კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ოჯახი ასაკით დიდი ქალის ცოლად მოყვანაზე უარს მეუბნება და სახლიდან გაგდებით მემუქრება

არც მე მინდოდა, ასაკით უფროსი გოგოს შეყვარება და არც ის მეგონა, თუ ამ ამბავს ჩემი ოჯახის წევრების მხრიდან ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. უბრალოდ, შემიყვარდა. მივხვდი, რომ ასაკი გრძნობასთან კავშირში არ არის და ამის გამო ხომ არ უნდა დავიტანჯო? თაკო ის ადამიანია, ვის გვერდითაც თავს მშვიდად და კარგად ვგრძნობ, მიგებს და ვუგებ, მიყვარს და ვუყვარვარ, სხვა არაფერი მჭირდება. თავიდან, ოჯახის წევრებმა რომ გაიგეს, შეყვარებული ვიყავი, აინტერესებდათ, ვინ იყო და როგორი გარეგნობის. ათას კითხვას მისვამდნენ, მაგრამ სიმართლეს ვუმალავდი, რადგან ვიცოდი, ამას რა რეაქციაც მოჰყვებოდა. სიმართლე გითხრათ, ველოდი მათ გაბრაზებას, მაგრამ ვიფიქრე, რეალობას დაინახავენ, იმასაც მიხვდებიან, როგორ გვიყვარს ერთმანეთი და ნებას დამრთავენ, ცოლად მოვიყვანო-მეთქი. პირველად ჩემი შეყვარებული ჩემს უმცროს დას გავაცანი. ბარში დავიბარე ორივე და იქ ჩემი დის გამომეტყველებით მივხვდი, რა ამბავსაც მიიტანდა სახლში და მშობლებს რას ეტყოდა. თაკო გარეგნულად საკმაოდ მოწესრიგებული გოგოა, მაგრამ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა მაინც შესამჩნევია. მე ამის პრობლემა არ მაქვს, თუმცა, თავიდან თვითონ ძალიან დაკომპლექსებული იყო. სულ იმას მეუბნებოდა, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ცოლად როგორ გამოგყვე, შენზე ათი წლით უფროსი ვარო. ის 36 წლისაა, მე კი – 26-ის. მოკლედ, ისე განაწყო მშობლები ჩემმა დამ, რომ დიდი სკანდალი მომიწყვეს, არჩევნის წინაშე დამაყენეს – ან ის გოგო და ან ჩვენო. გავბრაზდი, ვიჩხუბე, ვიყვირე, ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ ეს გატაცება არ იყო, მართლა მიყვარდა და მის გვერდით ყოფნა და ოჯახის შექმნა მინდოდა. განსაკუთრებით ბებია გამოირჩეოდა აგრესიულობით. მითხრა: ცოტა ხანში, წლები მოემატება და ბებერი ცოლის გვერდით მოგიწევს წოლა. ეს კიდევ არაფერი, მაგრამ მის გვერდით ხალხში გამოჩენის შეგრცხვებაო. ამან ძალიან გამანაწყენა და რამდენიმე დღე სახლში არ მივსულვარ, ძმაკაცთან დავრჩი. აღარ მინდოდა ოჯახის წევრების ყურება, მათი დარიგებების მოსმენა და მათთან კამათი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ეს ამბავი თაკოს ყურამდეც მივიდა. არ მეუბნება, ვინ უთხრა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამაშიც ჩემი დაა გარეული. მთელი სამყარო რომ დამიპირისპირდეს, თაკოს ცოლად მაინც მოვიყვან, მასთან ოჯახს შევქმნი და ყველას დავუმტკიცებ, რომ როცა ადამიანი გულით გიყვარს, წლები არაფერს ცვლის. რატომ უნდა ვთქვა ჩემს ბედნერებაზე უარი იმის გამო, რომ ოჯახი წინააღმდეგია? თუმცა, ამას წინათ, მამამ გამომიცხადა, თუ არ დაანებებ მაგ გოგოს თავს, ჩათვალე, ქუჩაში დარჩებიო. ასე რომ, სიყვარულის გამო ოჯახმა გამრიყა, არ ესმით ჩემი და ჰგონიათ, თაკო უბრალო მოწონებაა, დროებითი გატაცება და მასთან ოჯახი არ უნდა შევქმნა. მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ გამოსავალსაც ვერ ვპოულობ. ვიცოდი, დედ-მამა და ბებია რომ ასე მოიქცეოდნენ, მაგრამ ჩემი დის იმედი მქონდა. მეგონა, ის დამიდგებოდა გვერდში, თუმცა მანაც ზურგი მაქცია. აღარ ვიცი, რა გავაკეთო. არც საყვარელი ადამიანის დაკარგვა მინდა, არც ოჯახის წევრებთან დაპირისპირება, თან, არც იმდენი შემოსავალი მაქვს, რომ ცალკე გავიდე საცხოვრებლად. მშენებლობაზე ვმუშაობ და ხელფასი ბინის დასაქირავებლად არ მეყოფა, ჭამა-სმა და ჩაცმაც ხომ გვინდა.
აჩი, 26 წლის.скачать dle 11.3