კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რატომ ხიბლავს ირაკლი ჩხიკვაძეს რამდენიმეკვირიანი ურთიერთობები და როგორი ქალები „იჭერენ“ მას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„ჩემი ცოლის დაქალების“ შერლოკი, რომელიც თავისი საქმისადმი საოცარი ერთგულებით მაყურებლის სიმპათიას იმსახურებს, მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძეა, რომელიც საზოგადოებამ მანამდე „ქართველი ვაჟკაცის“ ვიდეორგოლებიდან გაიცნო.
ირაკლი ჩხიკვაძე: ჩემი პერსონაჟი ცდილობს, ყველაფერს პროფესიონალურად მიუდგეს და მგონია, რომ მისნაირი გამომძიებლები საჭიროა. თავის საქმეს მთელი გულით აკეთებს და ძალიან სერიოზული კუთხით ჩანს. ვიღაცები წერენ, რომ შერლოკია, ზოგს არ მოსწონს, ზოგს ძალიან მოსწონს და ვნახოთ, რა მოხდება მის თავს მომავალში. ჩემგან ძალიან განსხვავდება. გამომძიებლობა რაღაც დოზით ყველა ადამიანშია. თითქოს, ალღოც მაქვს, ადვილად არ ვტყუვდები – ვიღაც-ვიღაცები გამომიჭერია რაღაცებში, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს რამით ვგავართ. ბევრისგან მომისმენია, რომ მისნაირი ადამიანი და ისეთი ოჯახი, როგორიც მას აქვს, არ არსებობს, მაგრამ მე ვიცნობ ადამიანს, ვისაც ზუსტად ასეთი სიტუაცია ჰქონდა ოჯახში და ამაზე ძალიან წუხდა. კარგია, ხალხს რომ არ მოსწონს ასეთი ურთიერთობა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თანამედროვეობისთვის შეუფერებელ, ზედმეტად დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს.
– შენ შესახებ ვისაუბროთ, როგორ აირჩიე პროფესია?
– არჩევანი ძალიან სწრაფად გავაკეთე. თეატრი ძალიან მიყვარდა და სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურში ჩაბარება ლოგიკური იყო. რთული პროფესიაა, ფინანსები არაა და შესაბამისად, დაცული არ ხარ. რატომღაც ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ მსახიობები, სპორტსმენები, მხატვრები, რეჟისორები არ გვჭირდება. მხოლოდ დღესასწაულებზე ახსენდებათ ან „რაღაცობაზე“. ბევრ ადგილას მიმუშავია, არაფერს ვთაკილობ, მაგრამ მე სხვა პროფესიისაც რომ ვიყო, მაინც ვიფიქრებ, რომ კულტურა და სპორტი ძალიან დასაფასებელია. ბევრჯერ მითქვამს ჩემი თავისთვის, დროა, წახვიდე და ფული აკეთო-მეთქი, მაგრამ არ გამოდის. ვერ ვანებებ თავს მსახიობობას და მიმაჩნია, რომ თუ ამისთვის თავის დანებება შეგიძლია, ესე იგი, არც არასდროს გდომებია. ჩვენს პროფესიაში თავს ბოლომდე კარგავ, ასეთ თავგანწირვას და ენთუზიაზმს ბევრგან ვერ ნახავთ. ვფიქრობ, რომ სისტემა მოგვიძველდა და გადახედვა სჭირდება, რომ ბოლოს და ბოლოს მსახიობი მშიერი და საწყალი აღარ იყოს. ამაზე საუბარი რომ შეწყდეს და დამოკიდებულებაც შეიცვალოს.
– შენ როდის შეძელი პროფესიით დასაქმება?
– თეატრალურის დამთავრების შემდეგ რვა წელი არსად არ ვმუშაობდი. პატარა პროექტები და მცირე შემოსავლები იყო, მაგრამ მაგხელა უნივერსიტეტში სტიპენდია მქონდა. სამი წლის წინ ამიყვანეს მარჯანიშვილის თეატრში. იქ ისეთ ადამიანებთან ერთად ვმუშაობ, ვინც ეს გზა ღირსეულად გაიარა და მათთან თანაცხოვრება დიდი გამოცდილებაა. თუმცა, მატერიალურად, არავინ მიწყინოს, მაგრამ დღეს თეატრებში სასაცილოა ადამიანის შრომის ანაზღაურება. გარდა ამისა, უკვე მეექვსე წელია, რუსთავში ჩემი საკუთარი კინოთეატრი მაქვს ბავშვებისთვის. რაც შეეხება ეკრანს, 2011 წელს დაიწყო პროექტი „ქართველი ვაჟკაცი“, გარდა ამისა ვმონაწილეობ რეკლამებში და ახლა, როგორც იცით, „ჩემი ცოლის დაქალებში“.
– „ქართველი ვაჟკაცი“ ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან თემატურია.
– ჩვენი მიზანი იყო „ქართველ ვაჟკაცებს“ საკუთარ ქცევებზე გასცინებოდათ. ჩემთვის ქართველი ვაჟკაცი ძლიერ, რაინდ ადამიანს ნიშნავს, რომელიც პირველ რიგში, საკუთარ თავს სცემს პატივს და შემდეგ ოჯახს, მეგობარს, ქვეყანას და ასე შემდეგ. აი, „ქართველი ვაჟკაცი“ მანკიერებებით სავსე ადამიანია, რომელიც საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობს, თან, უაზრო პაპუასური კივილ-წივილით.
– შენ როდის გამოგიჩენია „ქართველი ვაჟკაცობა“?
– ვცდილობ ხოლმე, შეურაცხყოფა არავის მივაყენო, მაგრამ გინდა არ გინდა, ის ყველაფერი, რაც იქაა, რაღაც დოზით მეც გამიკეთებია. თუმცა ცოლი არ მყავს და მასთან ურთიერთობა გამოვრიცხოთ. სუფრიდან სუფრაზე გადავსულვარ, მაგრამ ამ პერიოდმაც ჩაიარა. სამწუხაროდ, ბევრი ამ ასაკში რჩება. ცოტა „გრუზინული“ ელემენტები დაგვრჩა ხასიათში. თუმცა, არავის სჭირდება ჯაჯღანა, მყვირალა და მთვრალი კაცი გვერდით. ქალს კი არა, ასეთი ძმაკაცს არ სჭირდები.
– თქვი, ცოლი არ მყავსო.
– არ მყავს და არც სერიოზული ურთიერთობა მაქვს ამ ეტაპისთვის. ვერც იმას ვიტყვი, რომ ვინმე ძალიან მყვარებია.
– არც ისე დამაჯერებლად ჟღერს 32 წლისთვის.
– არავინ მომწონებია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ პროფესიულ განვითარებას ძალიან ბევრი დრო მიჰქონდა. იყო ერთი, რომელთანაც ძლიერი გრძნობა მაკავშირებდა, მაგრამ დამთავრდა, თუმცა ტრაგიკული დაშორებებიც არ მქონია. პირველად რომ შემიყვარდა, ჩვიდმეტი წლის ვიყავი, მაგრამ იმ პერიოდში უნივერსიტეტში ვაბარებდი და აგვერია ურთიერთობა. ეს დამარცხებული სიყვარულია და ამან ბევრ რამეზე იქონია გავლენა. ფაქტობრივად, უარი ვთქვი გრძნობაზე. ისე, არ მესმის რატომ უყურებენ ადამიანები დიდ პრობლემად იმას, რომ ამ ასაკში სერიოზული ურთიერთობა არ მქონია. მე ხარისხიანი გართობის მომხრე ვარ.
– ანუ, გოგოები – გართობისა და არა სერიოზული ურთიერთობისთვის?
– კი, ხვდებით ამაში, რასაც ვგულისხმობ. უფრო გართობის მომხრე ტიპი ვარ. არის ხოლმე, ერთ-ორკვირიანი ან შეიძლება, სამთვიანი ურთიერთობები.
– როგორი ქალები მოგწონს?
– მომწონს ქალები, რომლებიც არიან ქალები, თავისი ყველაფრით. შინაგანი ინტელექტი უნდა ჰქონდეს ქალს, ეს მას საინტერესოს ხდის. საინტერესო თვალები უნდა ჰქონდეს, რომელიც შინაგან ინტელექტს მოაქვს და „გიჭერს“, ქალს უნდა ჰქონდეს ეს ცეცხლი. ულამაზესი უნდა იყოს, თუმცა სილამაზის აღქმაც ინდივიდუალურია. არ უნდა წუწუნებდეს, არცერთ ვარიანტში. სხვა დროა, ამდენი წუწუნის თავი სად გვაქვს. არ მომწონს, ქალი რომ წუწუნით იქცევს ყურადღებას. გულწრფელი უნდა იყოს, ანუ ისეთი, როგორც რეალურად არის.
– ოჯახის შექმნა? ბევრს ურჩევნია, თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდეს და ვერ ხედავს ოჯახის შექმნის აუცილებლობას.
– მეც ეგეთი ვარ. ქორწილსაც არ გადავიხდი. დაქორწინება არ უნდა იყოს თვითმიზანი, ეს შედეგია. მთავარია, ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ჩამოყალიბდეს და ბოლომდე გაერკვნენ, რა უნდათ ერთმანეთისგან. თუ ასე არაა, ვერც ჯვრის დაწერა გიშველის და ვერც ხელის მოწერა. ამ ეტაპზე ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობ. მომავალში კი არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცევა.
скачать dle 11.3