კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 იმკურნალეთ კივით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

კივის ნაყოფი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, კომპლექსურ ნახშირწყლებს, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, დიეტურ ბოჭკოებს, ფერმენტებსა და ორგანულ მჟავებს. ეს ხილი მდიდარია მრავალფეროვანი მინერალებით, მასში შედის: რკინის მარილი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნეზიუმი, ფოსფორი, გოგირდი, ბორი, იოდი, ფტორი, სპილენძი და სხვა. ის, ასევე, შეიცავს ვიტამინებს (A, B1, B2, B6,B9, PP), მაგრამ ყველაზე დიდი კონცენტრაციით აქვს C ვიტამინი (75 მილიგრამი ყოველ 100 გრამ პროდუქტში, რაც ორჯერ უფრო მეტია ვიდრე, სხვა დანარჩენ ციტრუსოვან მცენარეებში). კივი არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. ყოველდღიურად მისი მიღება კარგია ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის თავიდან ასაცილებლად და ეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. სპეციალისტების ვარაუდით, ერთ კილოგრამ კივს შეუძლია, ადამიანს ერთი თვით გაუხანგრძლივოს სიცოცხლე. დიეტოლოგებმა კი დაადგინეს, რომ კივის მირთმევისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინებს, ეგრეთ წოდებულ, ბედნიერების ჰორმონებს.
კივის სასარგებლო თვისებებები:
*  ხელს უწყობს ორგანიზმის სასიცოცხლო აქტივობას;
*  ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას ინფექციის წინააღმდეგ;
* ააქტიურებს ორგანიზმის დაცვის ფუნქციებს;
* აძლიერებს იმუნიტეტს;
* არეგულირებს მეტაბოლიზმს;
* ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ათეროსკლეროზის, თრომბოზის განვითარებას;
* ეხმარება ყაბზობისგან გათავისუფლებაში (საკმარისია ერთი კივის ჭამა დილით უზმოზე);
* ათავისუფლებს ორგანიზმს მარილის ნარჩენებისა და ნიტრატებისგან;
* ხსნის კუჭის სიმძიმეს, გულძმარვას, ბოყინს;
* ხელს უწყობს წონის დაკლებას;
* აჩქარებს უჯრედების აღდგენას; კივი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც საჭიროა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.
* აფერხებს გაჭაღარავებას და გამოყოფს ბუნებრივ კოლაგენს;
* კივის ნიღაბს სახის კანი მოყავს ტონუსში, ატენიანებს და ამცირებს ნაოჭებს.
კივი არის იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც ამცირებენ ონკოლოგიურ და კარდიოვასკულურ დაავადებების რისკს (მომატებული სისხლის წნევა, კორონარული უკმარისობა და ასე შემდეგ).
 ორიდან ხუთ წლამდე ბავშვმა სასურველია მიირთვას მხოლოდ მწიფე, ტკბილი კივი. თუ პატარა ალერგიული არ არის, შეგიძლიათ, უფრო ადრეულ ასაკშიც მისცეთ. ჯერ ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზი კივის წვენი გაასინჯეთ. თუ ალერგიული რეაქცია არ განვითარდა, შეგიძლიათ, ის სტაფილოსა და ვაშლის წვენში გააზავოთ და ისე დაალევინოთ. კივს პესტიციდებით ამუშავებენ, ამიტომ გაფცქვნამდე ნაყოფი კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლის ქვეშ. ძალიან სასარგებლოა კივისა და რომელიმე ტკბილი ხილის, მაგალითად, ბანანის, ვაშლის, მსხლის მუსი – დაჭერით, ერთმანეთში აურიეთ და დააბლენდერეთ.
სისხლში ქოლესტერინის დონის დასაწევად, ორგანიზმის ათეროსკლეროზის ბალთებისგან გასაწმენდად და თრომბის წარმოქმნის ალბათობის შესამცირებლად, მინიმუმ, 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღე უნდა ჭამოთ ორ-ორი ცალი კივი. დღეში 2-3 კივის მიღება აწესრიგებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს მდგომარეობას იშემიური დაავადების დროს, ხსნის დაღლილობასა და გაღიზიანებას. შეკრულობის დროს კივის რბილობს შეურიეთ თითო ჩაის კოვზი ტაფაზე გამშრალი ქატო და ხორბლის ღივი.
კივის გამოყენების უკუჩვენებები: კივის წვენი და ნაყოფი არა არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი და წყლული. ბევრი კივის ჭამამ კი,  შეიძლება, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. კივი არ არის რეკომენდებული მოწამვლისა და ფაღარათის დროს. მას აქვს კუჭის გამხსნელი ეფექტი, რომელმაც შეიძლება, მდგომარეობა გაამწვავოს.скачать dle 11.3