კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რატომ არ მოსწონს რუსკა ქარქაშაძეს იაკობ ყუფუნიას შიშველი მკერდი და სად მივიდა მასთან იაკობი ტიტველი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

რუსკა ქარქაშაძისა და იაკობ ყუფუნიას წყვილი ყველაზე ახალგაზრდა წყვილია „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ისტორიაში.
რუსკა: რაც მეტი დრო გადის, დაძაბულობა უფრო მატულობს, კონკურენცია იზრდება და ჩვენგანაც მეტი შრომაა საჭირო. ამიტომ ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო.
იაკობი: რუსკა ყველაზე პატარაა მათ შორის, ვინც აქამდე ჩემი მეწყვილე ყოფილა. შესაბამისად, ძალიან ენერგიულია, როგორც არ უნდა მოინდომო, ვერ დაღლი, რაც ცეკვაზე კარგად აისახება.
– ვარჯიშის დროს როგორია რუსკა?
– არასდროს აგვიანებს, ყოველთვის ადრე მოდის. მერე ვარჯიშს ვიწყებთ, მერე ვისვენებთ, სხვათა შორის, დასვენება ძალიან უყვარს (იცინის).
რუსკა: დილიდან ღამემდე აქ ვართ და მგონი, დასვენება აუცილებელია. ყოვედღიურად 9-10 საათი ვვარჯიშობთ.
– იაკობ, რუსკა ცოტას ხომ არ გაბრაზებს?
იაკობი: რომ ვთქვა არა-მეთქი, მოგატყუებთ (იცინის).
რუსკა: კობას ვეძახი და მაგაზე ეშლება ნერვები (იცინის). ყოველდღე რომ ამდენ დროს ატარებ ადამიანთან, გამორიცხულია, რამეზე ნერვები არ მოგეშალოს. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, დაძაბულობა ახლავს. ერთმანეთს არ ვხოცავთ, მაგრამ ვბრაზდებით. იაკობს ნერვები ეშლება ხოლმე, როცა რამეს ვერ ვიგებ. მე არ მიყვარს დიდხანს რომ მიხსნიან რამეს, იაკობს კიდევ შეუძლია, ერთი და იგივე ილეთი უამრავჯერ ამიხსნას. ვეუბნები, ახალი დავამატოთ-მეთქი. მირჩევნია მთლიანად შევკრათ ცეკვა და მერე იმას დავაკლათ თავი, ვიდრე ცალკეულ ილეთს. მთელი ცხოვრება რომ ერთ ილეთს მიმეორებს, ზოჯგერ აღარ ვუსმენ ხოლმე (იცინის).
იაკობი: ყველა ილეთს სათითაოდ უნდა დააკლა თავი. სხვანაირად ცეკვა პროფესიონალური არ გამოდის. რუსკა ძალიან სულსწრაფია, ერთ მოძრაობაზე ვერ გააჩერებ დიდხანს, მაგრამ ამის გამო ჩხუბამდე არ მივდივართ. მე ძალიან მშვიდი ვარ, ემოციებს არ ვყვები და ზუსტად ამ დროს ვისვენებთ ხოლმე (იცინის).
რუსკა: მეჩხუბება: რატომ ჭამ ამდენს?! ღამე ნუ ჭამ! პურს ნუ ჭამ! შემეშვი! (იცინის) მე ჩოგბურთელი ვარ და ენერგია რომ მქონდეს, დიდი რაოდენობით საკვების მიღებას ვარ მიჩვეული. ცეკვისთვის სხვანაირად ყოფილა საჭირო და ვცადე, დამეჯერებინა, მაგრამ აქ იმხელა ენერგიას ვხარჯავ, საჭმელი რომ არ შევჭამო, მოვკვდები. თუმცა იმდენს აღარც ვჭამ, ფიზიკურად არ მაქვს დრო. კიდევ შოკოლადებს რომ ვჭამ, მაგაზე მეჩხუბება.
იაკობი: გაზიანი სასმელები და ტელეფონი?
რუსკა: „სთორის“ გადაღება და დადებაც ხომ მინდა?! (იცინის). თუმცა ისე არაა, რომ სულ ტელეფონში მქონდეს თავი, ასე ხომ ვერ ვიცეკვებდი.
იაკობი: ჰო, ერთი ხუთი საათი, მეტი არა (იცინის).
რუსკა: თან, ძალიან მიყვარს ვარჯიშის დროს გართობა და ჩემი მეგობარი წყვილები რომ გამოჩნდებიან, ძალიან კარგად ვერთობი ხოლმე.
იაკობი: გავიხედავ და სად არის რუსკა, არ არის. „მოტყდება“ და ან ტელეფონთანაა, ან ვინმესთან ერთობა, ეხუტება, შეახტება (იცინის).
– წყვილებზე ხშირად გვსმენია ჭორები, თქვენზე არ გაგიგიათ?
რუსკა: ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებულები ვართ, რომ ჩვენს ერთად ყოფნას ვერავინ წარმოიდგენს. ეს დინჯია, მე – უფრო ემოციური და სულსწრაფი.
– გოგოებთან როგორია იაკობი? რა ხდება მის პირად ცხოვრებაში?
– მეც მაინტერესებს, აბა, რა ხდება, კობა, შენს პირად ცხოვრებაში?
იაკობი: პირად ცხოვრებაზე არ მიყვარს საუბარი. ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ვინმეზე რომ ძალიან სერიოზულად ვფიქრობდე, ეგეთი არა.
რუსკა: „რა თქმა უნდა“, რატომ აუცილებლად უნდა გქონდეს ურთიერთობა?
იაკობი: აუცილებლობა არის თუ არა, მაქვს და აბა, როგორ უნდა ვთქვა?!
– როგორი გოგონები მოგწონს?
რუსკა: მე გეტყვით – ამისთვის ვიზუალი ძალიან ბევრს ნიშნავს. „ტვინი მიაქვს“ ლაივის წინ: წარბი დაიხატე, რუჯი კარგად წაისვი, წამწამები დაიწებე, მაკიაჟი ასეთი გაიკეთე. შეუძლია, იჯდეს და ერთი საათი არჩიოს ჩემი კაბა. იმ დღეს ამის ტელეფონში ვხედავ გოგოს კაბების ფოტოებს. ვკითხე, ეს რა არის-მეთქი და ესენი უნდა ჩაიცვაო (იცინის). იდეალურად უნდა გამოიყურებოდე. მე ცოტა სხვა საზრუნავი მაქვს. ლამაზი კაბები მეც მომწონს, მაგრამ მთავარია, როგორ ვიცეკვებ.
იაკობი: წარბი, კაბა და თმა – ყველაფერი ერთად საერთო ვიზუალს ქმნის.
რუსკა: ძალიან მაგარი კაბა გაცვია და მაკიაჟიც კარგი გაქვს, მაგრამ ვერ ცეკვავ – ეს ჯობს?
იაკობი: ვერ ცეკვავ და არც ვიზუალი გაქვს – ესაა კარგი? ვიზუალურად ხომ მაინც უნდა იყო კარგად.
რუსკა: მე პირადად, ასეთ შოუში, პირველ რიგში, ცეკვა მაინტერესებს. ამას რომ გოგო მოეწონება, სულ მოწესრიგებული უნდა იყოს, კიდევ, ძალიან ყურადღებიანი... ქერა, საშუალო სიმაღლის და კიდევ ლამაზი ფეხები მოსწონს ძალიან.
იაკობი: რატომ, მაღალი გოგოებიც მომწონს, სიმაღლის კომპლექსი არ მაქვს.
– იაკობ, რუსკას როგორი ბიჭები მოსწონს?
– ვიზუალი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. კიდევ ხელოვანი უნდა იყოს და ისიც მითხრა, რომ მამაკაცური ბიჭები მოსწონს.
რუსკა: მომწონს ჩემზე 5-6 წლით უფროსი, ჩამოყალიბებული ბიჭები.11 წლიდან დიდივით ვცხოვრობ, ამიტომ პატარებთან თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ის ურთიერთობა დამთავრდა და ახლა სერიოზული არაფერი ხდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბიჭი მიზანდასახული იყოს – იცოდეს, რა უნდა ცხოვრებისგან და განათლება ჰქონდეს.
– ისე, იაკობი თავის თავი რომ ძალიან უყვართ, ისეთია არა?
– ვაიმე, ძალიან. ვარჯიშზე მე ძალიან მოუწესრიგებელი დავდივარ ხოლმე და ეს სულ „გამოწკეპილია“. ყველაფერი მოწესრიგებული, წარბიც კი დავაცხნლი აქვს და რომ შემოდის, სულ მგონია, რომ სადღაც მივდივართ.
იაკობი: „გამოწკეპილი“ არა, მაგრამ თავის მოვლა ნარცისობას არ ნიშნავს. არც ის, რომ ვარჯიშობ და ჯანსაღ სხეულს ანიჭებ უპირატესობას.
რუსკა: დეკოლტეებით ვარჯიშობს ხოლმე და სულ მაგაზე ვეჩხუბები (იცინის). ძალიან ამოღებული მაისურები აცვია და ცოტა მშურს ამ თავის ნავარჯიშებ მკერდს რომ მოიღეღავს ხოლმე და „ზმეიკას“ ვუწევ. ერთხელ დეკოლტე რომ ეცვა, ვუთხარი, შეიკარი, თორემ მშურს-მეთქი და მეორე დღეს საერთოდ ტიტველი მოვიდა. მარტო ჟაკეტი ეცვა ტიტველ ტანზე (იცინის).
იაკობი: შეკრული ხომ მქონდა?! (იცინის). ყველაფერს აკვირდება, აბსოლუტურად ვერაფერს გამოაპარებ. ყველაფერი იცის, თან მარტო ჩემი კი არა, ყველასი.
ყდაზე გამოყენებულია გიორგი ცაავას ფოტო.
скачать dle 11.3