№46 ერთკვირიანი მარტივი დიეტა და დაკლებული 5 კილოგრამი
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ეს დიეტა ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება, საკმაოდ მარტივია და თუ დღის რაციონს და საკვების მიღების დროებს ზუსტად დაიცავთ, დაახლოებით, 5 ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ. გამეორება კი დიეტის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ შეიძლება.
9-10 საათზე: მიირთვით 1 ჭიქა მაწონი.
11-12 საათზე: 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი ან 2 ცალი მოხარშული სოსისი და 100 გრამი ხაჭო.
1-2 საათზე: 1 ცალი ვაშლი ან 1 ცალი ფორთოხალი.
3-4 საათზე: 10-15 ცალი ქლიავის ჩირი და 1 ნაჭერი მოხარშული გოგრის ნაჭერი.
5-6 საათზე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 25 გრამი შავი შოკოლადი და 1 ცალი მანდარინი ან 2 ცალი კივი.
7-8 საათზე: 1 ჭიქა მაწონი.