კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რა შემთხვევაშია ფულის პოვნა მომგებიანი ან პირიქით – უბედურების მაუწყებელი

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ფული ვის არ დაჰკარგვია... და ელდაც სცემია ამის გამო. მაგრამ, იცოდით, რომ ამ, ერთობ უსიამოვნო შემთხვევას, შეიძლება, ფრიად სასიხარულო ამბავი მოჰყვეს? ალბათ, არა, ან თუ იცოდით, ძალიან ცოტამ. ჰოდა, ახლა გავარკვევთ, ხალხური გადმოცემების სკივრიდან, რის გადმოლაგება მოგვიწევს იმ დანაკარგის საზღაურად, რომელიც მხოლოდ ჯიბიდან შემთხვევით ამოვარდნილ კუპიურებსა და მონეტებს კი არა, მოპარულსა და დაყაჩაღებულსაც ეხება, რაც არცთუ იშვიათია ჩვენს რეალობაში. მოკლედ, ფულის დაკარგვის მრავალი მიზეზი არსებობს და თუ მინიშნებებს დავუჯერებთ, ეს ყოველთვის ერთი და იმავეს არ მოასწავებს. ამიტომ, ზუსტად რომ გავიგოთ, როდის რა გველოდება ფულადი დანაკარგის შემთხვევაში და შესაბამის ზომებს მივმართოთ, მოვუსმინოთ სპეციალისტს. ყოველივეს აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ბატონი სანდრო მ.
– ესე იგი, ფული თუ დავკარგეთ ან მოგვპარეს, ძალიანაც არ უნდა ვინერვიულოთ?
– ასეა, თუ ერთ ძველ გამოთქმას გაითვალისწინებთ: დღეს დაკარგე? ხვალ ორჯერ მეტს იპოვიო. ისე, ძნელია, იპოვო ადამიანი, ვისაც ფული ერთხელ მაინც არ დაუკარგავს, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არავისთვისაა, მით უმეტეს, თუ თანხა სოლიდურია. თუმცა, ხალხური გადმოცემები სულ სხვა რამეს გვეუბნება: ფულის დაკარგვას მალე შემოსავალი მოჰყვება – გამოჩნდება მისი გაზრდის საშუალება ან მომგებიანი ერთჯერადი სამუშაო. თუმცა, მომავალი წარმატება ყოველთვის ფულს არ გულისხმობს, ბედის ეს საჩუქარი შეიძლება, ეხებოდეს გამართლებას სიყვარულსა და ურთიერთგაგებაში, იღბალს, ან ჯანმრთელობას. თუმცა, მთლად იმის იმედზეც ნუ იქნებით, ფული დავკარგე და ავშენდებიო – სიტუაციას გააჩნია. მაგალითად, თუ ფულის დაკარგვა არცთუ ისე ცუდია, საფულის დაკარგვა მატერიალურ სიძნელეებსა და პრობლემებს შეგიქმნით. თან, ეს საფულე თუ სახლში ან მანქანაში დაგრჩათ, ახლო მომავალში გაუთვალისწინებელი და იძულებითი, სერიოზული ფინანსური გარღვევა გელოდებათ.
– ფულის პოვნა რაზე მიგვანიშნებს?
– ფულის პოვნას ორგვარი ახსნა აქვს. ძველად მიიჩნევდნენ, რომ ეს ღმერთის წყალობა იყო, რომელმაც შეისმინა თქვენი ვედრება და ფული გაპოვნინათ. ამიტომაც ის თქვენი კუთვნილებაა. დღეს კი ყველამ იცის, რომ მონეტების საშუალებით ჯადოს აკეთებენ და ავადმყოფობასა და ცხოვრებისეულ სირთულეებს უქმნიან სხვებს. თუმცა, ფულის პოვნა-დაკარგვის შესახებ მინიშნებებში მაინც არის რაღაც საერთო: რაც უფრო მსხვილია თანხა, შესაბამისად, მით მეტია პრობლემაც და ჯილდოც. მაგრამ, თუ ფული დაკარგეთ, მერე კი იპოვეთ და დარწმუნებული ხართ, რომ ეს ნამდვილად თქვენია, მისი აღება შეიძლება და თან, ბედსაც გწევთ. ასეთ შემთხვევაში, რაც მეტია თანხა, მით უფრო გრანდიოზულია წარმატებაც.
ხომ შეიძლება, დაგეკარგათ გაცილებით ღირებული რამ, ვიდრე ფასიანი კუპიურებია. უნდა გიხაროდეთ, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი ხართ. დანაკარგზე კი არ ინაღვლოთ და ფული ისევ დაბრუნდება თქვენთან. ვთქვათ, რაიმეს საყიდლად მიდიოდით და გზაში ფული დაკარგეთ. რა თქმა უნდა, განიცდით, მაგრამ იქნებ განგებამ ამით უფრო მეტ ზიანს აგარიდათ, რომელიც გელოდათ საქონლის უხარისხობის ან მომსახურების სხვა ნაკლოვანებათა გამო. ამიტომ არ ღირს ასეთ ზარალზე წუხილი. ეს ჰიპოთეტური და ახლა ცოცხალ მაგალითზე გიამბობთ, რაც ჩემი მეგობრის ოჯახში მოხდა. ფინანსური პრობლემების გამო, ადრე საკმაოდ ძლიერ ოჯახს, შემორჩენილი ერთადერთი ქონების – ბინის გაყიდვა მოუწია. გაუჭირდათ და შესაბამისად, უზარმაზარი ბინა, პრესტიჟულ უბანში დათმეს და გაცილებით ნაკლებში გადავიდნენ. მოგეხსენებათ, გადაბარგებას რა აურზაური მოსდევს და ამ არეულ-დარეულობაში, მთელი ოქროს საგვარეულო სამკაულები, რასაც განსაკუთრებით დაჰკანკალებდნენ და ვერც გაჭირვებამ გაამეტებინათ გასაყიდად, სადღაც გაქრა. ატყდა ერთი ამბავი, ჩაერია პოლიცია, ბევრიც იდარდეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჰოდა, ერთ დღესაც შეკრიბა ბებიამ ოჯახის ყველა წევრი და გამოაცხადა: მორჩა, დღეიდან აღარავის წუწუნი და მოთქმა აღარ იქნება ამ საკითხზე, პირიქით, ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ ძვირფასეულობა წაიღო და არა რომელიმე ჩვენგანის ჯანმრთელობა ან სიცოცხლე. ესე იგი, რაღაც საშინელება გველოდა წინ და ამ ძვირფასეულობით თავი გამოვისყიდეთ – აწი ნამდვილად გაუმართლებს ჩვენს ოჯახსო. თქვენ წარმოიდგინეთ და იმ დღიდან მართლაც კარგად წავიდა მათი საქმე. ჩემი მეგობარი კი, სულ ამბობს: არასოდეს დამავიწყდება ბებიაჩემის ის ფრაზა და ყოველთვის მშველის მსგავს სიტუაციებშიო.
– ესე იგი, ჩადენილი ცოდვებისთვისაც შეიძლება, ფულადი დანაკარგით ვზღოთ?
– თუ მსხვილი თანხა დაკარგეთ, თქვენი სახლი გაქურდეს ან ყაჩაღობის მსხვერპლი გახდით, კარგად დაფიქრდით – დაკარგული ქონების მოსაპოვებლად, თავის დროზე არაკეთილსინდისიერად ხომ არ მოიქეცით ან უფრო მეტიც, ბოროტება ხომ არ ჩაგიდენიათ? თუ პასუხი დადებითია, გამოდის დანაკარგი თქვენი სასჯელი ყოფილა. არცერთი ბოროტება ამქვეყნად დაუსჯელი არ რჩება. ასევე მოგიწევთ, საზღაურის გადახდა: თუ მეგობარს უჭირდა და ფული არ ასესხეთ, როცა თავად ნამდვილად არ განიცდიდით ხელმოკლეობას; ანდა ხელს არ უმართავთ ღარიბ ნათესავებს. აუცილებლად დადგება დრო, როცა მოგიწევთ, სინდისს უხმოთ. გახსოვდეთ, სიძუნწე და არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებული ფული ბედნიერებას ვერ მოგიტანთ. ეს გაიხსენეთ, როცა ფულს დაკარგავთ და შეეგუეთ იმ აზრს, რომ თანხა წავიდა მასთან, ვისაც ის თქვენზე მეტად სჭირდება. ის სამართლიანად იმსახურებდა დახმარებას სამყაროსგან. ამას გარდა, სერიოზული დანაკარგი გათვალვის შედეგიც შეიძლება, იყოს. განსაკუთრებით აშკარაა ეს, თუ მცირე ან შედარებით მსხვილ თანხას ხშირად კარგავთ.
скачать dle 11.3