კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ანეკდოტები

ერთ კაცს ეკითხებიან, ქალზე, რომელსაც საკმაოდ სქელი მაკიაჟი აქვს სახეზე:
– როგორ მოგწონთ ეს ქალბატონი?
– ვერ გეტყვით, ფერწერაში ვერ ვერკვევი.
***
გურული გლეხი თბილისის ზოოპარკს ეწვია.
– გურულოოო... – შემოესმა თუთიყუშის გალიიდან.
ხომ არ მომეყურაო, გაიფიქრა და ხელახლა ჩაუარა გალიას.
– გურულოოო – ეძახის თუთიყუში.
გადაირია გურული – ამან რაფერ მიცნოო და თუთიყუშის ყიდვა გადაწყვიტა, რაზეც ადმინისტრაციიდან უარი მიიღო.
– მაშინ მაგ თუთიყუშის კვერცხი მაინც მომყიდეთ, – შეევედრა გურული. რა ექნათ, სხვაგვარად ვერ მოვიშორებთო და გაატანეს კვერცხი. გახარებული გურული გაემგზავრა გურიაში და ეს კვერცხი გამოსაჩეკად კრუხს ჩაუდო ბუდეში, მაგრამ იხვის ჭუკი დაიბადა.
– აი, რააო, – კინაღამ ტანსაცმლიდან ამოხტა გამწარებული გურული და მეორე დილითვე ჩამოაკითხა თბილისის ზოოპარკს.
– გურულოო, – კვლავ დაუძახა თუთიყუშმა.
– მე რომ გურული ვარ, მაი არაა გასაკვირი, მარა, შენ რომ ბ...ზი და ჩ...ი ყოფილხარ, აგი ამბავი მთელმა გურიამ გეიგოო, – გამოლანძღა გურულმა თუთიყუში.
***
მიხო ცირკშია. მხეცების მომთვინიერებელმა ლამაზმა გოგონამ ლომს აკოცა. ამის მერე წამყვანმა გამოაცხადა.
– აბა, თუ ვინმეს შეუძლია იგივე გააკეთოს, ათას დოლარს გადავუხდით.
 მიხო წამოხტა:
– მე შემიძლია, ოღონდ, ეგ ლომი გაიყვანეთ მანდედან.

скачать dle 11.3