№46 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი 2001 წლის 11 ოქტომბერს დაიბადა. მაინტერესებს, რომელ პროფესიაში მიაღწევს წარმატებას, რა არის მისი კარმული მისია და რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები? ასევე, რომელ ნიშანთან ექნება ბედნიერი ქორწინება?
პასუხი: მისი კარმული მისიაა, იყოს ინიციატივიანი, ენერგიული, შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. იყოს უშიშარი. გამოავლინოს სიკეთე. უნდა იყოს მშვიდობის მტრედი, სადაც შევა, სიმშვიდე და ჰარმონია შეიტანოს. დაეყრდნოს დიპლომატიას, დაიცვას თანასწორუფლებიანობის პრინციპი. მისი მთავარი ძალა უნდა იყოს ოპტიმიზმი, კეთილშობილება, ცოდნის ბაზა. ეს მისი წარმატების მომტანი ფაქტორები და კოსმიურ-კარმული მისიაა. სასიყვარულო პარტნიორებიდან კი მისაღებია სასწორი, მშვილდოსანი, ტყუპები, მერწყული. პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი – პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური სფერო, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფის ხელოვნება, სადალაქო სფერო, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, მანქანების დიზაინი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სპორტის ფართო სპექტრი, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმიანობა, ფსიქოთერაპია. უცხოეთი მისთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი წარმატების მომტანია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ყაზახეთი, შვეცია, ვიეტნამი, სინგაპური, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, იტალია, არგენტინა, ესპანეთის კატალონიის მხარე, ლატვია.