კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რა უნდა გაითვალისწინოთ ოჯახური ჰარმონიის შესანარჩუნებლად

ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინება უხილავი ენერგეტიკული სამყაროს ბრალია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გარშემო აკრავს. ბედნიერი ქორწინების საიდუმლო კი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, სწორედ ორი შეყვარებული ადამიანის ენერგიათა იმგვარი შერწყმაა, რომლის დროსაც წარმოიქმნება საერთო ენერგოველი, საერთო აურა და სწორედ ეს იცავს და აახლოებს წყვილებს ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, ოჯახიც მყარია და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობებიც – დალაგებული და მოწესრიგებული. ამიტომ, თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ საბედისწერო ქორწინება და დაოჯახების შემდგომი სავალალო შედეგები, გირჩევთ, სანამ უკვე შეყვარებული ფრენას დაიწყებთ, მანამდე დააკვირდეთ, მომავალი პარტნიორის ენერგეტიკულ თავისებურებებს. აქვე გეტყვით, რომ ენერგეტიკული ველი არ იცვლება, ადამიანის ხასიათი კი დროთა განმავლობაში შესაძლოა, შეიცვალოს.
სხვათა შორის, ენერგეტიკული შეუთავსებლობა ცოლ-ქმარს შორის სექსუალურ კავშირზეც უარყოფითად აისახება. კერძოდ, სექსუალური გამოცდილება წყვილებს შორის თანდათან მოდის, მაგრამ საკუთარი ენერგეტიკული თავისებურებები ერთ დონეზე დგას, ანუ ის არ იცვლება. იმის გარკვევა, არის თუ არა მისაღები თქვენთვის თქვენი რჩეული, რთული არ არის. ყველაზე სახიფათო სიმპტომი ამ დროს ის გახლავთ, რომ მასთან ურთიერთობით კი არ უნდა იღლებოდეთ და იფიტებოდეთ, არამედ შვებას უნდა გრძნობდეთ და მშვიდდებოდეთ. ცოლქმრული ურთიერთობის დროს კი, გადაღლა იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ენერგეტიკულ დონეზე ერთმანეთს ვერ ეწყობით. ამ დროს, კონფლიქტური სიტუაციაც იქმნება და ხშირად ეს დაშორების მიზეზიც ხდება. ასევე, უნდა აღვნიშნოთ მეუღლეებს შორის გათვალვა. შეიძლება ცოლმა ქმარი, ან პირიქით, ქმარმა ცოლი გაუცნობიერებლად გათვალოს. ხშირად ოჯახის დანგრევის მერე, ადამიანი თავს შედარებით დაცულად და მშვიდად გრძნობს, თითქოს ყველაფერში უფრო მეტად უმართლებს. შესაძლოა, ოჯახური თანაცხოვრების დროს მისი წარუმატებლობის მიზეზი მეუღლის უბრალო გამოხედვაც ყოფილიყო.
თუ ოჯახის შექმნის დროს ელემენტარულ სიფრთხილეს და წინდახედულობას გამოიჩენთ, მაშინ, სამომავლოდ, უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან. ასევე, ალბათ, ბევრმა არ იცის ის, რომ ქორწინების პერიოდი, მომავალი ოჯახის ბედ-იღბალს და ურთიერთობებს განსაზღვრავს. მაგალითად:
თუ თქვენი ქორწილი ვერძის ზოდიაქოს პერიოდს ანუ მარტ-აპრილს დაემთხვა, ოჯახური ცხოვრება საკმაოდ დინამიკური, ხმაურიანი და ცვალებადი იქნება.
თუ კუროს მმართველობისას დაქორწინდით, ეს საუკეთესო ვარიანტია სტაბილური და თბილი ოჯახური კერის შესაქმნელად.
ტყუპების ზოდიაქო კი წყვილების ინტელექტუალურ კავშირზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, ამ პერიოდში დაქორწინებულებს გამუდმებული აზრთა გაცვლა-გამოცვლა და კინკლაობა ექნებათ.
კირჩხიბის ზოდიაქო თქვენი ქორწინების საუკეთესო მფარველია. ამიტომ, ამ პერიოდში თამამად იქორწინეთ, თქვენი ოჯახი ისეთი იქნება, როგორზეც ოცნებობდით.
თუ ლომის ზოდიაქოს გავლენისას ქმნით ოჯახს, თქვენი ოჯახის კარი მუდმივად ღია იქნება მეგობრების ხმაურიანი თავშეყრისთვის, თავად თქვენ კი, ყოველთვის საიმიჯო წყვილი იქნებით.
ქალწულის ზოდიაქოს გავლენისას დაქორწინებულებისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი მატერიალური კეთილდღეობა და სტაბილურობაა. თუმცა, შესაძლოა, წვრილმანებზე დავა ხშირი იყოს.
სასწორის პერიოდში შექმნილი ოჯახი ჰარმონიული და ურთიერთპატივისცემაზეა დაყრდნობილი.
მორიელის ზოდიაქოს გავლენისას დაქორწინებულებს ერთობლივი ცხოვრებისას მძაფრი ემოციები, დრამატული სიტუაციები და ხანმოკლე განშორებებიც კი გელით. თუმცა, თქვენი გრძნობები იმდენად ინტენსიური იქნება, რომ განშორება მას უფრო გაამყარებს და გააძლიერებს.
მშვილდოსნი მმართველობის პერიოდში ქორწინება საკმაოდ მრავალფეროვანი და ექტრემალური სიტუაციებით დატვირთული იქნება.
თხის რქის პერიოდში დაქორწინებული წყვილის მთავარი დევიზი საზოგადოების თვალში უზადო იმიჯია. ამ წყვილს ყოველთვის ექნება ამბიცია მეტზე, ვიდრე აქვთ. თანამდებობრივ წინსვლაშიც კი აქტიურად უწყობენ ერთმანეთს ხელს.
მერწყულის ზოდიაქოს გავლენის ქვეშ ქორწინება ოჯახის სიმყარეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა, რთული პერიოდების გადალახვის შემდეგ ცოლ-ქმარს შორის იდეალური პერიოდი დგება.
თევზების ზოდიაქოს პერიოდში შექმნილი ოჯახი კი, განსაკუთრებულად ემოციურია. ამ წყვილის მთავარი პრობლემა თანაცხოვრების პერიოდში ემოციების კონტროლია.скачать dle 11.3