კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როდის ირთვება მაკა ზამბახიძეში მამაკაცური საწყისები და სად გაატარა მან ფერადი დღეები ყოფილ სპორტსმენ ქმართან ერთად

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მაკა ზამბახიძე ახლახან გათხოვდა და ბედი ყოფილ სპორტსმენს, მიშა ჩოხელს დაუკავშირა. როგორც თავად მომღერალი ამბობს, ბედნიერია, მაგრამ პირად ცხოვრებაზე საუბარს ერიდება. მიუხედავად ამისა, ჟურნალ „თბილისელებთან“ ამ თემაზე, მართლია, თავშეკავებულად, მაგრამ მაინც საუბრობს.
– მაკა, ზოდიაქოთი „თევზები“ ხარ. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები რომანტიკული, ფანტაზიორი ნატურები არიან, რეალურ ცხოვრებას გაურბიან. შენც ასეთი ხარ?
მაკა ზამბახიძე: არა, რეალობას არ გავურბივარ და არც ფანტაზიორი ვარ, თუმცა, რომანტიკული ნამდვილად ვარ. ფანტაზიებში არ ვცხოვრობ, რეალურად ვუყურებ ამ ცხოვრებას. „თევზებისთვის“ დამახასიათებელი გამძაფრებული ინტუიცია და წინათგრძნობები მაქვს. ხშირად, წინასწარ გამიფიქრებია რაღაც და ამხდენია. ან, სადმე თუ ვარ წასასვლელი და ვგრძნობ, იქ არ უნდა მივიდე, არ წავსულვარ და რაიმე ცუდი მომხდარა. ემოციურიც ვარ, მაგრამ ჩემს ემოციას არ ვაძლევ საშუალებას, ჩამითრიოს და დეპრესიაში გადამაგდოს. რეალისტური ხედვა მაქვს, ოპტიმისტი ვარ და ჩარჩოებში ვერ მოვექცევი. ზოგადად, ადამიანმა ბედნიერად და წარმატებულად რომ იგრძნოს თავი, პირადი და კარიერული ცხოვრებაც უნდა ჰქონდეს აწყობილი.
– შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე – პირადი თუ კარიერა?
– ორივე აწყობილი – ბედნერებისთვის კარიერაც და პირადი ცხოვრებაც აუცილებელია. ეს ისეა, როგორც ჰაერი და წყალი. მქონდა ეტაპი, როცა კარიერაში წარმატებული ვიყავი და პირადში სიცარიელე იყო და ამას ძალიან განვიცდიდი.
– ცნობადი სახე ხარ. ყოველთვის გიწევს ნაბიჯების კონტროლი? რთულია, აკონტროლო საკუთრი ქცევა, სიტყვა თუ ემოცია?
– რასაკვირველია, თავის კონტროლი რთულია, მაგრამ აუცილებელი. მიმაჩნია, რომ ძლიერი ქალი ვარ და რთული ეტაპებიც გადამილახავს. აი, საჭესთან რომ ვჯდები, მაშინ მამაკაცური საწყისები მერთვება და ნამდვილი მამაკაცი ვარ (იცინის). წყობიდანაც რომ გამოვდივარ, კაპასი ვხდები, თუმცა არ ვარ საშიში, მალევე ვწყნარდები. საკუთარი თავის მართვა შემიძლია.
– ადრე თქვი, ჩემი ცხოვრების ათვლის წერტილი ჩემი შვილიდან იწყებაო. როგორი დედა ხარ და როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან?
– ადრე, ძალიან მკაცრი დედა ვიყავი. ყველაფერს ვუშლიდი, ვუყვიროდი, ვეჩხუბებოდი. მაგრამ, რომ გაიზარდა, ჩემი მისდამი დამოკიდებულება  შეიცვალა და დღეს უფრო მეგობრები ვართ, ვიდრე დედა-შვილი. მასთან მიდგომა მისი ხედვით დავიწყე და კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერს ვუყვები და ყველაფერს მიყვება. დაქალები და მესაიდუმლეებიც ვართ, შემიძლია, გული გადავუშალო და ნებისმიერ თემაზე ვესაუბრო. სცენაზე ჩემს პარტნიორადაც იქცა და ძალიან მიხარია. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მასთან ერთად ბენდში მომიწევდა მუშაობა და ეს უფრო მაახლოვებს.
– მითხარი, ძლიერი ვარო, მაგრამ შენი გულის ტკენა რამდენად ადვილია? ბევრი ჭორი დადიოდა შენზე და ამის გამო თუ გაბრაზებულხარ?
– ჩემი გულის ტკენა ძალიან ადვილია, თუმცა, ადამიანი გულს ადვილად ვერ ამიჩუყებს და ვერ ამატირებს. ჩემზე ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა, განსაკუთრებით ჩემი პირადი იყო განხილვის საგანი და აგორებდნენ და აგორებდნენ. არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი, არც ინტერვიუ მიმიცია და არც უფლება – გაესაჯაროებინათ, თუმცა, მაინც დაწერეს და უამრავი ადამიანი მირეკავდა. უამრავი ჭორი დაიწერა ჩემს გათხოვებაზე. იმ პერიოდში არ მინდოდა, ვინმეს გაეგო ჩემსა და მიშა ჩოხელის ურთიერთობაზე, რომელიც დღეს ჩემი ქმარია, მაგრამ მაინც დაწერეს ისე, რომ არ მკითხეს. იმდენი ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, გადავირიე. როცა ჩავთვლიდი საჭიროდ, მეც ვიტყოდი ჩემსა და მიშას ურთიერთობაზე, მაგრამ, როცა ასე ცუდად ერევიან ჩემს პირადში და ჭორაობენ, გული მწყდება. დამეკითხე, იქნებ კომენტარს გაძლევ, ისე რატომ წერ ჩემს პირადზე?
– თუ სოციალურ ქსელში დადებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ეს შემოდგომა, შენთვის განსაკუთრებულად ლამაზი, ჭრელი და დასამახსოვრებელია.
– ნამდვილად, ასეა. მიშასთან, სოფელში ვიყავი, კახეთში, ზემო ქედში. ჩურჩხელებიც ამოვავლეთ და მწვადებიც შევწვით. ეს ნამდვილად განსხვავებული შემოდგომა იყო ჩემთვის. არ მაქვს სოფელი და მიშას ბებიის გვერდით თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი.
–  ვიცი, ქმარზე, მიშა ჩოხელზე არ საუბრობ. თუმცა, მაინც უნდა გკითხო –ყველგან დაიწერა, რომ მაკა ზამბახიძე ცოლად გაჰყვა „მისტერ პატარძეულს“, ხოლო, მის სპორტულ მიღწევებზე არსად წერდნენ. ეს გწყინს?
– როგორც უნდა, ისე დაწერონ. „მისტერობა“ არც „გასატყდომია“ და არც კომენტარის გაკეთებას ვაპირებ. რაც შეეხება სპორტს, მიშა ყოფილი ძიუდოისტია და საკმაოდ ბევრი ჯილდოც აქვს აღებული.  
– თუ შეაფასე წარსული წლები და როგორ ფიქრობ, სად დაუშვი ყველაზე დიდი შეცდომა?
– რასაკვირველია, როცა ადამიანს წლები გემატება, ცდილობ, წარსულ ცხოვრებას გადახედო, მომხდარი მოვლენები გადააფასო. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და არც მე ვარ გამონაკლისი. ნაკლოვანებებიც შევამჩნიე ჩემს წარსულ ცხოვრებაში, შეცდომებიც დავუშვი და ახლა, ვცდილობ, გამოვასწორო. უკან რომ დამაბრუნოთ, ჩემს ქმედებებს ცოტა მეტ ჭკუას დავატანდი, არ ვიქნებოდი ზედმეტად მიმნდობი და ძალიან გახსნილი. არ მიყვარს თამაში, ყველასთან ბუნებრივი ვარ და ვერ ვიტან, როცა სხვა ადამიანები ამით სარგებლობენ. ათი წლის წინ ამ თემაზე არ ვილაპარაკებდი, რადგან მაშინ უპრობლემო ცხოვრება მქონდა, მაგრამ ახლა იმდენი წყენა დაგროვდა, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა.
– მაკა,  როდის იდგა შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?
– ასეთი პერიოდები ხშირად იდგა. თუნდაც, დუეტ „ჯორჯიას“ დაშლა. ეს ამბავი ძალიან განვიცადე, რადგან ვფიქრობდი, ამის დრო არ იყო და პატარა შოკიც მივიღე. ბებიის წასვლა ამ ცხოვრებიდან, ასევე, დიდი დანაკარგი და ყველაზე რთული გადასატანი იყო. თუმცა, ცხოვრება ასეთია, ხშირად გტკივა გული, მაგრამ არ უნდა დანებდე.
скачать dle 11.3