№44 ანეკდოტები
კახელი ჩავა გურიაში. გურული დატრიალდება, გაშლის სუფრას და ერთი ჭიქა ღვინის შემდეგ კახელს ეკითხება:
– ა? რაფერია? ხომაა კამფეტივით?
კახელი არაფერს ამბობს. დალევენ მეორე ჭიქას და კიდევ ეკითხება.
– რაფერია? ხომაა კამფეტივით?
კახელი მოჭყანული სახით გახედავს და ამოილუღლუღებს:
– ჩათლახი ვიყო, შენ თუ კამფეტი გქონდეს გასინჯული!
***
განცხადება საამქროში:
„ხელთათმანების გარეშე მუშაობა აკრძალულია!
ჯარიმა 220 ვოლტი!“
***
– ორი ახალი ამბავი უნდა გითხრა – კარგი და ცუდი, რომლით დავიწყო?
– კარგით.
– კარგი ამბავია ის, რომ ცუდი ამბავი არ არის!
– ცუდი რაღაა?
– კარგი ამბავიც არაფერია.
***
– როგორია ქალური სამოთხე?
– ეს არის ლურჯი ზღვა, ყვითელი პლაჟი და შავი მამაკაცები.
– როგორია ქალური ჯოჯოხეთი?
– ყვითელი ზღვა, შავი პლაჟი და ცისფერი მამაკაცები.