№46 სხარტულები
* ყველაზე რთული უსაქმურობაში ის არის, რომ შეუძლებელია შეჩერება და შესვენება.
* გუშინ სამსახურში სამართალს ვეძებდი, დღეს სამსახურს ვეძებ.
* სხვისი ცოლის საყვარლობა სჯობს, სხვისი საყვარლის ქმრობას.
* რაც უფრო ძნელია ქალის ორგაზმამდე მიყვანა, მით უფრო ადვილია მისი ისტერიკამდე მიყვანა.
* მსოფლიოში ისეთი კრიზისია, ავსტრიამ ვენები გადაიჭრა.
* ჩემს მეგობარს ყავა უყვარს, მე – ჩაი, ამიტომ შეხვედრისას იძულებული ვართ, ღვინო დავლიოთ.
* დრო ისე გადის, რომ ასაკთან შეჩვევას ვერ ვასწრებ.