კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ყოფილი ქმარი გათხოვებას მიშლის და ბავშვის წართმევით მემუქრება

საკმაოდ გააზრებულად გავთხოვდი და ვიცოდი, ოჯახური თანაცხოვრება ადვილი არ იქნებოდა. თუმცა, ქმარი მიყვარდა და ვცდილობდი, კარგი ცოლი ვყოფილიყავი. პირველი ორი წელი, მშვიდად და სიყვარულით ვცხოვრობდით. ბავშვიც გაგვიჩნდა. მე შვილზე ზრუნვით ვიყავი დაკავებული და სხვა ქალისკენ ისე გამექცა ქმარი, ვერც კი მოვედი აზრზე. არ უარვყოფ, ბავშვის დაბადების მერე, ყურადღება მოვაკელი, ვეღარც იმდენ სიყვარულს გამოვხატავდი მის მიმართ, როგორც ადრე. მაგრამ მეც ადამიანი ვარ, ვიღლებოდი... და სხვაში გამცვალა. მის ტანსაცმელს რომ ვრეცხავდი, ქალის პარფიუმის სუნი ასდიოდა, თუმცა როცა ვეკითხებოდი, ეცინებოდა, მეუბნებოდა: ნუ ხარ ეჭვიანი, გეჩვენება, თანამშრომელს, მეზობელს და მეგობარს რომ გადავკოცნი, მისი სუნამოს სუნი გადმოდის ჩემს ტანსაცმელზე, სულ ეს არისო. რასაკვირველია, არ მჯეროდა, მაგრამ თვალს ვხუჭავდი. უფრო სწორად, არ ვუშვებდი თავში, რომ შეეძლო სხვა ქალთან ეღალატა. ერთ დღესაც, გვიან მოვიდა, მთვრალი იყო. მითხრა, თანამშრომლის დაბადების დღე იყო და რესტორანში აღვნიშნეთო. სამზარეულოში შესულს, არ მოეწონა ჭურჭელი რომ გაურეცხავი იყო, ბავშვის გამო ვერ მოვასწარი, და ამის გამო დედა მაგინა. კი ვიფიქრე, ადრე, როცა რესტორნიდან ნასვამი მოდიოდა, ასეთი არ იყო, პირიქით, უფრო თბილად მექცეოდა და ახლა რა დაემართა-მეთქი, მაგრამ არ შევპასუხებივარ. წავედი და დავიძინე. დილით, სანამ გაიღვიძებდა, ავდექი, ვიფიქრე, ყავას მოვუმზადებ და მშვიდად დაველაპარაკები-მეთქი. თუმცა, არ ისურვა. მითხრა, ახლა „პახმელიაზე“ ვარ, თავი მისკდება და შენი მოსმენა არ შემიძლიაო. საღამოს კი, ისევ გვიან დაბრუნდა, ისევ ნასვამი და ისევ უმიზეზოდ მაგინა. მოკლედ, მივხვდი, ჩემი არსებობა აღიზიანებდა, ბავშვიც აღარ აინტერესებდა, მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და ჩემს მშობლებთან წავედი. ვიფიქრე, მოვა ჭკუაზე, მოგვაკითხავს და სახლში წაგვიყვანს-მეთქი. თუმცა, ისე გავიდა ერთი კვირა, არც კი მოვუკითხივართ. რომ შევეხმიანე, მითხრა: თუ წაბრძანდი ჩემგან, რაღას მირეკავ? როცა მომინდება, ჩემს შვილს მაშინ ვნახავ, შენ კი არჩევანი უკვე გააკეთეო. თავზარი დამეცა. ჯადო გაკეთებულივით საუბრობდა და იქცეოდა. თუმცა, არც მისი კუდში დევნა, არც თვალთვალი და არც ტელეფონზე რეკვით აკლება მიცდია. მეგონა, დრო გავიდოდა და თავის დანაშაულს მიხვდებოდა. ასე გავიდა ათი წელი. ბავშვსაც იშვიათად აკითხავდა. არც სასეირნოდ მიჰყავდა და არც თავისთან – სახლში. ფულს მოუგდებდა და სულ ეს იყო მისი მამური ვალის მოხდა. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში, გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც შემიყვარდა. ცოლობა მთხოვა და მეც გადავწყვიტე, გავყვე. თუმცა, ჩემი ყოფილი ქმარი წინააღმდეგია. მეუბნება, თუ გათხოვდები, ბავშვს წაგართმევო. ვერ გეტყვით, ამას როგორ მოახერხებს და არც წამრთმევია, მაგრამ მაშანტაჟებს და მაშინებს. ბავშვიც ცუდად განაწყო ჩემ მიმართ. ბოლოს რომ ნახა, უთხრა: მამიკო, მე მიყვარხარ, მაგრამ შენი თავი დედიკომ წამართვა, სახლიდან ისე წაგიყვანა, არ მკითხა. იცოდე, შენ ჩემი საყვარელი ადამიანი ხარ და თუ დედაშენი გათხოვდა, შენ მარტო დარჩები, მიგატოვებს, მაგრამ ნუ გეშინია, ჩემთან წაგიყვანო. ბავშვი მთელი საღამო ტიროდა, მეუბნებოდა: დედა, არ გათხოვდე, არ მინდა შენთან დაშორებაო. ფაქტია, ჩემი გათხოვების წინააღმდეგია, მაგრამ ბავშვით მანიპულირებს და საშუალებას არ მაძლევს, ბედნიერი ვიყო. არადა, მეც ქალი ვარ, მინდა, ოჯახი მქონდეს, გვერდით საყვარელი მამაკაცი მყავდეს და შვილიც მშვიდად გავზარდო.
ნანა, 38 წლის.   скачать dle 11.3