კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გავიგე, რომ თურმე, მღალატობდა. ჯერჯერობით მიჭირს ამის გადახარშვა და მის საფლავზე ვერ მივდივარ. ამით ცოდვას ხომ არ ჩავდივარ?
პასუხი:
თქვენი გარდაცვლილი მეუღლის მიერ ჩადენილი ცოდვები მისი და უფლის საიდუმლოა. თქვენთვის ხომ არ არის ცნობილი, მოინანია თუ არა მან თავისი ცოდვები სიკვდილის წინ. თქვენ ვალდებული ხართ, იზრუნოთ თქვენი მეუღლის სულზე, ილოცოთ მისთვის და რა თქმა უნდა, მის საფლავსაც მოუაროთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი ადამიანის ოჯახში კათოლიკური ხატი ინახებოდეს?
პასუხი:
კათოლიკური ხატის წინ მართლმადიდებელმა არ უნდა ილოცოს და სანთელი არ უნდა დაანთოს. თუმცა, როგორც ჩვეულებრივი ნივთი, შესაძლოა, შეინახოთ.
კითხვა: აღიარებს თუ არა ეკლესია ჯადოს არსებობას და როგორ უნდა გავთავისუფლდეთ მისგან?
პასუხი:
ჯადო ნამდვილად არსებობს და ის ბოროტი ძალის ზემოქმედების შედეგია. სამყაროს არსი ხომ ბოროტ და კეთილ ძალთა დაპირისპირებაა. ჯადოს საწინააღმდეგოდ ეკლესიებში განსაკუთრებული ლოცვები იკითხება, თუმცა იმ ადამიანს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ჯადო ვერაფერს დააკლებს, რადგან ის ზიარებით, აღსარებით, ლოცვებითა და სიწმიდით ცხოვრობს და ასეთ დროს ჯადოს ძალა ეკარგება. გირჩევთ, ჯადოს მოსახსნელად მოძღვარს მიმართოთ და ამ თემაზე მას გაესაუბროთ.
კითხვა: რას ნიშნავს ქრისტიანისთვის დროის გონივრულად ხარჯვა?
პასუხი:
ქრისტიანმა დროის უმეტესი ნაწილი უნდა დაუთმოს სულისთვის ზრუნვას – ლოცვას, უფალზე ფიქრს, სიკეთის კეთებასა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაუთმოს დრო ხორციელ საჭიროებებს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, აღვასრულო უფლის მცნებები, მაგრამ ეკლესიაში არ ვიარო?
პასუხი:
ვინც უფლის სახლს გაურბის, ის თვით უფალს გაურბის და ასეთი ადამიანის ცხოვრება სავსეა ვნებებით.
კითხვა: როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ვფიქრობთ, რომ გამოუვალ სიტუაციაში ვიმყოფებით?
პასუხი:
გამოსავლის მოსაძებნად უფალს უნდა მივმართოთ. ამიტომ დავიწყოთ ლოცვა. ამასთანავე, უნდა ვიკითხოთ წმიდა მამათა წიგნები, სადაც შესაძლოა, ჩვენს პრობლემასთან მიმართებაში ზუსტი პასუხი ვიპოვოთ. უნდა წავიდეთ აღსარებაზე და ვთხოვოთ დახმარება მოძღვარს. მასთან  გულწრფელი საუბრით დავმშვიდდებით და გამოსავალს ადვილად მოვძებნით.
კითხვა: მიცვალებულის სულის საოხად სად ჯობია სანთლის ანთება – მის საფლავზე თუ ეკლესიაში?
პასუხი:
სანთლის ანთება ხატის წინ სჯობს, თუმცა საფლავზეც შეგიძლიათ დაანთოთ.скачать dle 11.3