კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ვისთან ერთად ცხოვრობდა ხეზე თამუნა ლეკვეიშვილი და რატომ არის ის ქმრისთვის დროში შეზღუდული ცოლი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ბოლო პერიოდში, „კომედი შოუს“ მსახიობი თამუნა ლეკვეიშვილი საკმაოდ შეიცვალა. ზედმეტი კილოგრამები დაიკლო, ფორმაში ჩადგა და ენერგიულად განაგრძობს მუშაობას. როგორც თავად ამბობს, იღბლიანია და ის ოცნება, რაც ზესტაფონში, ბავშვობის დროს ჰქონდა, დედაქალაქში ჩამოსულმა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც აიხდინა.
თამუნა ლეკვეიშვილი: ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, სულ ხეებზე ვიჯექი და ხმამაღლა ვმღეროდი, რომ ჩემი ხმა ყველას გაეგონა. მოკლედ, ძალიან მიყვარდა ხეებზე ასვლა და კარალიოკის ხე მქონდა ამოჩემებული.  იმ ხეს, ორი განშტოება ჰქონდა, ერთი ჩემი ადგილი იყო, მეორე კი – ჩემი დაქალის, მაკასი. ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა ხეზე ვცხოვრობდი და ოჯახის წევრები ხიდან მხსნიდნენ (იცინის). მენაყინეობაზე და კოსმონავტობაზე არ მიოცნებია, სულ მინდოდა, მომღერალი ვყოფილიყავი და ეს ოცნება ზესტაფონიდან დედაქალაქში ჩამოსულმა ნაწილობრივ ავიხდინე.
– მტანჯველი, გულის წასვლამდე დიეტები დაგიცავს?
– როგორ არა, დამიცავს და მერე, თვალებში რომ დამბნელებია და თავბრუ დამხვევია, გემრიელად მიჭამია (იცინის). ერთხელ, დიეტის დაცვისას, მეტყველებაც კი დამერღვა, არაადეკვატური ვიყავი. ყველაფერი ვცადე, ვარჯიშის ჩათვლით, მაგრამ შედეგს სწორი კვებით მივაღწიე.  ახლა, საკმაოდ დაკლებული, 61 კილო ვარ და 56-57 კილოზე რომ ჩამოვიდე, კმაყოფილი ვიქნები. ასე რომ, 28 კილო დავიკელი, ფაქტობრივად, ერთი ადამიანი (იცინის).
– დიდი მკერდის გამო, უხერხულ სიტუაციში თუ ჩავარდნილხარ და როგორი რეაქცია გაქვს, როცა მამაკაცის მზერას იჭერ დეკოლტეზე და მკერდის ზომით გაფასებენ?
– დიდ მკერდს ჩემთვის  პრობლემა არ შეუქმნია და თუ მისი ზომით მაფასებენ, ეს მათი პრობლემაა. მამაკაცის მზერა მკერდისკენ მე კი არა, ყველა ქალს დაუჭერია.
– რამდენად ადვილია შენი წყობიდან გამოყვანა და როგორი ხარ ამ დროს?
– წარმოშობით იმერელი ვარ და ამ კუთხის ქალები, ზოგი მშვიდია, ზოგი აუღელვებელი, ზოგი კაპასი და ზოგიც ანჩხლი. მე კაპასი არ ვარ, უფრო მშვიდი და წყნარი ვარ, გარკვეულ ზღვრამდე, მაგრამ თუ ძალიან გავბრაზდი... მერე წივილ-კივილიც შემიძლია (იცინის).
– იმას თუ იფიქრებდი, ზესტაფონიდან სწავლის გასაგრძელებლად დედაქალაქში ჩამოსული გოგონა ასეთი ცნობილი გახდებოდი?
– არა, ასეთ ცნობადობას ვერ წარმოვიდგენდი. ყოველთვის მინდოდა, ცნობადი ვყოფილიყავი, მაგრამ ცნობადი მუსიკოსი და მომღერალი, ანუ სხვა კუთხით და ვერ ვიფიქრებდი, ხალხი „კომედი შოუს“ სკეტჩებიდან თუ შემიყვარებდა. ქუჩაში რომ თვალს მაყოლებენ, ძალიან მაგარი შეგრძნებაა და დამიეჯრეთ, ყველა იტყუება, როცა ამბობს, დავიღალე ყურადღებით და პოპულარობითო. ხშირად ყოფილა შემთხვევა, მიყურებენ ქუჩაში და სახეზე აწერიათ: ისაა? არაა?.. არაერთხელ მოსულან და უთქვამთ: ნიძლავი გვაქვს დადებული და ნამდვილად თამუნა ხარ თუ არაო (იცინის).
– ესე იგი, შენზე ფულს დებენ?
– ასე გამოდის (იცინის). ვეხმარები ადამიანებს, ფულის მოგებაში. ხშირად სამსახურში უცნობი თაყვანისმცემლები და მადლიერი მაყურებელი საჩუქრებსაც მიგზავნიან, მაგალითად, ნახატს, შოკოლადს, ღვინოს...
– ამაზე, ქმარი არ ეჭვიანობს?
– არა, გიგის დედა ცნობილი ოპერის მომღერალი იყო და მიჩვეულია, რომ ცნობად ადამიანებს თაყვანისმცემლები ჰყავთ, საჩუქრებს უგზავნიან და ეს ჩვეულებრივი მომენტია. ჩემი ქმარი არის ადამიანი, ვისაც ბოლომდე ვენდობი და ყველაფერს ვუყვები. ის არა მარტო ქმარი, ჩემი მეგობარია, დასყრდენი კაცი.
– ეკრანს მიღმა, როგორია თამუნა, შვილებისა და ქმრის გარემოცვაში?
– სულ ვამბობ, დროში შეზღუდული დედა და ცოლი ვარ, თორემ, სხვა დანარჩენში, კარგი გოგო ვარ-მეთქი (იცინის).
– შენი და თათია სულუაშვილის, ანუ „მარინასა და ზოიას“ დუეტით, მამალი ქალის იმიჯი გაქვს. თქვი, ღვინოსაც მიგზავნიან თაყვანისმცემლებიო. დალევა და ქეიფი თუ გიყვარს? შენი კარტების  ბოლომდე გასახსნელად რამდენი უნდა დალიო?
– მჭამელი კი ვარ, მაგრამ მსმელი და მამალი ქალი – არა (იცინის). გემრიელი საჭმელების ჭამა მიყვარს და ეს დედამ შემაჩვია, ძალიან გერმიელ კერძებს აკეთებს. სასმელი კი, ბოლოს როდის დავლიე, არ მახსოვს. თუმცა, არ დამავიწყდება პირველი სიმთვრალე და სულ მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ამბობს „პახმელიაზე“ ვარო, მე არასდროს მქონია. სტუდენტობის დროს, მე და ჩემი დაქალები ერთად რომ ვცხოვრობდით, სახლში „მინი-ტუსოვკებს“ ვაწყობდით ხოლმე და მაშინ, უფრო ვსვამდით, თუმცა ბევრს არა. ისე არასდროს დამილევია, მეორე დღეს არ მახსოვდეს. ასე რომ, ჩემი კარტების გასახსნელად სასმელი არ გამოგადგებათ (იცინის). მარინასა და ზოიას დუეტიდან გამომდინარე, ხშირად ყოფილა შემთხვევა, რესტორანში, გვერდით სუფრიდან უთქვამთ, მამალო ქალო, მოდი, ერთი ჭიქა დაგვილიეო (იცინის).
скачать dle 11.3