კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა სასწაული გადახდა ნანა დაუშვილს პატრიარქთან შეხვედრისას და რა აკრძალვების გამო თქვა მან უარი გათხოვებაზე

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

„წლის საუკეთესო პოპულარული კომპოზიტორი“, „წარმატებული და საქმიანი ქალბატონი“ – ამ ტიტულების მფლობელი კომპოზიტორი ნანა დაუშვილია, რომელიც უამრავი წარმატებული სიმღერის ავტორი და არაერთი პოპულარული ქართველი მომღერლის პედაგოგია.
ნანა დაუშვილი: მუსიკალურ ოჯახში დავიბადე, ყველა მღეროდა. მეც, ერთი წლისაც არ ვიყავი, როცა ავმღერდი. ლაპარაკზე ადრე სიმღერა დავიწყე და სხვადასხვა მელოდიას ზუსტად ვმღეროდი. ერთხელ, თურმე, ფორტეპიანოს მივუახლოვდი და ცალი თითით რევაზ ლაღიძის „თბილისო“ დავუკარი. შემდეგ შემიყვანეს მუსიკალურ სკოლაში, მოგვიანებით, ჩავირიცხე მუსიკალურ სასწავლებელში თეორიულ, საკომპოზიციო ფაკულტეტზე, შემდეგ – ხელოვნების ფაკულტეტსა და საფორტეპიანო განყოფილებაზე. ჯერ კიდევ 16 წლის გოგონა ვიდექი ფილარმონიის სცენაზე. ბატონებმა დორიან კიტიამ და ალექსანდრე ბასიალაიამ, ძალიან პატარა ასაკში დამაკისრეს საპასუხისმგებლო მოვალეობა – დაარსდა ახალგაზრდა მომღერლების კონკურსი, სადაც შესარჩევ ეტაპს მე ვხელმძღვანელობდი. ჩემი სიმღერები პოპულარული გახდა. ისინი შეასრულეს მომღერლებმა: თემურ წიკლაურმა, ბესიკ კალანდაძემ, მოგვიანებით – თემურ თათარაშვილმა, მაია ჯაბუამ, შემდეგ, მერაბ სეფაშვილმა, მარიკა ქაცარავამ... ახლა უკვე მღერიან: ნოდიკო ტატიშვილი, მაკა ზამბახიძე, ნინი შერმადინი, თიკო მოსემღდვლიშვილი. ტრიოში სიმღერის პარალელურად, ვწერდი ნაწაროებებს და დავდიოდი საგასტროლო ტურნეებში. შემდეგ პედაგოგიურმა მოღვაწეობამ გამიტაცა. ძალიან მინდოდა, მასწავლებელი ვყოფილიყავი. ვგრძნობდი, რომ ეს მისია დამეკისრა. იმ დროს რობერტ ბარძიმაშვილმა დააარსა სტუდია „ლახტი“ და პედაგოგად მიმიწვია. მოკლედ, 18 წლის ასაკში, თან ვსწავლობდი, თან ვასწავლიდი. მქონდა  გასვლითი კონცერტები რეგიონსა თუ უცხოეთში. პარალელურ რეჟიმში, უამრავ საქმეს ვასწრებდი.
– ხელოვანები ძალიან ხშირად აღნიშნავენ  ხელისუფლების ცვლილების პირობებში სხვადასხვაგვარ გარემოზე. თქვენს შემთხვევაში, როგორ იყო და არის ახლა?
– პოლიტიკურ თემებში არ ვარ ჩართული, მაგრამ ჩემთვის რაღაცები მიუღებელია. მყავდა მოსწავლე, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ექსპრეზიდენტ მიშა სააკაშვილის პერიოდში. პირადად მე, მიშა ჩემი სიმღერით გავიცანი. უფრო სწორად, თვითონ გამეცნო. სამეგრელოში ხობის ფესტივალი ტარდებოდა ხოლმე, რომლისთვისაც დავწერე თემატური სიმღერა: „მაფშალია“. მიშა ესწრებოდა ფესტივალს და როცა ეს სიმღერა მოისმინა, მოეწონა და გასაცნობად მოვიდა. მითხრა, ძალიან მომეწონა და მინდა, ამ სიმღერაზე კლიპი გავაკეთოო. რა იყო ამაში ცუდი, მაგრამ ცოტა არაბუნებრივად მომეჩვენა, თავად რომ გამოიჩინა ინიციატივა. თუმცა, ფაქტია, რომ უშუალო იყო და ამ სიმღერაზე მართლა გაკეთდა საოცარი კლიპი, რომელსაც დღეს მთელი საქართველო მღერის. მისი შემსრულებელი – ფიქრია მამფორია ჩემი მოწაფე გახლდათ. მერე ეს გოგონა ყველაფერში ჩართეს. არც მილიონერი იყო და მსგავსი არაფერი, მოსკოვიდან ჩამოვიდა.
– რაც შეეხება „დაბლოკილი ხელოვანების“ თემას...
– ჩემი სიმღერა ყველა კონცერტზე ჟღერდა ყველა მთავრობის დროს. ახლა უარყოფითს ვერავიზე ვიტყვი, რადგან საკმაოდ კარგი და ობიექტური ხალხი მოვიდა. უბრალოდ, ისე სწრაფად შეიცვალნენ თანამდებობის პირები, ვერ ასწრებდნენ გადახედვას და შეიძლება, ვიღაც, მათ შორის – მეც, გამოვრჩით. მაგრამ, ბუნებით პესიმისტი არ ვარ და ამაზე ტირილს არ ვაპირებ. მყავს მოსწავლეები. სიმართლე რომ გითხრათ, ამდენი ძეგლისა და ვარსკვლავის გახსნით, ვფიქრობ, რაღაცებმა ფასი დაკარგა. ღმერთმა ბევრი ვარსკვლავი მოგვცეს, მაგრამ ყველასთვის ამ სტატუსის მინიჭება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი მგონია.
– პროფესიულის გარდა, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
– ვერაფრით გაგახარებთ, რადგან ოჯახი არ შემიქმნია. ასე გამოვიდა. ალბათ, მისიონერობა იყო ჩემი ვალი, რასაც დღემდე ერთგულად ვასრულებ. თუმცა, მყავს არაჩვეულებრივი დისშვილები, დისშვილიშვილები და ვხედავ, რომ ისინი ჩემს გზას აგრძელებენ. ჩემს ცხოვრებაში იყო გარკვეული ურთიერთობები, მაგრამ ისეთი არა, რომელზეც ძალიან მწყდება გული. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ბიჭი ტრიალებდა, მათ შორის, ბევრი თაყვანისმცემელიც და ამან ცოტა დამაბნია. ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ, არცერთისკენ არ გადავიხარე.
– არაერთი სახალისო ისტორია გექნებათ გასახსენებელი თაყვანისმცემლებთან დაკავშირებით.
– ერთი თაყვანისმცემლის მიპატიჟებას დავთანხმდი და საოცარ ამბავშიც ამოვყავი თავი. მივედი და ვხედავ: გამზადებულია უზარმაზარი სუფრა, რომელიც ხალხითაა სავსე. ეს ბიჭი უკვე „სადედამთილოს“, „სამამამთილოს“ მაცნობს. რაც მთავარია, ბეჭედიც მოტანილი აქვთ (იცინის). საოცარი ამბავი იყო. იმ ბიჭს თვითონ კი მოვწონდი, მაგრამ მე ისიც არ დამაცადა, რომ მომწონებოდა. ისე გავღიზიანდი მისი საქციელით, რომ საერთოდ აღარ მინდოდა მისკენ გახედვა. იმწუთას კი ვიცინე, მაგრამ შემდეგ ვუთხარი, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჩემ გარეშე არ გამოვიდოდა. მერე იყო ერთი ადამიანი, მაგრამ ძალიან ეჭვიანი აღმოჩნდა. იმას რომ გავყოლოდი, სახლში უნდა დავმჯდარიყავი. სტუმარი რომ მოვიდოდა, იმის უფლებაც არ მექნებოდა, დამეკრა ან მემღერა. მეუბნებოდა, ამით მაგნიტივით იზიდავ ხალხსო და ამის შიში ჰქონდა. არადა, რომ არა მისი ასეთი  ხასიათი, თითქოს გადაწყვეტილიც მქონდა. ერთად რომ გავივლიდით, ათასი ნაცნობი მხვდებოდა. თბილისელი გოგო ვიყავი და აბა, რა იქნებოდა. მსაყვედურობდა: ამას რატომ იცნობ, ხელზე რატომ გაკოცაო და ასე შემდეგ. არადა, თავიდან თითქოს არ ჩანდა ასეთი. სამწუხაროდ, სულ ასეთები მხვდებოდნენ და სიმართლე თუ გაინტერესებთ, მთავარი მიზეზი სწორედ მამაკაცების მესაკუთრეობაა (იცინის).  თავი სულ ახალგაზრდა მეგონა და ეს წლები ისე უცებ გაფრინდა, ვერც გავიგე. სულ მეგონა, რომ ჯერ კიდევ არ იყო გვიან. დღეს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ საკუთარი ოჯახი არ მაქვს.
– ვიგრძენი, რომ პედაგოგობა ჩემი მისია იყოო. განსაკუთრებული წინათგრძნობა ან ინტუიცია გაქვთ?
– ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს. ვანგა არ ვარ, მაგრამ გარკვეული წინათგრძნობები მაქვს. ზოგჯერ საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ მართალი ვიყავი. ძალიან ბევრი მეგობარი დამიქორწინებია და არაჩვეულებრივი ოჯახები შეუქმნიათ. ჩემთან დაკავშირებითაც ვხედავდი, რომ ის მამაკაცები ჩემთვის არ იყვნენ შექმნილები, ამიტომაც არ გადავდგი ეს ნაბიჯი. საქმესთან დაკავშირებითაც მაქვს ხოლმე წინათგრძნობა. ვგალობ და შეიძლება, ამ ყველაფერს არც უნდა ვამბობდე, მაგრამ სიმართლეა.
– სარწმუნოებასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა რელიგიის მიმართ. ბედნიერი ვარ, რომ ქართველებს ასეთი პატრიარქი გვყავს. უწმიდესმა თვითონ დაგვიბარა თავისთან მე, ნინი შერმადინი და გიორგი ჩიქოვანი საპატრიარქოში კონცერტის ჩასატარებლად. ეს თვითონ გვთხოვა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო და შემდეგ დაგვლოცა. მაშინ ნამდვილი სასწაული მოხდა: გაციებული ვიყავი და ხმა საერთოდ არ ამომდიოდა, მაგრამ, პატრიარქთან ისეთი ხმა ამოვუშვი, გაოცებულებმა შემომხედეს: ეს არის ხმის არქონაო?! გვთხოვდა, კიდევ იმღერეთ, კიდევ დაუკარითო – საოცრად გახარებული იყო. საოცარი უწმიდესი გვყავს და მისი არსებობით ჩვენზე ბედნიერი ერი მართლა არ არის.
скачать dle 11.3