კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რჩევები მამაკაცებს

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


ამბობენ, რომ ქალის გულის მოსაგებად მილიონერობა სულაც არაა აუცილებელი. მთავარია, მამაკაცს ჰქონდეს ფანტაზია და საყვარელი ქალბატონის გაბედნიერების სურვილი.
მაგალითად, რა გიშლით ხელს, რომ გაუმასპინძლდეთ საუზმით. აუცილებელი არაა, მოამზადოთ გასტრონომიული შედევრი, მთავარი ყურადღებაა.
* ხშირად უთხარით თქვენს რჩეულს კომპლიმენტი. მართალია, ქათინაური სიცრუე უფროა, ვიდრე გულწრფელი მოწონება, მაგრამ ნებისმიერ ქალს სიამოვნებს, როცა მას აქებენ.   
* ნუ წამოიწყებთ კაპიტალურ რემონტს და ნუ მიატოვებთ შუა გზაში. მით უფრო, ნუ გადააბარებთ ხელოსნებთან ურთიერთობას  მეუღლეს. ნურც წვრილმანების შეკეთებას დაიზარებთ, რადგან სწორედ ასე აგრძნობინებთ თქვენს მეორე ნახევარს საკუთარ სიძლიერეს.
* თუ თქვენი რჩეული მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრისთვის ემზადება, აუცილებლად დაინტერესდით წვრილმანებით, ურჩიეთ რაიმე და აგრძნობინეთ მხარდაჭერა.
* დღის განმავლობაში ერთხელ მაინც შეახსენეთ თავი სასიამოვნო მესიჯით, რადგან მუშაობის პროცესში რამდენიმე წუთით შესვენება და ყურადღების სასიამოვნო წვრილმანებზე გადატანა მართლაც შვებაა.   
* გაუკეთეთ რომანტიკული სიმღერების ფლეილისტი. მოუსმინეთ ერთად და დარწმუნებული იყავით, ნაცნობი სიმღერის მოსმენაზე ქალს ყოველთვის თქვენ გაახსენდებით.

ადამ და ევადან ასე იყო

ძლიერია ის მამაკაცი, რომელსაც გვერდით ერთგული და მოსიყვარულე ქალი ჰყავს, ქალი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, გაამხნევებს, ნებისმიერი პრობლემის დროს მასთან იქნება და ყველა გაჭირვებასა თუ სიხარულს  მასთან ერთად გაიზიარებს. კაცისთვის ამაზე დიდი მოტივატორი არ არსებობს და ვერც იარსებებს. ასეთი ქალისთვის კაცების დიდი უმრავლესობა დაუფიქრებლად გასწირავდა თავს. მაგრამ ძნელია, არ დაუშვა შეცდომა და ის ათას სხვა ქალში არ აგერიოს.
პროგრესის განვითარებასთან ერთად ასეთი ტიპის ქალების რაოდენობა იკლებს. პარალელურად, ისეთი კაცების რაოდენობაც მცირდება, რომლებიც ასეთ ქალებს იმსახურებენ.
ამბობენ, სიყვარული თავისთავად მოვა. მოვა მაშინ, როცა შენ არ ელოდები, გულში ჩაგისახლდება და დღე და ღამ საშველს არ მოგცემსო – ეს პოეტურად რომ ვთქვათ. იმასაც ამბობენ: ვინც იბადება, იმის ცალიც ჩნდებაო, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ცხოვრების ორომტრიალში მისი პოვნა ჭირს.
ერთმა  მწერალმა  ბრძანა:  ღმერთმა ქალი ადამის ნეკნისგან იმიტომ კი არ შექმნა, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა. არა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვაო.

მნიშვნელოვანი
 პრინციპები


ქალის  ფსიქიკა  ორიგინალობით გამოირჩევა. თუმცა, მისი მუშაობის მხოლოდ სამი მნიშვნელოვანი პრინციპი არსებობს. რატომ არის მნიშვნელოვანი სამივე პრინციპი ერთდროულად ჩაირთოს? იმიტომ, რომ  თუ ამ პრინციპებიდან ერთი მაინც დარღვეულია, ჩათვალეთ, რომ ქალი პარტნიორს ღალატობს ან  მომავალში უღალატებს. თუმცა კაცმა შეიძლება, ეს ჯერ არც იცოდეს და ვერც გაიგოს, რატომ მიატოვეს.
მამაკაცები კი ამტკიცებენ, რომ ქალის მოთხოვნები მრავალფეროვანია, მაგრამ მათი სამამდე დაყვანა შეიძლება.
მამაკაცებო, ყურადღებით წიკითხეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია  და გაითვალისწინეთ – თუ  არ გინდათ,  ერთ დღესაც რქიანმა გაიღვიძოთ, იზრუნეთ თქვენს საყვარელ ქალზე. გახსოვდეთ:
* ქალს სჭირდება დაცვა –  ეს მხოლოდ ხულიგნებისგან დაცვა არაა. ცოლი შედარებით უწყინარი, მაგრამ უფრო დამანგრეველი რამეებისგან უნდა დაიცვათ.
მაგალითად, საკუთარი დედისგან, მით უფრო, თუ ერთად ცხოვრობთ – ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე, მზად უნდა იყოთ, დაიცვათ გაბოროტებული უფროსისგან, მისცეთ ამოსუნთქვისა და უკეთესი სამსახურის პოვნის საშუალება. იდეალური იქნება, თუ საერთოდ მატერიალური პრობლემებისგანაც დაიცავთ.
მამაკაცის ზრუნვის საგანი უნდა იყოს ქალის დაცვა ყველაფრისგან, რისიც მას ეშინია და თავად ვერ უმკლავდება. თუ ამას ვერ ახერხებთ, ღალატიც ნუ გეწყინებათ. გახსოვდეს, თუ მის გვერდით არ იყავი, როცა მას დაცვა სჭირდებოდა, შენ განშორებისკენ გადადგი ნაბიჯი.
* დაეხმარე მეუღლეს – ეს მამაკაცის სიყვარულის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა. თუ ცოლს დახმარებაზე უარს იტყვი, ეს ნიშნავს, რომ ეუბნები, არ მიყვარხარო. ამის სანაცვლოდ რას ელოდები?
მაშინაც უნდა დაეხმარო, თუ საქმე „კაცის საქმედ“ არ მიგაჩნია. თუ ხედავ, რომ ვერ უმკლავდება, დაეხმარე.
დაეხმარე, როცა ბავშვზე ზრუნვისას იღლება, როცა საყიდლებზე უნდა წასვლა, თავად წადი და მძიმე ჩანთების თრევა აღარ მოუწევს; დაეხმარე, როცა ხედავ, რომ სამსახურში საქმე თავზესაყრელად აქვს – დახვდი ავტომანქანით, მოუმზადე ვახშამი…
როცა არ ეხმარები, მასში ჩნდება წყენა, გაბრაზება და შესაძლოა, სწორედ ამ დროს გიღალატოს – თავად ხარ დამნაშავე!
* ემოციები – ქალისთვის მამაკაცის სიახლოვე ძალიან საჭიროა. უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ ესაა გაუგებრობისა და ღალატის მიზეზი.
ქალისთვის უფრო ემოციაა მნიშვნელოვანი.
ქალი მამაკაცისგან ვნებას, სურვილს, სინაზეს, რაღაც ახალს ელოდება. მარტო ქალმა არ უნდა იკითხოს წიგნები „როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი“. მამაკაცმაც უნდა ისწავლოს ბევრი რამ. ამაზე ორივემ უნდა იმუშაოს და არა მხოლოდ ქალმა.
თუ ქალი ურთიერთობაში ემოციებით  სათანადოდ არ ივსება, ამ ემოციებს ის სხვაგან იპოვის.скачать dle 11.3