კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 შემოდგომა-ზამთრის მაცდუნებელი სურნელი CARVEN-ისგან DANS MA BULLE „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

Carven-ის მოდის სახლი 1944 წელს პარიზში შეიქმნა და მისი დამფუძნებელი დიზაინერი ქალბატონი, კარმენ დე ტომასო გახლდათ. ცნობილია, რომ ამ ბრენდის იმ პერიოდისთვის იშვიათი ფრანგული სუნამოს
Ma Grifee პირველი ქართველი მომხმარებელი ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეულად გემოვნებიანი ქალბატონი, ვერიკო ანჯაფარიძე გახლდათ.
გასულ კვირას „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში, პარფიუმერიულმა კომპანიამ და მისმა კრეატიულმა გუნდმა სასწაული, ჰაეროვანი და ზღაპრული გარემო შექმნა და ქართველ ჟურნალისტებს წარუდგინა, ახალი სუნამო CARVEN – DANS MA BULLE, რომლის ყვავილოვანი, ვანილის, ხილისა და პუდრის მაცდუნებელი არომატი იდეალურად ერწყმის შემოდგომა-ზამთრის სეზონს.  მისი პკურება იმის ტოლფასია, რომ თქვენი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში – საპნის ბუშტივით ჰაეროვან, ელეგანტურ და მოდურ სამყაროში იწყება.

როგორც „ისი-პარის“ მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი, ხატია შამუგია ამბობს, სუნამო DANS MA BULLE შექმნილია, რათა ადამიანმა, მისი სურნელის წყალობით შეძლოს საკუთარი კომფორტის შექმნა, ვირტუალურად იმოგზაუროს ზღაპრულ გარემოში და არ ჩამორჩეს პარფიუმერიული მაღალი მოდის ტენდენციებს. მის შექმნაზე სამმა პარფიუმერმა — პარტიცია ჩუმ, ვიოლინ კოლამ და ვერონიკ ნიბერგმა იმუშავა.
ასე რომ, „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში მისულ, განებივრებულ ერთგულ მომხმარებელს, ამ სეზონის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე, გამჭვირვალე ფლაკონში მოთავსებული სუნამო CARVEN-ისგან  DANS MA BULLE დაგხვდებათ, რომლის არომატის ცდუნებას გვერდით ჩაუარო, ნამდვილად რთულია.
ნონა დათეშიძეскачать dle 11.3