№45 რომელ ექიმს უნდა მიმართოთ მწვავე პროქტოლოგიური პრობლემებისას
პროქტოლოგიური პრობლემები ერთ-ერთ მწვავე საკითხად რჩება. პროქტოლოგიური დაავადების მიზეზებსა და განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებზე ექიმი-პროქტოლოგი ბექა კევლიშვილი გვესაუბრება. ის დღეს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროქტოლოგი ქირურგი გახლავთ. მასთან ინტერვიუს ჩაწერა ფორსმაჟორის ტემპში გვიწევს, რადგან ბატონი ბექას მორიგი პაციენტი ელოდება და მისთვის პროფესიული ღირსება პრიორიტეტულია.
განათლება: 1986 წელი. დაამთავრა თბილისის ¹1 ექსპერიმენტული სკოლა.
1986-1994 – სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება:
* 1994-1996 – რესპუბლიკური საავადმყოფო, პროქტოლოგიის დეპარტამენტი – ექიმი-პროქტოლოგი.
* 1996-1998 – შპს. „პროქტოლოგიის ცენტრი“ – დირექტორის მოადგილე რეფორმების დარგში.
* 1998-2005 – შპს „პროქტოლოგიის ცენტრი“ – ზოგადი ქირურუგი, ქირურგი-პროქტოლოგი.
* 2005-დან დღემდე – შპს თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი – საოპერაციო განყოფილების გამგე.
* 2009-დან დღემდე – შპს „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალი – ქირურგი-პროქტოლოგი, პროქტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი.
* 2012-2014 – შპს „მედიქლაბ ჯორჯია“ – ქირურგი-პროქტოლოგი.
* 2012-დან დღემდე – შპს „მედი“ – ქირურგი-პროქტოლოგი.
* 2013-2015 – შპს „მარტინდ. აბელოფის ლაბორატორია“, კიბოს კვლევის ცენტრი – ქირურგი–პროქტოლოგი, პროქტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი.
* 2015-დან დღემდე – „ნიუვიჟენ-საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი”. ქირურგი-პროქტოლოგი, პროქტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი.
* 2013-დან დღემდე – ააიპ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება” – - პროქტოლოგიური მიმართულების ექსპერტი.
2017-დან დღემდე – შპს „ბესთ მედიქალ გრუპი“ კლინიკა „ინიციო“ – პროქტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლინიკის დირექტორი
სერტიფიკატები:
* 2001 – სახელმწიფო სერტიფიკატი ¹ 008112 – ზოგადი ქირურგი;
* 2005 – სახელმწიფო სერტიფიკატი ¹ 033147 – პროქტოლოგი;
* 2003 – ფაქტებზე დამყარებული მედიცინის საფუძვლები. თბილისი, საქართველო;
* 2005 – თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი – უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი კურსები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. თბილისი, საქართველო;
* 2007 – ჰემოროიდული დაავადების მკურნალობა – ჰემოროიდოპექსია „ლონგოს“ მეთოდით (ტრენინგი). თბილისი, საქართველო;
* 2011 – ჰემოროიდული დაავადების HAL-RAR მეთოდით (ტრენინგი). მკურნალობის შემსწავლელი ტრენინგი. ავსტრია.
სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა:
* 2003 სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ქირურგთა XIV კონგრესი. თბილისი, საქართველო;
* 2005 – ევრო-აზიური ქვეყნების ქირურგთა და გასტროენტეროლოგთა VIII საერთაშორისო კონგრესი. თბილისი, საქართველო;
* 2015 – ჩინეთის VIII და ევროპის XIX ქირურგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი. პეკინი, ჩინეთი;
* 2018 – ევროპის კოლოპროქტოლოგთა ასოციაციის კონგრესი. საფრანგეთი, ნიცა.
– ბატონო ბექა, დღეს პროქტოლოგია აქტუალური პრობლემა გახდა ქართულ სინამდვილეში. რა განაპირობებს პროქტოლოგიური დაავადებების ზრდას და როგორ ხორციელდება ძირითადი პრევენცია მის წინააღმდეგ?
– საქართველოში მომართვიანობა ყოველთვის მაღალი იყო, ოღონდ ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, დაავადების შორს წასული ფორმების დროს. იმავე ჩემს ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობის დროს დავადგინე, რომ შორს წასული შემთხვევები იქ ნაკლებად გვხვდება. ეს განპირობებულია ადრეული პრევენციის არსებობით და დროული მიმართვიანობით. საქართველოში ექიმ-პროქტოლოგთან მხოლოდ მაშინ მიდის პაციენტი, როდესაც დაავადება მწვავე ფორმებს იძენს. ეს ნაკლებად განვითარებული და ღარიბი ქვეყნის ფაქტორითაა განპირობებული. თუმცა, ადრეული პრევენცია ახშობს გამწვავების რისკებსაც და საბოლოო ჯამში, პაციენტისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია, მათ შორის ფინანსურადაც.
– რა ტიპის ოპერაციებს ახორციელებთ და რა დაავადებების შემთხვევაში შეუძლიათ პაციენტებს, თქვენ მოგმართონ?
– მე, ძირითადად, ეგრეთ წოდებული, მცირე, შორისის პროქტოლოგიურ დაავადებებზე ვმუშაობ. ეს გახლავთ ანალური ფისტულა, ანალური პოლიპი, კონდილომები, წარმონაქმნები, ჰემოროიდული დაავადება და ასე შემდეგ რა დაავადებაც არ უნდა იყოს ანუსის არეში და პერეანალურ მიდამოში, ასევე^ კუდუსუნის არეში, ყველა მათგანის მკურნალობასა და ოპერირებას ვახორციელებთ.
– რა სიახლეებია შორისის პროქტოლოგიაში?
– სიახლე ბევრია, ძალიან დაიხვეწა მცირეინვაზიური მკურნალობისთვის განკუთვნილი აპარატურა, გაჩნდა მკურნალობის ახალი მეთოდიკა. მაგალითად, ფისტულების მკურნალობისას ბიოლოგიური საცობებისა და წებოების გამოყენება, ფისტულების ენდოსკოპიური და ლაზერული დამუშავება, ლაზერული ჰემოროიდექტომია, დეზარტერიზაციის მეთოდით და ლიფტინგით ბუასილის მკურნალობა, ბუასილის კვანძების ულტრაბგერითი დესტრუქცია. ამ მეთოდებიდან მრავალი უკვე დანერგილია, დანარჩენი უახლოეს მომავალში დაინერგება. თუმცა, აღნიშნული მეთოდები საკმაოდ ძვირად ღირებულია, ზოგი მათგანის ეფექტურობა 60%-ს არ აღემატება, მაგრამ მედიცინა ვითარდება და იმედია, მალე უკეთესი შედეგები იქნება, რადგან ეს მეთოდები, პრაქტიკულად, თითქმის მთლიანად აცილებს პაციენტს ოპერაციის შემდგომ ტკივილებს. მათი ეფექტურობა დიდია დაავადების საწყისი ფორმებისას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ფასისა და რადიკალიზმის გამო საქართველოში პაციენტთა უმრავლესობა უპირატესობას ტრადიციულ მეთოდებს ანიჭებს.
– ბატონო ბექა, რატომ გადაწყვიტეთ ექიმი-პროქტოლოგი ყოფილიყავით?
– დიდი ისტორიაა. სრულიად შემთხვევით შევდგი ფეხი და შემდეგ ისე მყარად მოვიკიდე და იმდენად შემიყვარდა ჩემი პროფესია, რომ დღეს სხვანაირად ვეღარც წარმომიდგენია. ბატონ გელა მუხაშავრიასთან მოვხვდი, სტუდენტი ვიყავი და უნდა ვაღიარო, რომ ეს ბატონი გელას დიდი დამსახურებაა. თავდაპირველად მუშაობაც ბატონ გელა მუხაშავრიასთან დავიწყე. ის საუკეთესო მასწავლებელია და საკუთარი სკოლა შექმნა. შემდეგ თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში ვმუშაობდი. ეტაპობრივად, ავსტრიასა და გერმანიაში ვიმაღლებდი კვალიფიკაციას და დღეს ჩემს ქვეყანას, ქართულ მედიცინას ვემსახურები. რომ არა საქმისადმი დიდი სიყვარული, ალბათ, დღეს ექიმებს მუშაობა ძალიან გაგვიჭირდებოდა. პაციენტის ინტერესები რომ უნდა დაიცვა, ეს ჰიპოკრატედან მოყოლებული დღემდე არ შეცვლილა. ექიმის მთავარი დანიშნულებაა უმკურნალოს პაციენტს და გულთან მიიტანოს მისი პრობლემები და რაც მთავარია, არ ავნოს. თქვენს მკითხველებს კი და ზოგადად, ყველას ვურჩევდი, რომ დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვების სწორი რაციონი და პრობლემის აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.