კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ გაათენა ღამე სანდრო ჟორჟოლიანმა ბათუმის პლაჟზე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ცნობილი ქართველი მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი გამწარებული ჰყავდა მის კოლეგასა და მეგობარს მიხეილ სარაულს, რომელიც სხვადასხვა ოინების დიდოსტატი იყო.
ერთხელ რუსთაველის თეატრი გასტროლებს ბათუმში მართავდა. იმ წელს აჭარის დედაქალაქში ძალიან ცხელოდა და რაც მთავარია, რუსი „ნაშების ცვენა“ იყო. აბა, მეტი რა უნდოდა სარაულს და მორიგი სპექტაკლის მერე სიმპათიური რუსი გოგონა „შეაბა“ და სასტუმრო „ინტურისტის“ რესტორანში დაპატიჟა, სადაც თეატრალური დასი იყო დაბინავებული. სარაული და ჟორჟოლიანი ერთ ნომერში ცხოვრობდნენ. სარაულმა იცოდა, რომ სანდრო ადრე წვებოდა დასაძინებლად და მთელი ღამით მას ნომერს არ დაუთმობდა, ერთ ხრიკს მიმართა: „ნაშა“ რესტორანში დატოვა, თავად კი ზემოთ ავიდა და ადმინისტრატორ ქალბატონს პატარა ზომის ზეთის ღუმელი გამოართვა, რომელიც ძალიან მალე ხურდებოდა და ოთახს, ცივ ზამთარშიც კი კარგად ათბობდა. ეს ღუმელი ბატონი სანდროს მისვლამდე მისი საწოლის ქვეშ ოსტატურად შენიღბა და ჩართო. შემდეგ კი ისევ რესტორანში დაბრუნდა. ჟორჟოლიანი რომ თავის ნომერში ავიდა, იქ გაუსაძლისი სიცხე იყო. სანდრომ ფანჯრები გააღო და საწოლში ისე დაწვა. მაგრამ უფრო დასცხა და იძულებული გახდა, ნომერი დაეტოვებინა და ღამე პლაჟზე გაეთენებინა. სარაულმა კი რუსის „ნაშასთან“ „იბაირამა“ და როცა გაისტუმრა, მხოლოდ მას შემდეგ მიაკითხა პლაჟზე ჩაძინებულ კოლეგას.
скачать dle 11.3