№46 სენტრო ლაბი – ერთადერთი საგამოცდო და საკალიბრაციო ლაბორატორია საქართველოში
ლაბორატორიებსა და სამედიცინო ცენტრებში ლაბორატორიული კვლევები და სამედიცინო მომსახურება რომ გამართული, სრული სიზუსტისა და ევროსტანდარტების იყოს, მსოფლიო სტანდარტების კალიბრის ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს, მუდმივად მოწმდებოდეს და სამედიცინო აპარატურას შესაბამისი პროცედურები უტარდებოდეს. ზოგიერთ ადგილობრივ ლაბორატორიაში ჩაბარებული ანალიზების შედეგები ხანდახან მცდარიცაა და უცხოეთში გადამოწმების შედეგად სულ სხვა სურათს იძლევა. არადა, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში არსებობს ისეთი ქართული კომპანია, რომელიც ლაბორატორიული მომსახურების გამოცდა-ტესტირებას ახორციელებს და მას მსოფლიოში ბევრი ანალოგიც არ მოეძებნება.
მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიებს კანონი არ ავალდებულებს პრევენციული და მაკორექტირებელი შემოწმების გავლას, სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი, ვისთვისაც უმნიშვნელოვანესია ამ სერვისის აუცილებლობა, სწორედ „სენტრო ლაბის“ დახმარებით უზრუნველყოფს საჭირო მომსახურების მიღებას. აღსანიშნავია, რომ მანამდე ამ სერვისის მიღება მათთვის გაცილებით დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან უწევდათ შესაბამისი სფეროს ინჟინრების მოწვევა სხვადასხვა ქვეყნის აკრედიტებული ლაბორატორიებიდან.
დღეს „სენტრო ლაბის“ საგამოცდო ლაბორატორია ერთადერთია ამიერკავკასიაში. ლაბორატორია აკრედიტებულია ეროვნული სტანდარტის შესაბამისად და მომსახურებას უწევს როგორც კერძო სამედიცინო კლინიკებსა
თუ ლაბორატორიებს, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიებს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: სამედიცინო აპარატურის ტესტირება-გამოცდა, სამედიცინო აპარატურის კალიბრაცია, სამედიცინო აპარატურის სერვისი, შენობების, ოფისების, ლაბორატორიების სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოები, კონდიცირება-გათბობის, წყლის, კანალიზაციის, ელექტროობის, გენერატორების, სახანძრო და დაცვითი სისტემების ტექნიკური უზრუნველყოფა.
საგამოცდო ლაბორატორია აკრედიტებულია SST ISO IEC 17025: 2010-ის ეროვნული სტანდარტის შესაბამისად, ახორციელებს ბიოუსაფრთხოების კაბინეტების, გამწოვი კარადების, ავტოკლავების, მიკროპლანშეტის გამრეცხებისა და მიკროპლანშეტის წამკითხველების გამოცდა-ტესტირებას.
საკალიბრაციო ლაბორატორია აკრედიტებულია ISO/IEC 17025 – 2009-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, არის ILAC-ის ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი (აკრედიტებული ლაბორატორიების საერთაშორისო ორგანიზაცია), ახორციელებს სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობის კალიბრაციას: არაავტომატური მოქმედების სასწორები (5 კგ-მდე); დგუშიანი პიპეტები (0.5-დან 10 000 მკლ-მდე). ლაბორატორიული ტახომეტრები – ცენტრიფუგები (1-დან - 15 000 ბრ/წუთში); pH მეტრები (0-10 ერთეულამდე); მაცივრები, კლიმატური კარადები, თერმოსტატები.
მომსახურების სერვისი მოიცავს შემდეგი ტიპის საქმიანობას: პროფილაქტიკური შემოწმება, დიაგნოსტიკა, სერვისი მწარმოებლის მოთხოვნების შესაბამისად. პრევენციული დამაკორექტირებელი მომსახურება. ლაბორატორიული აღჭურვილობის სერვისის სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა. გეგმიური ტექნიკური მომსახურება, პერიოდულობის განსაზღვრა, შესაბამისი ინდიკატორებისა და საკონტროლო ხელსაწყოების გამოყენებით. დანადგარების მონტაჟი, დემონტაჟი. გარემო პირობების განსაზღვრა. აპარატურის სარეკომენდაციო შერჩევა, შესყიდვა და საგარანტიო მომსახურება.
ლაბორატორიების უზრუნველყოფა ძირითადი სახარჯი მასალებით, რეაქტივებითა და პერსონალური დაცვის საშუალებებით, ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბატონი ნოდარ ალთუნაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ეს მართლაც უნიკალური პროექტი და შესაძლებლობების მქონე კომპანიაა, რომლის ტექნიკური აღჭურვილობა ამერიკის სამთავრობო დახმარების პროგრამის ფარგლებში მიიღეს, ლაბორატორიული დანადგარების სიზუსტე, სრულყოფილი კონტროლი უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ლაბორატორიულ შედეგებზე. კომპანიის კვალიფიციური ინჟინრები, ევროპული წარმოების აპარატურა ყველა პირობას ქმნის, სამუშაო ხარისხის დაცვის სრული კონტროლით შესრულდეს, რაც პირდაპირ აისახება ზუსტ ლაბორატორიულ შედეგებსა და პერსონალის უსაფრთხო სამუშაო გარემოზე.