№45 ხაჭოსა და ბროკოლის 4-დღიანი დიეტა – ორგანიზმის გასაწმენდად და გასამაგრებლად
ხაჭოში დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტები და ფერმენტებია, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს. ასევე, მასში შემავალი კალციუმი ამაგრებს ძვლებს, ფრჩხილებს, კბილებს, თმა უფრო მოცულობითი ხდება. ბროკოლიც ძალიან სასარგებლოა. თუ ხაჭოს და ბროკოლის 4-დღიანი დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ბევრი წყლის, დაახლოებით, დღეში 2-3 ლიტრის, მიღება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ხაჭო საშუალო ცხიმიანობის უნდა იყოს, ზედმეტად ცხიმიანი ხელს შეუშლის კალორიების დახარჯვას. ზოგადად, დიეტის დროს, ხაჭოს მიღება დილით უკეთესია.
პირველი დღე
დღის განმავლობაში გადაანაწილეთ და მიირთვით 400 გრამი ხაჭო, მოხარშული ბროკოლი – რამდენიც გსურთ და მწვანე ჩაი.
მეორე დღე
300 გრამი ხაჭო ნიგოზთან ერთად, მოხარშული ბროკოლი და ახალგამოწურული ხილის წვენი.
მესამე დღე
200 გრამი ხაჭო 2 ჩაის კოვზი თაფლით, მოხარშული ბროკოლი, 3 ცალი კივი და 3 ცალი მანდარინი.
მეოთხე დღე
100 გრამი ხაჭო კენკროვან ხილთან ერთად, მოხარშული ბროკოლი, 3 ცალი კივი და 3 ცალი ფორთოხალი.