კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა თათია დოლიძე და როგორი აღმოჩნდა ის დედის ამპლუაში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

თათია დოლიძე უკვე სამი თვის გოგონას დედაა. პატარა თაია დედასთან ერთად, ხშირად ესწრება კონფერენციებსა თუ სხვადასხვა საქმიან შეხვედრას. უკვე პრეზიდენტის სასახლესაც სტუმრობდა. როგორც თათია ამბობს, ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს და ასაკის მიუხედავად, გარემოს შესაბამისადაც იქცევა.
თათია დოლიძე: საოცრებაა ეს ყველაფერი – შენი ცხოვრება მთლიანად იცვლება და მისი მთავარი აზრი ეს პატარა ადამიანი ხდება. არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, ობიექტურად ვამბობ, ჭკვიანი ბავშვია. ძალიან აზრიანი და ჭკვიანური თვალები აქვს და ყველა ამას აღნიშნავს. ისეთი მზერა აქვს, თითქოს ცხოვრებაში უკვე ბევრი რამ აქვს ნანახი და ყველაფერს აკვირდება – აკვირვებს ხალხს. რამდენიმე დღით ბორჯომში მყავდა კონფერენციაზე, იქ პიანისტი უკრავდა და ეს ისეთი ყურადღებით უსმენდა, ქალი გაგიჟდა, არ მინახავს, სამი თვის ბავშვი ასეთი ყურადღებით ისმენდეს მუსიკასო. მიჩვეულია, ჯერ კიდევ მუცელში იყო, ოპერაში რომ დამყავდა (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამი თვისაა, ვგრძნობ, რომ პიროვნებაა.
– დედა თათია როგორი აღმოჩნდა?
– ყველას ეგონა, რომ ზედმეტად გიჟი დედა ვიქნებოდი. მაგრამ სულაც არ აღმოვჩნდი იმ დედათა რიცხვში, ბავშვს რომ არავის აკარებენ. თავიდან ცოტა მეშინოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან პატარა იყო. 49 სანტიმეტრი დაიბადა და ხელში ძლივს ვიჭერდი, მაგრამ ეს მხოლოდ თავიდან.
– აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდით?
– პირველივე თვიდან – ვერა. თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, მშობიარობის შემდეგ ძალიან სუსტად ვიყავი. ბუნებრივად ვიმშობიარე, მაგრამ პირველი-ორი დღე ფეხზე ვერ ვდგებოდი. მშობიარობამ კარგად ჩაიარა, თუმცა მერე ძალიან სუსტად ვიყავი და ტკივილები მქონდა. ერთი თვე  ადგომა მიჭირდა, წნევა მივარდებოდა და ასე შემდეგ. ბევრად კარგი ორსულობა და მშობიარობა მქონდა, ვიდრე მშობიარობის შემდგომი პერიოდი. ბუნებრივია, იმ მდგომარეობაში სულ სახლში ვიყავი. თან, ბუნებრივ კვებაზე მყავს. თავიდან ნახევარ საათში ერთხელ ჭამდა და ფაქტობრივად, დღე და ღამე ძუძუზე იყო, ამიტომ სხვანაირად არც გამოვიდოდა. მერე, რაც შუალედები გაზარდა ორ და ახლა უკვე ორსაათ-ნახევრამდე, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი. ძირითად სამსახურში არ გავსულვარ, დეკრეტული შვებულება მაქვს, მაგრამ სამგან ვკითხულობ ლექციებს, აქტიურად ვესწრები კონფერენციებს და საკმაოდ დაკავებული ვარ.
– კონფერენციებსა თუ სხვა საქმიან შეხვედრებზე ძალიან ხშირად ერთად ხართ.
– სანამ პატარა იყო, მეც სახლში ვიყავი, მაგრამ რაც ჩემი წასვლა გახდა საჭირო, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავს და დატოვების საშუალებაც ყოველთვის არაა, თან დამყავს. ახლაც, სამდღიან სემინარზე რომ წავედი, ბუნებრივია, სახლში ვერ დავტოვებდი. თავიდანვე გეუბნებიან, რომ რამდენიმე დღე სახლში უნდა გყავდეს, მაგრამ მეხუთე-მეექვსე დღიდან უკვე რეკომენდებულია დილა-საღამოს ორ-ორი საათი ასეირნო. ამ ასაკისთვის კი, მთელი დღეც რომ გარეთ იყოს, ძალიან კარგია. ისიც რეკომენდებულია, რომ შენთან ერთად ატარო სტუმრად, სამყარო რომ უკეთ შეიმეცნოს.
– თაია უკვე პრეზიდენტის სასახლესაც ესტუმრა.
– პრეზიდენტის სასახლეში ორდღიანი კონფერენცია გვქონდა და თაიაც მყავდა წაყვანილი. სეირნობდა სასახლის ეზოში და შესვენებებზე გავდიოდი ხოლმე მასთან. ხალხი ძალიან უყვარს, ყველას უღიმის და ათვალიერებს. საკმაოდ წყნარია და სადაც საჭიროა, დიდი ადამიანივით იქცევა. პირველი ორი თვე იყო ძალიან რთული ბავშვი – სანამ გაზების და მუცლის პრობლემა აწუხებდა, მთელი ღამე ტიროდა და ოცი წუთით თუ მოვახერხებდი დაძინებას. მეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა, მაგრამ როგორც კი მუცლის პრობლემა მოგვარდა, აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში, ძალიან კარგი ხასიათის ბავშვი ყოფილა და ახლა ძალიან ჭკვიანურად იქცევა. სადმე რომ წაიყვანო, არ შეგაწუხებს. მარტო მაშინ წაიწუწუნებს, როცა ჭამა უწევს.
– მშობიარობაზე დედა ან მეუღლე დაისწარით?
– ჩემი შვილის მამა დაესწრო მშობიარობას.
– ვისი სურვილი იყო?
– მისი სურვილი იყო. დედა ისე ნერვიულობდა, შიგნით რომ ყოფილიყო, ჩემი დახმარების ნაცვლად, თვითონ იქნებოდა დასახმარებელი.
– სოციალურად აქტიური გოგოა უკვე თაია, არჩევნებზეც იყო და „ფეისბუქზეც“ არაერთი ფოტო ვნახე სათაურით – „თაია – პრეზიდენტად“. მომავალი პრეზიდენტი იზრდება?
– როდესაც პრეზიდენტის სასახლიდან დავდე თაიას ფოტოები, ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს ხუმრობა, ჩვენ თაიას ვაძლევთ ხმასო. აქედან წამოვიდა ახალი ხუმრობა „თაია – პრეზიდენტად“ და წინასაარჩევნოდ ჭკვიანურ აზრებს უზიარებდა ხოლმე თაია თავის მეგობრებს.
– რაც შეეხება თაიას მამას, განქორწინდით?
– დიახ, რაღაც მომენტში აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ღირებულებები და მსოფლმხედველობა გვქონდა, ცხოვრებისეულ პრიორიტეტებშიც ავცდით ერთმანეთს. ეს დაეტყო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასაც და როცა ეს გავაცნობიერეთ, ლოგიკურ დასასრულამდე მივედით.
– ეს ბავშვის დაბადებამდე მოხდა?
– კი, თუმცა, ოფიციალურად – მას შემდეგ. ეს ხომ პროცესია და ბუნებრივია, ერთ დღეში არ დასრულებულა. ახლა ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, ბოლო-ბოლო საერთო შვილი გვყავს. ბავშვს ჩვეულებრივად ნახულობს, თუ საჭიროა ერთადაც წაგვიყვანია ექიმთან. რამდენადაც შეიძლება, რაციონალური ურთიერთობა ჰქონდეთ დაშორებულ ცოლ-ქმარს, გვაქვს. არანაირი მტრული დამოკიდებულება არ არსებობს, თუმცა, ვმეგობრობთ-მეთქი, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ამის დიდ საჭიროებას ვერც ვხედავ, მაგრამ მასთანაც და მის ოჯახთანაც ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ბავშვს ჰყავს და ყოველთვის ეყოლება მამა და მამის მხრიდან – ოჯახიც. მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ. ჩემი აზრით, ოჯახის ხელოვნურად შენარჩუნება არასწორია. ეს მხოლოდ ორი ადამიანის თანაცხოვრება არაა, ჩემთვის ოჯახი სრული ჰარმონიაა. ბუნებრივია, რთულია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო და ამაში ყოველდღე ვრწმუნდები. ადამიანები სიმამაცის მაჩვენებლით განვსხვავდებით და ვთვლი, რომ მე საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებაც შემიძლია და თუ საჭიროა, მასზე პასუხისმგებლობის აღებაც.
– თუმცა, ბევრისთვის ბავშვი შემაჩერებელი ფაქტორი იქნებოდა.
– ჩემთვის – არა. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა, მაგრამ ბავშვის გამო თავის შეკავება, არ მესმის. თაიას ეყოლება დედაც და მამაც, სიყვარულს არცერთი მოაკლებს. როცა ბავშვი დიდია და ოჯახი ინგრევა, ეს მისთვის ფსიქოლოგიურ ტრავმას უკავშირდება, მაგრამ თაია ამ რეალობაში გაიზრდება. ორივე მხრიდან მოსიყვარულე ოჯახი ეყოლება და ბევრად უფრო თბილ გარემოში იქნება, ვიდრე ისეთ ოჯახში, სადაც სათანადო იდილია არ არის.
– პატარას ვის ამსგავსებენ?
– პირველი ორი თვე „კოპიო“ მამა იყო. ახლაც ძალიან ჰგავს, მაგრამ თავიდან ჩემსას საერთოდ ვერაფერს ვხედავდი მასში. ბოლო პერიოდში მეც დავინახე და ბევრისგანაც მესმის, რომ ძალიან დამემსგავსა. აქამდე ვამბობდი: მგონი, მე მონაწილეობა არაფერში მიმიღია-მეთქი (იცინის).
скачать dle 11.3