№46 ბრძნული აზრები
ლიხტენბერგი: პირობის დადება უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე მისი გატეხვა.
ბრაუნი: მატყუარები საუკეთესო პირობებს დებენ.
ჰიტლერი: დემოკრატია, ეს არის მმართველობის ფორმა, როცა ათი იმბეცილის ხმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცის.
ბისმარკი: დიპლომატია უიარაღოდ, ეს არის მუსიკა უინსტრუმენტოდ.
პოლ ვალერი: ფილოსოფია არასაკმარისი საშუალებებით ფონს გასვლის ცდაა.
სოლომონი: ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალი განსაცდელშიც მშვიდად არის.
თაგორი: ვისაც სურს, აკეთოს კარგი, იგი კარზე აკაკუნებს.
ოტია იოსელიანი: გამოცდილებითა და თავგასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი.
ჭაბუა: არასოდეს არაფერი მდომებია ადამიანისგან, კეთილი და სამართლიანი რომ იყოს, ამის მეტი.
კამიუ: არავისგან არაფერს ელოდო, ასე თავს დაიცავ იმედგაცრუებისგან.
მონტენი: შენი სიტყვების პატრონი ხარ, სანამ ჩუმად ხარ. როდესაც გამოთქვამ, ისინი ხდებიან შენი პატრონი.
ვოვენარგი: ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს, რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს.
ღირსი ამბროსი ოპტინელი: იჯდა ეშმაკი ადამიანის სახით ფეხიფეხ გადადებული. მავანმა ჰკითხა: რატომ ზიხარ ასე უსაქმურად? ადამიანები ჩემზე უკეთ აკეთებენ ჩემს საქმესო, – უპასუხა ეშმაკმა.
დიზრაელი: არსებობს სამი ტყუილი: ტყუილი, საზარელი ტყუილი და სტატისტიკა.
ნიცშე: არსებობენ მოგზაურები, რომლებიც დგანან. მათ მეტი სიბრძნე აქვთ.
ვოლტერი: იქ, სადაც ბევრი საპარიკმახერო და ბანკია, უმრავლესობა გაბურძგნული და ღარიბია.
ჰესე: ადამიანი უნდა გიყვარდეს, ნივთი კი გამოიყენო და არა პირიქით.
ბაირონი: ღამე ძალიან შემცივდა, ავდექი და ჩემი საბანიც მას გადავაფარე.
მოლიერი: დაიძინეთ მასთან, ვინც გესიზმრებათ.