კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ არ მიულოცა გაბედნიერება ბერა ივანიშვილს ნათლიამ, თამრიკო ჭოხონელიძემ და როგორ გახდა ის „რუსთავი 2“-ის გუნდის წევრი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერლი და მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კვირის დილაში თავისი საავტორო რუბრიკით გამოჩნდა. ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ყოველ კვირა დღეს, მიწვეულ სტუმართან ერთად, ერთი სიმღერის ისტორიას გვიამბობს. ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა „რუსთავი 2“-ზე მისი გამოჩენა და ამას არა ერთი მითქმა-მოთქმაც მოჰყვა. ქალბატონი თამრიკო, ბერა ივანიშვილის ნათლიაა, თუმცა, მიულოცა თუ არა მან ნათლულს ცოლის მოყვანა და ვინ შესთავაზა მას „რუსთავი 2-ში“ მუშაობა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამრიკო ჭოხონელიძე: ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ნინო არაზაშვილი ხშირად მიწვევდა დილის გადაცემაში, მივდიოდი „შუა დღეშიც“. რატომღაც, ჩვენს საზოგადოებაში ცუდი ტენდენციაა ფესვგადგმული. გამიჯნულია, თითქოს „რუსთავი 2“ არის ერთი მხარე და სხვა ტელევიზია – მეორე. ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზია გვაქვს, დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, თურმე, ჩამორთმეული გვაქვს უფლება – თუ გარკვეული აზრი გაგვაჩნია, სხვა აზრის მქონე ადამიანების საზოგადოებაში არ უნდა ვიყოთ. ეს ჩემთვის ძალიან დამთრგუნველია და ყოველთვის ვაპროტესტებდი. ამ არხის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს მქონია, ბევრ გადაცემას ვუყურებდი, მომწონდა და ასე რომ, ჩემი ამ არხზე გამოჩენა შოკი იყო-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი.
– ამბობენ, თავად არხის დირექტორი, ნიკა გვარამია დაგიკავშირდათ და მან შემოგთავაზათ თანამშრომლობაო.
– არ დავაკონკრეტებ, ვინ და როგორ, მაგრამ დამიკავშირდნენ „რუსთავი 2-დან“ და მითხრეს, რომ ჩემთან გასაუბრება უნდოდათ. რადგან ეს ქართულ სიმღერასთან იყო დაკავშირებული, მე ჩემი სათქმელი ვთქვი, არხის ხელმძღვანელობამ – თავისი და ამ ყველაფრის მერე, გადაწყდა, რომ რუბრიკა წამეყვანა. სანამ ეს შეხვედრა იქნებოდა, ბატონი ნიკა ნაყოფია შემხვდა, რომელმაც გულის ამაჩუყებელი წინადადება შემომთავაზა – მაქვს იდეა, ბევრი ვიფიქრე და მინდა, თქვენ განახორციელოთო, ანუ კრებულის სახით გამოეცა სიმღერები, რომლებიც გარკვეულ ისტორიებთანაა დაკავშირებული. ამ საუბარმა წარმოშვა იდეა ნიკა გვარამიასთვის, რომ ამის სატელევიზიო ვარიანტი გაეკეთებინა და მისი წამყვანი მე ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, ამაზე უარს არ ვიტყოდი, რადგან არცერთი არხის ეთერიდან, მსგავსი რამ არ ისმის. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ოპოზიციური არხიდან მექნებოდა შემოთავაზება თუ პოზიციურიდან. მთავარი ქართული სიმღერის პოპულარიზაცია იყო.
– ანუ სხვა არხიდან რომ ყოფილიყო მსგავსი შემოთავაზება, დათანხმდებოდით?
– რა თქმა უნდა! მაგრამ, სამწუხაროდ, არცერთ არხს, მსგავსი რამ არ აქვს და ვისაც ეს იდეა დაებადა, მივესალმე და გამიხარდა მათი შემოთავაზება.
– იმისთვის თუ იყავით მზად, რომ „რუსთავი 2- ში“ მუშაობის დაწყებას პოლიტიკურ სარჩულს დაუდებდნენ და დაუდეს კიდეც. ხომ მეთანხმებით?
– რა თქმა უნდა, ამას ველოდებოდი კიდეც. ეს იმდენად დიდი მდაბიოობაა, ყველას ვერ ავუხსნი. ზოგადად, ეს არის მოვლენების მიმართ არასწორი, ჩვენი დიდი საგანძურის მიმართ კი – უსამართლო დამოკიდებულება. ასე რომ, ამ რეაქციას ველოდებოდი.
– მახსოვს, ამ არხზე, გარკვეული შოუ გააკრიტიკეთ, რომელიც, სწორედ ქართულ სიმღერას უწევს პოპულარიზაციას. მუსიკალურ პროექტ-კონკურს „მხოლოდ ქართულს“ ვგულისხმობ. და, თუ არ ვცდები, გარკვეული დაპირისპირებაც გქონდათ მარინა ბერიძესთან. ერთ არხზე უნდა გემუშავათ და ეს თქვენთვის ბარიერი არ ყოფილა?
– ჩემთვის არანაირი ბარიერი არ იყო თუ მათთვის არ იქნებოდა და როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა, რადგან ამ არხზე ბევრი ინტელექტუალი ადამიანი მუშაობს. შეიძლება, საზოგადოებისთვის – საწინააღმდეგო აზრსა და პოზიციაზე მდგომი ადამიანებისთვის მიუღებელი იყოს მათი პოზიციები და შესაძლოა, ჩემთვისაც ბევრი რამ მიუღებელია, მაგრამ ქართულ სიმღერასთან მიმართებაში ჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს და ეს ყველამ იცის. რაც შეეხება კრიტიკას, აბსოლუტურად ჯანსაღი კრიტიკა იყო ჩემი მხრიდან და კიდევ უნდა ელოდონ, რასაკვირველია, თუ შეცდომა  იქნება. ჩემი კრიტიკით სიგნალი სერიოზულ შეცდომებზე გავუშვი და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ანუ, კეთილგანწყობილმა გავაკრიტიკე და ხმამაღლა მინდა, ვთქვა და ყველამ იცოდეს, რომ როგორც მუსიკისმცოდნეს, კრიტიკის ლექციების კურსი მაქვს გავლილი და ვალდებულად ვთვლი თავს, შეცდომაზე მივუთითო. კრიტიკა არ არის ჯინში ჩადგომა და ვინც ასე ფიქრობს, პროვინციული გაგება აქვს. რაც შეეხება მარინა ბერიძეს, მასთან დაძაბული ურთიერთობა არ მქონია, როგორც ჩანს თავად დაიძაბა და მე ვურჩევ, თავს მოერიოს, რადგან თუ საჭირო გახდა, კრიტიკა აუცილებლად იქნება.
– იყო დრო, როცა მიმდინარე პოლიტიკურ თემებსა და მოვლენებზე აქტიურად გიწვევდნენ ტელეეთერში და მწვავედ გამოხატავდით თქვენს პოზიციას. თუმცა, ამ ბოლო პერიოდში, არ ჩანხართ. არ გიწვევენ თუ თავად ამბობთ უარს?
– რასაკვირველია, მიწვევენ და ბევრი იმასაც ამბობს, ბლოკავენო. თუმცა, დიდად თავს არ იკლავენ ჩემი ტელევიზიაში მიწვევით, რადგან იციან ჩემი დამოკიდებულება და დიდად აღარავის აწყობს ის, რომ მე ვთქვა, არაფერი შეცვლილა-მეთქი. თუმცა, კიდევ ვამბობ, მე არავინ მბლოკავს. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ მოვლენებს სწორად აღვიქვამ და ყველაზე მეტად მაშფოთებდა ის, რომ თუ რამეს ვებრძოდი და ვაპროტესტებდი, განსხვავებული აზრის გამო მტრის ხატად მაქცევდნენ. ბევრისგან განსხვავებით, მე ჩემი აზრი თამამად გამოვთქვი.  თუმცა, ამას არანაირი რეაქცია არ მოჰყვა, არაფერი შეცვლილა. ამიტომ, აღარ ვჩანვარ –  ბევრი ვილაპარაკე, მკაცრი გამოსვლებიც მქონდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
– თქვენი ქალიშვილის, მარიამ როინიშვილის უცხოეთში სწავლა კულტურის სამინისტრომ არ დააფინანსა. ეს ხომ არ გახდა თქვენი აგრესიის მიზეზი იმ პარტიის მიმართ, რომლის აქტიური მხარდამჭერიც იყავით, ამის გამო ხომ არ გაემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“?
– არა. მე არ გავემიჯნე „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, ზოგ-ზოგიერთებს ჩემი აზრი და მძაფრი რეაქცია არ სიამოვნებდა. მე საქართველოში ვცხოვრობ, ქუჩაში დავდივარ და ამ მხარესაც ვხედავ და იმ მხარესაც. უსამართლობაზე თვალს ვერ დავხუჭავ. მარიამის დაფინანსებაზე კი, უცნაური ფორმით თქვეს უარი. შეიძლება, სახელმწიფოს არ ჰქონდა ბიუჯეტში იმის სახსრები, მარიამის ორწლიანი სწავლა დაეფინანსებინა, ამაზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ რა ფორმით მეტყვი უარს, ხომ გააჩნია? ფორმა, როგორ მითხრეს უარი, სასწაულია. ოფიციალური განცხადება გამოუხმაურებელი დარჩა. ერთხელ თხოვნით მივმართე თანამშრომელს, სწავლა იწყება და იქნებ, პასუხი გაგვაგებინოთ-მეთქი. იმედი მქონდა მისი დაფინანსების, მაგრამ მე ის მეწყინა, რომ ტელეფონით დამირეკეს და მითხრეს, ვერ დავაფინანსებთო. ვუთხარი: მე მარიამის დედა ვარ და ჩემი ტელეფონის ნომერი იცით, მაგრამ სხვის მშობელს როგორ შეატყობინებდით? და, დავამატე, განცხადებით მითხარით უარი-მეთქი. თუმცა, განცხადება კულტურის სამინისტროდან გამქრალი იყო.
– ბერა ივანიშვილის ნათლია ხართ. პირადად თუ მიულოცეთ ცოლის მოყვანა?
– არც ბერას ტელეფონი ვიცი და არც არანაირი კონტაქტი მაქვს და როგორ მივულოცავდი? ძალიან ბევრი ადამიანი ახვევია თავს, რომლებიც მასთან ახლოს არ მიშვებენ და გარდა იმისა, რომ აქციებზე შევხვდი მას და მამამისს, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ამიტომ, თქვენი ჟურნალის საშუალებით მომეცა საშუალება, მივულოცო ჩემს ნათლულს და ბედნიერება ვუსურვო.
скачать dle 11.3