კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ ეძებს ირაკლი კაკაბაძე ორშვილიან და უქმრო ქალს და რა ურჩია მას გიორგი მარგველაშვილმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ირაკლი კაკაბაძე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წლევანდელი, საკმაოდ სკანდალური სეზონის ერთ-ერთი მონაწილეა, რომლისთვისაც ეს პროექტი ძალიან საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა.
ირაკლი, რა ხდება „ცეკვავენ ვარსკვლავებში“? გასულ ორშაბათს გადაცემა ეთერში არ გასულა. არაერთმა ადამიანმა დატოვა პროექტი და ზოგადად, წლევანდელი სეზონი სკანდალებთან ასოცირდება.
ირაკლი კაკაბაძე: სკანდალი არა, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა იყო. ლალი მოროშკინა წავიდა პროექტიდან თავის კარგად დასაბუთებული მიზეზით. გარკვეული ცვლილებები მოხდა, მაგრამ ძალიან დეტალებში შესვლა არ მინდა. იყო საუბრები მენეჯმენტსა და მოცეკვავეებს, მენეჯმენტსა და ქორეოგრაფებს, ვარსკვლავებს შორის და საბოლოო ჯამში, ყველაფერი დალაგდა. ვიღაცები წავიდნენ, ვიღაცები დარჩნენ.
– თქვენც გამოგეცვალათ მეწყვილე, რა იყო ამის მიზეზი?
– ელენე ძალიან დაკავებულია და უამრავი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი აქვს. იყო სხვა პროცესებიც, რომლის შედეგადაც ეს კონკურსი დატოვა ჰიპ-ჰოპის ყველა არაჩვეულებრივმა სპეციალისტმა. მე ყველა მათგანის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ორივე პარტნიორით ძალიან კმაყოფილი ვარ. მაგრამ თვითონ ვარ საშინელი, როგორ შეიძლება, მე კარგი მეწყვილე ვიყო?! ცეკვა საერთოდ არ ვიცი, მონდომება კი მაქვს, მაგრამ ეს რას გიშველის, თუ ღმერთმა ნიჭი არ მოგაყოლა? როცა ფეხები არ მოძრაობს, რა უნდა ქნა?! ირაკლი აბაშიძის ცნობილი გამოთქმა გაგიგონიათ? – „დინამო“ აგებს ხუთით ნულს და სტადიონზე გულშემატკივარი ყვირის „დინამოო“, „დინამო“. მაშინ უკვე ასაკოვანი იყო ირაკლი და გაიკვირვა: რას ყვირის ეს ხალხი, ხუთით ნულს აგებენ და რა აზრი აქვს, ახლა რომ ადგეს ჩემი ცოლი ღამე და დაიწყოს ყვირილი: „ირაკლი, ირაკლი“, შევძლებ რამეს თუ რაო? ასეა ჩემი ფეხების საქმეც, არ მოძრაობს და რა ვქნა?! (იცინის)
– ისე, რამდენად დამჯერი და მორჩილი ხართ მეწყვილესთან?
– მე რომ მორჩილი ვიყო, მონასტერში ვიქნებოდი (იცინის). ამდენი ძალა არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ქორეოგრაფების ყველა მითითება შევასრულო. თუმცა, ძალიან რთულია, მე მაინც სხვა ტიპის ადამიანი ვარ. არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ და ადამიანები, რომლებიც ქმნიან. მგონი, მე მეორეს მივეკუთვნები. ბევრ რამეს ვერ ვიმახსოვრებ, მათ შორის, საკუთარ ლექსებსაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე ახალი ლექსი უნდა გამოვიგონო და ყოველდღე ახლებურად გადავაკეთო. რამდენად კარგია ეს ყველაფერი ცეკვის, განსაკუთრებით კი ტანგოსთვის, არ ვიცი. მასში ცვლილებების შეტანა არ შეიძლება. მე კი ცეკვისას ვცადე, რაღაცები მელაპარაკა, მაგრამ შენიშვნა მომცეს, ბევრს ლაპარაკობ და არ შეიძლებაო. ყველა მთავრობა მეუბნებოდა, პირი დაკეტეო, მაგრამ ვერ გამაჩუმეს და აქაც ეს მითხრეს,  დახურე პირიო.
– ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გონდაკარგული გიპოვეს ქუჩაში, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– მეგობართან მივიჩქაროდი, ფეხი დამიცდა და წავიქეცი. მენისკი დავარტყი ტროტუარს და გული წამივიდა. მერე მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, ნიშადური მომიტანეს, ზურგზე მირტყეს და გამომაფხიზლეს. ერთი დღე ალადაშვილში გავატარე და ერთადერთი, ფეხის ტკივილი დამრჩა, რაც ცეკვაში ცოტა მიშლის ხელს, მაგრამ შედარებით უკეთ ვარ.
– ადრე წერდით იშვიათი დაავადების შესახებ, რომელიც გაწუხებთ.
– ძილის აპნოე არ არის იშვიათი დაავადება, მაგრამ ჩვენთან არაა რეკლამირებული. ეს არის მდგომარეობა, როცა ძილში ადამიანი რამდენიმე წუთით წყვეტს სუნთქვას. გიორგი მარგველაშვილმა მირჩია, რომ არსებობს სპეციალური ბალონები, მე ეგ მიკეთია და მიშველაო. ამ დაავადებით ბევრი ინფარქტი, ინსულტი ვითარდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. იწვევს როგორც გულის, ისე ტვინის იშემიას. ვაპირებ, სერიოზულად ვიმკურნალო, მაგრამ ჯერ ფემინისტების პროექტიდან უნდა გავთავისუფლდე, რომელიც ალბათ, კიდევ სამ კვირას გასტანს. ახლა ვმუშაობთ ფემინისტური ინტერნაციონალის დიდ მარშზე, ბომბეიდან ლონდონამდე. ოღონდ გვირაბს არ თხრიან, მიწის ზემოთ მიდიან. ჩვენ საქართველოსა და სომხეთში ვუთხრით კალაპოტს. გვინდა, დამკვიდრდეს ფემინისტური აზროვნება, რომ ქალების ხელში გადავიდეს ძალაუფლება და კაცები აღარ იყვნენ მსოფლიოს მმართველები.
– როგორც წესი, ეს ქალებს უნდათ ხოლმე და კაცებმა რატომ მოინდომეს ძალაუფლების ქალის ხელში გადასვლა?
– ჩვენც შევუერთდით ქალებს. იმიტომ, რომ კაცებმა სახლში ჭურჭლის რეცხვა უნდა დავიწყოთ. მსოფლიო უფრო ჰუმანური გახდება, თუ ქალები გახდებიან მმართველები, კაცები „კუხნაში“ დაიდებენ ადგილს და ფეხბურთს უყურებენ. არადა პირველი ფემინისტები, რომლებიც კუნძულ ლესბოსზე ცხოვრობდნენ, წარმოშობით ქართველები იყვნენ. კოლხეთის სამეფოში მედეას იმხელა როლი რატომ ჰქონდა? ეს ხომ ისტორიული ფაქტია, რომელიც მერე მითოსში გადაიზარდა. ეს ყველაფერი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1300 წელს ხდებოდა. მედეა და კოლხეთი ფემინისტური აზროვნების ერთ-ერთი აკვანი იყო.
– თქვენს პირად ცხოვრებაზე სულ რაღაც ამბები ვრცელდება ხოლმე, არაერთხელ დაგაქორწინეს, რა ხდება რეალურად?
– ახმეტელის თეატრში ვდგამთ ხოლმე ჩემს დაქორწინებებსა და განქორწინებებს. ირაკლი გოგიამ დაახლოებით თორმეტი სპექტაკლი დადგა ჩემი დაქორწინება-განქორწინების შესახებ.
– ერთხელ წერდით, დავიღალე მარტოობით, უნდა დავქორწინდეო და სასურველი ქალის კრიტერიუმებიც ჩამოთვალეთ.
– ესეც ერთ-ერთი სპექტაკლიდან იყო და მინდა დავდგათ. „სამანიშვილის დედანაცვალი“ ხომ გახსოვთ? მე ვარ ბეკინა სამანიშვილი. ის ორნაქმარევ და უშვილო ქალს ეძებდა, მაგრამ თანამედროვეობაში შეიცვალა სიტუაცია, დღევანდელი ბეკინა რომ გამოვიდეს ასპარეზზე და ქალის ძიება დაიწყოს, ორნაქმარევი და უშვილოს ნაცვლად, მისი საპატარძლო, რომელზეც ის ოცნებობს და გიჟდება, ორნაშვილები და უქმრო ქალი იქნება, მაგრამ თეძოები მთლად გაფართოებული არ უნდა ჰქონდეს (იცინის).
– და თქვენ როგორს ეძებთ?
– მე ვეძებ სამუშაოს (იცინის).
– ქალს რაც შეეხება?
– ქალები ძალიან მიყვარს, ვგიჟდები ქალებზე. ლამაზ ქალებს რომ ვუყურებ, სულ გადარეული ვარ. ხან როგორ გამოვხატავ, ხან – როგორ. მოსახიბლად არსენალში ბევრი მიმიკა მაქვს, ხან მარტო მიმიკითაც არა, ზოგჯერ შეიძლება ლექსიც წავუკითხო, ხან პროზა.
– ოჯახის შექმნა?
– ახლა ორ ბავშვს ვზრდი და ეს ჩემთვის პრიორიტეტია. თუ ეს ქალთან ერთად ხდება, ძალიან კარგია და თუ, სამწუხაროდ, არ ხდება, ესეც საჭიროა. მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ვცდილობთ, კარგი მშობლები ვიყოთ. ცოლის მოყვანას რაც შეეხება, ამაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ, ყურადღება უფრო ბავშვნბზე მაქვს გადატანილი. შვილები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, იმედი მაქვს, ბევრს ისწავლიან. ერთი 15 წლისაა, მეორე – 11-ის. დღეს ძალიან დიდი პრობლემაა ტელეფონები და კომპიუტერები და მშობელს ამაზე ძალიან ბევრი დროის ხარჯვა მართებს.
– შვილები, ალბათ, პროექტში გგულშემატკივრობენ.
– ჩემმა შვილმა ამ შემოთავაზების შესახებ რომ გაიგო, მითხრა: რად გინდა, იქნებ უარი თქვაო. მე ვუთხარი, მეგობარს დავპირდი, ერთი-ორს ვცდი და მერე გამომაგდებენ-მეთქი. პირველად რომ ვიცეკვე, ძალიან გამაკრიტიკა და დავპირდი, რომ მეორეზე გავვარდებოდი. რომ არ გამაგდეს, ძალიან გამიკვირდა. მის რეაქციას ველოდი და აღმოჩნდა, გაუხარდა, მამამისი რომ არ გააგდეს. ამის მერე კიდევ ერთხელ დავპირდი, რომ გამაგდებდნენ და მაინც არ გამაგდეს. ახლა მეუბნება, გააგდებინე თავი, ჩემთან მოდი და ძაღლის მომვლელად აგიყვანო (იცინის).
скачать dle 11.3