კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 მუცლის ბუყბუყის მიზეზები და მისგან თავის დაღწევის გზები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე



ბუყბუყებს მშიერი კუჭი, ძირითადად დილით, მაგრამ თუ არ ისაუზმეთ, შეიძლება, მუცელმა მთელი დღე იბუყბუყოს. ბუყბუყი ბევრმა ჭამამაც შეიძლება, გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელი დღე მშიერი ხართ და შემდეგ ერთბაშად ბევრ საკვებს მიიღებთ ან, თუ საკვები მსუყეა.
მუცლის ბუყბუყის მიზეზი ზოგჯერ ნერვიულობაა, მაგალითად, მუცელი შეიძლება „ახმაურდეს“ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების, გამოცდის ან პაემნის წინ.
მუცელი ბუყბუყს იწყებს გარკვეული პროდუქტის – გაზიანი წყლების ან ალკოჰოლის მიღების შემდეგაც.
მუცლის ყურყური შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის დაავადების სიმპტომი, მაგალითად, ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, ენტერიტის, კოლიტისა და სხვა.
ორსულობის დროს კი მუცლის ყურყურს იწვევს სისხლში პროგესტერონის მაღალი დონე, რაც ადუნებს გლუვ მუსკულატურას, მათ შორის, ნაწლავებს. მუცლის ყურყურის შესამცირებლად ან მისგან თავის დასაღწევად აუცილებელია:
1. სწორი კვება: საკვები გულდასმით უნდა ღეჭოთ, თან, აუცილებლად მოკუმული პირით, რომ შემთხვევით ჰაერი არ გადაგეყლაპოთ და კუჭსა და ნაწლავებში აირები არ დაგროვდეს;
2. გახსოვდეთ, რომ პარკოსნები, კომბოსტო, ახალი ბოსტნეული და ხილი, რძის პროდუქტები, ახალგამომცხვარი ნამცხვარი მუცლის ბუყბუყს იწვევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ თავი შეიკავეთ ამ პროდუქტებისგან ან შეამცირეთ მაინც მათი რაოდენობა. ყურადღება უნდა მიაქციოთ კერძის მომზადებასაც. მაგალითად, პარკოსნებისგან გამოწვეული მუცლის ბუყბუყის ასარიდებლად ან შესამცირებლად კერძის მომზადების წინ პარკოსნები რამდენიმე საათით დაალბეთ ძმარდამატებულ წყალში. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს აირწარმომქმნელი აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციას;
3. გარკვეული პერიოდით შეწყვიტეთ შაქრის შემცვლელების მოხმარება. ამ ნივთიერებებს პრაქტიკულად ყველაფერი შეიცავს: საღეჭი რეზინები, ტკბილეული, გაზიანი წყლები, სოუსები და სხვა. ასეთი შეზღუდვა მუცლის ბუყბუყის დაძლევაში შეიძლება, დაგეხმაროთ;
4. ნებისმიერი გაზიანი სასმელი (ლუდი, ტკბილი სასმელები და სხვა) ძლიერ ბერავს ნაწლავებს და აირებს წარმოქმნის. შესაბამისად, თუ მუცლის ყურყური გაწუხებთ, ნუ დალევთ გაზიან სასმელებს;
5. აირების წარმოქმნაზე ძლიერად მოქმედებს კოფეინიც, რომლის ძირითადი (მაგრამ არა ერთადერთი) წყარო ყავაა. თუ ეს ნივთიერება მართლაც გიძლიერებთ გაზების წარმოქმნას, მაშინ მენიუდან არა მარტო ყავა, ჩაი და შოკოლადიც ამოიღეთ;
6. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, რაც აფერხებს გაზების დაგროვებას და მათი ბუნებრივი გზებით დროულ გამოდევნას ეხმარება.
ნაწლავების მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლიათ ენტეროსორბენტებს (პოლიფეპანი, გააქტიურებული ნახშირი, ენტეროსგელი).
თუ მუცლის ბუყბუყი ძალიან გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს, ის გამოავლენს მიზეზს და დანიშნავს ადეკვატურ მკურნალობას.скачать dle 11.3