კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ შეიტანეს ევროპაში ცივილიზაცია იბერიულმა ტომებმა და რით დასტურდება ქართული გავლენები ინგლისზე, ესპანეთსა და საფრანგეთზე

ნინო კანდელაკი მარიამ შუბლაძე

მკვლევარი კახაბერ ჭიღლაძე მრავალი წელია, რაც იბერიულ-კავკასიური ტომების განსახლების საკითხებზე მუშაობს. იგი ათი წელი ბასკეთში, ორი კი კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდა. უამრავი ინფორმაცია მოიძია და შეკრიბა იბერიელების მნიშვნელობაზე მსოფლიო მასშტაბით, რაც მეცნიერულად დადასტურებული და დასაბუთებულია.
კახაბერ ჭიღლაძე: ევროპაში მოგზაურობისას, კერძოდ, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში, ყურადღებას იპყრობს ისეთი დასახელებები და ტოპონიმები, რომლებიც მათი ენისათვის არაა დამახასიათებელი და, თუ ჩავეძიებით, ისტორიული წყაროებიდან გავიგებთ, რომ ისინი, ვისაც ამ ტერიტორიებზე კულტურა და ცივილიზაცია შეუტანია, იბერიული ტომები ყოფილან. ცხადია, ისეთ ადამიანს, რომელიც იბერიელად იწოდება (ქართველს) მეტის გაგების სურვილი უჩნდება და მეც დავიწყე ამ კულტურის სიღრმისეული შესწავლა. მრავალი წლის კვლევა-ძიების შემდეგ უამრავი საინტერესო და საკვირველი ფაქტი გამოვლინდა. იბერიულმა ტომებმა მსოფლიოს ხალხებს არა მარტო აგრონომია, მელიორაცია, ცხოველების მოშინაურება, წერა-კითხვა, მუსიკა, ცეკვა, რიტუალები, ვარსკვლავთმრიცხველობა, გეომეტრია, დროის კალენდრული აღრიცხვა ასწავლეს, არამედ მათ დაგვიტოვეს ცოდნა ადამიანის შექმნაზე, მის სულიერ არსზე და სამყაროს სტრუქტურაზე. მთელი ინფორმაცია ჩადებულია დნმ-ში, ეს გენეტიკური მეხსიერება მოათავსეს საკრალურ ნიშნებში და მათი ერთობლიობით შედგენილი ანბანი გადმოგვცეს ჩვენ.
– ეგრეთ წოდებული, მესამე იბერიის შესახებ გკითხავთ, რის საფუძველზე ადასტურებთ მის არსებობას?
– უდიდესი მასალა არსებობს ბრიტანეთის იბერიაზე. ამ რუკაზე ირლანდიის კუნძულს ჰიბერნია ეწოდება და ვიკიპედიაშიც მოცემულია, რომ ეს არის ივერნიის ლათინიზებული სახელი. კუნძულზე რომ იბერები ცხოვრობდნენ, არაერთი ფაქტი მოწმობს. ბრიტანეთის ისტორიაში დაფიქსირებულია, რომ ამ კუნძულებზე ჩვენს წელთაღიცხვამდე 3 000-2 400 წლებში იბერიული ტომები დომინირებდნენ. ამ ტერიტორიებზე მათ შეიტანეს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და ზოგადად, ცივილიზაცია. ეს ბრიტანელების მიერაა დაწერილი და მათი ისტორიაა. საქართველოში დღემდე არ არის ამ საკითხზე დიდი ინტერესი. „როდესაც ბასკეთში ჩავედი, საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერი, ბასკი ქართველოლოგი, ბილბაოს უნივერსიტეტის პროფესორი, ბასკური ენის აკადემიის აკადემიკოსი  – შავიერ კინტანა გავიცანი. მან „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნა. ძალიან კარგად იცის ჩვენი კულტურა და მითხრა, გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობდნენ ქართველი მეცნიერები და შემდეგ კავშირი გაწყვიტესო. როგორც ჩანს, ზევიდან იყო ბრძანება, სამუშაო შეწყვეტილიყო, რადგან ბევრი რამ არ გამოევლინათ მეცნიერებს. პირიქითაც კი მოხდა: მეცნიერებს იმ მიმართულებით ამუშავებდნენ, თითქოს კავკასიისა და დასავლეთის იბერები სხვადასხვაა. არადა, გენეტიკური კვლევებითაც კი დასტურდება, რომ წარმომავლობა ერთი და იგივეა. არ ვიცი, რატომ არ ექცევა ყურადღება იტალიის  ლიგურიას. სანამ  რომაელები ასპარეზზე გამოვიდოდნენ, იქ მოღვაწეობდნენ ეტრუსკები, ანუ იბერიული ტომი. მათ სახელმწიფოს ლიგურია ერქვა და დედაქალაქი იყო სამდუქანი. იქვე მდებარეობდა, სადაც დღეს რომია და მთლიანად იბერიული ცივილიზაცია იყო გავრცელებული.
ასევე აღსანიშნავია ბრიტანული ტომი corieltauvi – ქორიელთავი და მათი მეფე cartivelios – ქართველიოსი, ამ ტომს ეკავა კუნძულის ცენტრალური ნაწილი. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ლეგენდარული მეფე არტური ცნობილია ასევე ლეგენდარული ხმლით – Excalibur-ით, ანუ ხალიბური. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე იბერიული ტომები დომინირებდნენ. ხალიბური ხმლის შემქმნელები, რა თქმა უნდა, იქნებოდნენ ხალიბები. უძველესი ქართული ტომელები, რომლებიც განთქმული იყვნენ მჭედლობით, ბერძნები ფოლადს დღესაც ხალიბდიკოსს ეძახიან. ბერძნულში ფოლადის აღმნიშვნელი ეს სახელი დამკვიდრდა.
– გამოდის, სახელგანთქმული არტურის ხმალი ქართველური ტომების შექმნილია?
– მათი ტომის სახელიდან გამომდინარე. არა მარტო ისინი, გერმანელები, პოლონელები და სხვები ფოლადს ეძახიან „მოსინიგ“, ,,მოსინგერ“ და ასე შემდეგ. „ქართული ტომის მუსკები“ – „მოსინიკების“ გამო, რადგან მათ და ხალიბებმა ასწავლეს მსოფლიოს რკინის მოპოვებისა და დამუშავების ხერხი და ამიტომაც ევროპაში რკინასა და ფოლადს მათი ტომების სახელები დაერქვა.
– ბასკეთში ყოფნის დროს რა აღმოაჩინეთ, რაც ქართულ გავლენას ადასტურებს?
– უამრავი რამ, საერთო სიტყვები, ცხოველთა სახელები: ქართულად – გოჭი, მოფერებით გოჭუნია და ესპანურად – გოჭინიო, ქართულად შოშია, ბასკურად – შოშუა, ქართულად – ბუ,  ესპანურად – ბუო,  ქართულად – ბატი, ესპანურად – პატო, ქართულად – ღორი, ბერძნულად – ღორუნი, ქართულად – კატა, ბასკურად – კატა, ლათინურად – ღატა, გატა, ქეთ. ქართულად – ძაღლი, იგივე, ჯოღორი (მეგრულად) და ბასკურად ჩაკური, ასევე, ჩიგარუ – ძველ ეგვიპტურად და ჯუკარუ – კორსიკაზე. ცხენის სახელიც მთელს ევროპაში იბერიულიდანაა გავრცელებული: ლაჩუალ, ასპა, ქური, ჰონი... და ასე შემდეგ. შავიერ კინტანამ მითხრა: „რა თქმა უნდა, თქვენი სახელები ბევრ რამეს ერქმევა, რადგან იბერიელები ჩამოხვედით აქ  და ადგილობრივ ტომებს ცოდნა გაუზიარეთო. ამას იქაური მეცნიერები ამბობენ და ქართველმა მეცნიერებმა რატომ შეწყვიტეს მუშაობა, სრულიად გაურკვეველია. უმთავრესი კი ის არის, რომ გრამატიკაც მსგავსი გვაქვს. უდიდესმა გერმანელმა მეცნიერმა, ჰუმბოლტმა, კვლევა ჩაატარა ამის თაობაზე და მისი ნაშრომი გამოქვეყნებულია. ასევეა თვლის სისტემაც, ჩვენ და ბასკებს ოცობითი სისტემა გვაქვს, სხვებს კი – ათობითი. სამწუხაროდ, დღეს არც ამას ექცევა ყურადღება. რაც შეეხება ჰიბერნიას – მათი ენა დაკარგულია, ლათინიზირებულია, კვალი არსებობს და ერთ-ერთი ვაინახი მეცნიერი, რომელიც შოტლანდიაში ჩავიდა და იქაურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, გაკვირვებით აღნიშნავდა, რომ კავკასიურ და შოტლანდიურ ენებს შორის საოცარი მსგავსებაა. მისი ნაშრომი  „კავკასიის ალბანებიდან შოტლანდიელ ალბანახებამდე“ ამის ნათელი მაგალითია. იბერიული ტომები მარტო ირლანდიის კუნძულზე არ ყოფილან, მთელ ბრიტანეთში იყვნენ. იქ, სადაც ახლა სტოუნჰენჯია ის იბერიელი ქურუმების მიერ გაკეთებული მეგალითებია. მსგავსი მეგალითებია საფრანგეთშიც, ესპანეთშიც, კორსიკაზეც, საქართველოშიც... ირლანდიის ჰიბერნიაზე უამრავი რამაა გამოსაკვლევი. დღეს ჰიბერნიაში შემორჩენილია ტოპონიმები და მათივე ისტორიის წიგნი, სადაც თვითონვე აფიქსირებენ, რომ ცოდნა და ცივილიზაცია იქ იბერიელებმა შეიტანეს.
– რაც შეეხება შუმერებთან კავშირს?
– მოგეხსენებათ, რომ შუმერები და ქართველები ერთი და იგივე ტომები არიან. შუმერები საკუთარ თავს სანგიგებს ეძახდნენ, ანუ შავთავიანებს და უძველესი გადმოცემით, ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ სანიგები ქართული ტომია, რომლებიც მცირე აზიაშიც სახლობდნენ და არიან სვანები. ქართულად დღესაც  „სანგ“ ზანგს – შავს ნიშნავს... ერთი და იგივე ტომები იყვნენ. დღეს მსოფლიომ იცის, რომ ისტორია შუმერებიდან იწყება და მათ დაყვეს ვარსკვლავეთი ხომლებად. ეს ქართველი ქურუმების პრეროგატივა იყო, თუმცა ჩვენთან ყველაფერი დაფარული იყო... იბერიულ-კავკასიური მოდგმის მიღწევებსა და უნიკალურობაზე უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ, ჩემი აზრით,  მისი გვირგვინია ქართული ასომთავრული ანბანი, რომელიც სამყაროს კოდია და უნივერსალური მატრიცის პრინციპზეა აგებული, როგორც დნმ და კაცობრიობის მიზანი უნდა იყოს, რომ ჩავწვდეთ ამ სიღრმეებს და შევიცნოთ ჩვენი არსებობის არსი.
скачать dle 11.3