კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 15 დეკემბერს. ახლახან დავიწყე მუშაობა სახელმწიფო სამსახურში. გთხოვთ მიპასუხოთ, წარმატებული იქნება თუ არა ჩემი კარიერა ამ სფეროში და რა რჩევებს მომცემთ?
პასუხი:
თქვენთვის საჭიროა აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივიანობა. ასევე, უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. უნდა იყოთ უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების. ამავდროულად, დემოკრატი, რადგან სხვებსაც მისცეთ არჩევნის გაკეთების საშუალება. ურთიერთობის დროს გამოავლინეთ დიპლომატია. დაეყრდენით ინტუიციას, უანგარო მეგობრულ კონტაქტებს. თუ იქნებით მეტად ორგანიზებული, შეუპოვარი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, შეძლებთ საკუთარი საიდუმლოს დაცვას, მაშინ წარმატებას ნამდვილად მიაღწევთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს წელი 2019 წლისთვის მოსამზადებელი პერიოდია. ეცადეთ, ახალ სამსახურში თქვენი ადგილი დაიმკვიდროთ. დაიკავეთ პოზიციები, რათა შემდგომ წელს უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2006 წლის 18 აგვისტოს, ღამის 1 საათზე. რომელ სფეროში იქნება წარმატებული?
პასუხი:
მისთვის წარმატების მომტანი პროფესიებია საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, მედიცინიდან – პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია და ფილოსოფია. თუ წინაღობებს გადალახავს, ასევე, ელის წარმატება შემდეგ პროფესიებში: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, მთარგმნელობითი საქმე, შემოქმედება, ქორეოგრაფია, ავიაციის ბიზნესი, ტურიზმი, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია.
скачать dle 11.3