კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 მიწაშერყეულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

„მიაქიმე, მოდი, სანახავადა“

​საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ისეთი ვნებათაღელვაა ამ ჩვენს სამშობლოში, რომ აქეთ – რუსეთის აგენტი თურქეთისას არ აიყვანს, იქით – ჩინეთის სომხეთისას (ფიგურალურად ვამბობ, თორემ აგენტი იმდენია, წესითა და რიგით, რამდენი ქვეყნის ინტერესიც იკვეთება ამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასეთი ქვეყანა კი არც თუ ცოტაა).
ამას ემატება ჩვენი ბუნებრივი ცხელსისხლიანობაც (სამხრეთის მზე სულ სხვაგვარად აჭერს, ამიტომაც გვიწოდებენ ცხელთავიანებს) და, შესაბამისად, ლამისაა, ერთ დიდი ფსიქიატრიულ კლინიკას ვემსგავსოთ, ოღონდ უექიმოდ მიგდებულს.
ამ თუ სხვა მიზეზით, გასულ კვირას საქართველოში 24 საათის განმავლობაში სეისმოლოგიურმა მოწყობილობებმა 5-ზე მეტი ბიძგი დააფიქსირეს – ყველაზე ძლიერი – 5.1 (რაჭაში), ყველაზე სუსტი კი – 2.8 მაგნიტუდის.
მიწის რყევას ნგრვა არ მოჰყოლია და მოსახლეობასაც დიდად არ უგრძნია (ან კი როგორ იგრძნობდა, როდესაც მიწის ზემოთ ისეთი რყევებია, მიწისქვეშა რას მოვა?!).
სეისმოლოგები გვარწმუნებენ, რომ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგის შემდეგ უფრო სუსტი ბიძგები ბუნებრივია (რომლებიც ზემონახსენებ ხუთს მოჰყვა) და არ დადარიანდეთო.
არც ვდარდობთ, რომც ვდარდობდეთ, ისიც ვიცით, რომ მიწა არაფერს გვკითხავს და როცა მოუნდება, მაშინ შეირყევა. ხოლო, რაკი ზემოდანაც არ ვაკლებთ რყევას, არც ისაა გამორიცხული, გვანიშნებდეს – ძალიანაც ნუ მამძიმებთო (მაშასადამე – ჭკუას მოუხმეთო?!).
скачать dle 11.3