კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 კომპოზიტორების უცნაურობები

არნოლდ შონბერგი
მუსიკალური კომპოზიციის შექმნის დოდეკაფონიური (12-ტონიანი) მეთოდის ავტორს, საშინლად ეშინოდა რიცხვი 13-ის. არნოლდ შონბერგი 1874 წლის 13 სექტემბერს იყო დაბადებული, რასაც უბედურების ნიშნად აღიქვამდა. მან საკუთარ ნაწარმოებს სახელიც კი შეუცვალა, როდესაც აღმოაჩინა, რომ სათაური ცამეტ ასოს შეიცავდა. ასე გაქრა მისი ოპერიდან  Moses und Aron ერთი ასო a.  
1951 წელს შონბერგს 76 წელი შეუსრულდა. იმის გამო, რომ 7-ისა და 6-ის ჯამი 13-ია, მუსიკოსი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ამ წელს გარდაიცვლებოდა. მისი შიშები გამართლდა – კომპოზიტორი 13 ივლისს გარდაიცვალა.

ალექსანდრ სკრიაბინი
რუს კომპოზიტორ ალექსანდრ სკრიაბინს სინესთეზია სჭირდა. ეს იშვიათი ნევროლოგიური ფენომენია, როდესაც ერთი გრძნობის ორგანო მეორისთვის დამახასიათებელ თვისებებს იძენს. სკრიაბინი ნოტებს ფერებად ხედავდა და ამ უჩვეულო ნიჭის დამსახურებით ფორტეპიანოს მსგავსი ინსტრუმენტიც შექმნა, რომელზე დაკვრის დროსაც დარბაზში ფერადი განათებები ჩნდებოდა.
ცნობილია, რომ სკრიაბინმა არაერთხელ სცადა გაფრენა და წყალზე გავლაც კი. მის მსოფლმხედველობასა და მუსიკაში უდიდეს როლს მისტიციზმი ასრულებდა. კომპოზიტორმა მეშვიდე სონატა – „თეთრი მესა“ ბოროტი სულების განსადევნად დაწერა, მეცხრეს – „შავ მესას“ კი დემონები უკან, დედამიწაზე უნდა გამოეხმო. მისი უკანასკნელი ნამუშევარი, „მისტერია“ ჰიმალაის მთებში, შვიდი დღის განმავლობაში უნდა შესრულებულიყო. ნაწარმოების დასასრულს, მუსიკოსის რწმენით, სამყარო გაქრებოდა, ხოლო ადამიანები უკეთესი, უფრო კეთილშობილი არსებებით ჩანაცვლდებოდნენ. თუმცა, სკრიაბინმა მის მიერვე დაგეგმილი აპოკალიფსისთვის აკომპანემენტის გაწევა ვერ მოასწრო. ის სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა.

ჰარი პარჩი
ამერიკელ კომპოზიტორს, ჰარი პარჩს უცნაური ბავშვობა ჰქონდა. მისი მშობლები, რომლებიც ყოფილი ქრისტიანი მისიონერები იყვნენ, საკუთარ სახლს ღამის გასათევად მეძავებსა და მაწანწალებს უთმობდნენ. როდესაც ჰარი წამოიზარდა, ქუჩაში ცხოვრობდა, ჯართს აგროვებდა. ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში სატვირთო მატარებლებით მოგზაურობდა და მის მიერვე შექმნილი საოცარი მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის არანაკლებ საოცარ ნაწარმოებებს ქმნიდა.
1930 წელს ყველა თავისი ადრეული ნამუშევარი დაწვა. შემდეგ რიტუალური თეატრი დააარსა, რომელშიც ორკესტრის წევრები არა მხოლოდ უკრავდნენ, არამედ მღეროდნენ და სხვადასხვა როლსაც ირგებდნენ. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ნამუშევრის The Bewitched ფონზე მუსიკოსებს კალათბურთელ ქალთა გუნდი უნდა განესახიერებინათ, რომლებიც დამარცხების შემდეგ საშხაპეში ბერძნული მითოლოგიის ღმერთ ჰერმესისთვის ველურ ცეკვებს ასრულებდნენ.скачать dle 11.3