№44 კითხვა-პასუხი
კითხვა: მზეზე ყოფნისას ძალიან მიწითლდება ლოყები და საშინელი შესახედია. ვისვამ ტონალურს და პუდრას, მაგრამ კიდევ უფრო საშინლად გამოვიყურები. რას მირჩევთ?
პასუხი: სახეზე, სიწითლის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება, უამრავი რამ იყოს, თუმცა, მისი მოშრება შესაძლებელია. მოერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, მზეზე დიდი ხნით ყოფნას, გამოიყენეთ კანის დამცავი კრემები. დილით და საღამოს, ხელ-პირი დაიბანეთ თბილი წყლით, საგულდაგულოდ გაიწმინდეთ კანი, გამოიყენეთ ანთების საწინააღმდეგო და კანის დამამშვიდებელი კოსმეტიკური საშუალებები (საცხები, ლოსიონები, კრემები). წაისვით ისინი ფრთხილად, ნაზი შეხებით, კანში შეზელვის გარეშე. გამოიყენეთ კანის დამამშვიდებელი, დამარბილებელი ნიღბები ან შრატები. აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი პიტნა, 1 ჩაის კოვზი ასკილი და 2 ჩაის კოვზი სალბი. დაქუცმაცებულ მშრალ ფოთლებს, დაასხით ერთ-ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი და დატოვეთ ნახევარი საათი მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. მიღებული ნაზავი მსუბუქი მოძრაობით, ნაზად შეიზილეთ კანზე. 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამარბილებელი კრემი. ასეთი ნიღაბი კარგია მშრალ, გაღიზიანების მიმართ მიდრეკილი კანისთვის. პრობლემურ სახის კანს დაამშვიდებს და გაღიზიანებას მოხსნის გულყვითელას ნიღაბიც: 1 სუფრის კოვზი გულყვითელა გახსენით 100 გრამ წყალში. მიღებულ ხსნარში დაასველეთ ბამბა ან მარლა და მიიდეთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ კვებას. მოერიდეთ ზედმეტად პიკანტურ, მჟავე, ცხარე და ცხელ საკვებს. მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი. თუ სიწითლე წერტილოვანია, მაშინ კანზე წაისვით გამჭვირვალე, შემნიღბველი კრემი. ის დაფარავს სიწითლეს ისე, რომ არ ამოგივსებთ კანის ფორებს. სხვა შემთხვევებში გამოიყენეთ მჭიდრო ტონალური კრემები. ზოგადად, თუ სიწითლე, შეიძლება გამოწვეული იყოს შინაგანი დაავადებებით. მიმართეთ სპეცილისტებს, ისინი გამოიკვლევენ მიზეზებს და დაგინიშნავენ შესაბამის მკურნალობის კურსს.