№44 ბრძნული აზრები
შპელინგერი: დემოკრატია, ეს არის უფლება, გააკეთოთ არასწორი არჩევანი.
ნობელი: ნებისმიერი დემოკრატია ნაძირლების დიქტატურამდე მიგვიყვანს.
პითაგორა: კაცობრიობას სამი სახის საშიშროება ემუქრება – სწავლულთა მატერიალიზმი, მორწმუნეთა უგულობა და დემოკრატიის ქაოსი.
პრუსტი: რევოლუცია ომს სჯობია, რადგან საბრძოლველად მხოლოდ მოხალისეები მიდიან.
პოლ ვალერი: რწმენა ჩემს მრწამსს უპირისპირდება, ისევე, როგორც ყველა ღმერთი – ჩემს ღმერთს.
ჰიუგო: დღეს ჩემი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა.
ლაო ძი: ნამდვილი დემოკრატიისთვის საჭიროა, რომ მოსახლეობის 40-50 პროცენტს 50 დოლარზე მეტი თვიური შემოსავალი და კარგი განათლება ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში ხალხი არჩევნებზე თაღლითებსა და მსახიობებს აირჩევს.
გოდერძი ჩოხელი: რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი რაღა არის? სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.
თაგორი: ძალზედ მარტივია, იყო ბედნიერი, თუმცა ძალიან ძნელია იყო მარტივი.
გოეთე: ძლიერს დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, ჭკვიანს – მთელი გზის.
კლუჩევსკი: დედას ჰკითხეს: რომელი შვილი გიყვარს ყველაზე მეტადო. დედამ უპასუხა: უმცროსი – სანამ გაიზრდება, ავადმყოფი – სანამ გამოჯანმრთელდება, სახლიდან გასული – სანამ დაბრუნდებაო.
ლი იაკოკა: გვიან მიღებული სწორი გადაწყვეტილება ყოველთვის მცდარი აღმოჩნდება.
ბილ ბოქსი: წარმატების მისაღწევად საჭიროა, რომ წარმატების სურვილი უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე მარცხის შიში.
სოკრატე: უფრთხილდი საკუთარ ფიქრებს. გონება ყველაფერია, რასაც ფიქრობ, იმას აღწევ.
მარტინ ლუთერ კინგი: თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქცეი. თუ ვერ დარბიხარ – იარე, თუ სიარულის ძალაც გამოგელია – იფორთხე, ოღონდ არასოდეს შეწყვიტო წინსვლა.
ჰესე: მასწავლებელი მხოლოდ კარს გიხსნის – გზა მარტომ უნდა გაიარო.
უაილდი: ადამიანებს ძალიან უყვართ იმ ერთი რამის გაცემა, რაც თავადვე სჭირდებათ ყველაზე მეტად. სწორედ ამას ვეძახი დიდ ხელგაშლილობას.
ჰაინე: რჩევას მაშინ ვითხოვთ, როცა უკვე ვიცით პასუხი, მაგრამ სიამოვნებით არ გვეცოდინებოდა.
ბაირონი: რაც უფრო მეტ ქალს იცნობს მამაკაცი, მით უფრო პრიმიტიულია მისი წარმოდგენა ქალებზე.
მოლიერი: თუ ქალი მართალი არ არის, სასწრაფოდ პატიება სთხოვეთ.