачать dle 11.3