კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ დადიოდა თათია სულუაშვილი დალურჯებული და სად დაუშვა მან მთავარი შეცდომა ცხოვრებაში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ბოლო პერიოდში, „კომედი შოუს“ მსახიობმა თათია სულუაშვილმა საგრძნობლად დაიკლო წონაში. ამბობს, რომ ეს დიეტის კი არა, სწორი კვების შედეგია და მას თავისი ახლანდელი გარეგნობა ძალიან მოსწონს. მართალია, მისი როლებიდან გამომდინარე, ის ყველას „მამალი“ და მსმელი ქალი ჰგონია, მაგრამ რეალურად, ასე არ არის. ერთი ჭიქა ალკოჰოლიც საკმარისია, რომ თათია ხუმრობის ხასიათზე დადგეს.
თათია სულუაშვილი: ჩაკეტილი არა, აქტიური ბავშვი ვიყავი და სულ ვმღეროდი. ფანჯარას გავაღებდი და ბოლო ხმაზე ვმღეროდი „სამშობლოს“. მთელ კორპუსს ესმოდა. მეზობლები შეწუხებულები მყავდა, ყოველ დილით ამ სიმღერით ვაღვიძებდი (იცინის). თეატრალურ წარმოდგენებს ვდგამდი. მამიდა მსახიობი მყავდა და ის მეხმარებოდა. მამიდა მესხეთის თეატრის დირექტორია, მასთან ხშირად ჩავდიოდით და რეპეტიციებს რომ ვადევნებდი თვალს, სურვილი გამიჩნდა, მომღერალი კი არა, მსახიობი გამოვსულიყავი. მამიდას გავლენა იყო მსახიობი რომ გავხდი, თუმცა ნიჭიც მქონდა, ამასაც ვერ გამოვრიცხავ. არასდროს მიოცნებია პრინცესობაზე. წარმოგიდგენიათ თათია და პრინცესა? (იცინის). სხვათა შორის, ბავშვობაში არც საპატარძლო კაბაზე მიოცნებია და არც ქორწილზე. ზოგადად, მეოცნებე არ ვიყავი, ხუთი წლის ასაკიდან ზუსტად ვიცოდი, რომ მსახიობი გამოვიდოდი.
– თქვი, კარგად ვმღეროდიო. მომღერლობაზე არ გიფიქრია?
– რა ვიცი, უფრო მსახიობობამ გადაწონა. სხვათა შორის, სკოლა რომ დავამთავრე, ეკონომიკურზე ჩავაბარე და ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა, აქ დავუშვი. გარშემო ყველა მსახიობი მყავდა და ოჯახს არ უნდოდა, მეც დამატებითი მსახიობი გამოვსულიყავი. წინააღმდეგობა მქონდა და დედისა და მამის სურვილით, ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. მე და ეკონომიკა შორი-შორს ვართ და სულ ვაპროტესტებდი. მოკლედ, დავხურე პირველი კურსი, წავედი და ჩუმად ჩავაბარე თეატრალურში. მომღერალიც ამიტომ არ გავხდი, უფრო მსახიობობამ გადამძალა. თან, ყველა ბავშვი მღერის და არც მე ვიყავი გამონაკლისი (იცინის).
– უკვე, 12 წელია, „კომედი შოუს“ მსახიობი ხარ. არასდროს გაგჩენია სურვილი, თეატრის სცენაზე გადაგენაცვლა?
– რაზეც მწყდება გული, ესაა, რომ თეატრს შევეშვი. თუმცა, ეს დაუფასებელი შრომაა და სანამ სტუდენტი ვიყავი, ენთუზიაზმზე ვმუშაობდი. ორი შვილი რომ გყავს და ოჯახი, ენთუზიამზე, ვეღარ იმუშავებ იმის გამო, რომ თეატრის სცენაზე ვიდგე. მარჯანიშვილის სცენაზე სამი თვე ვითამაშე და 70 ლარი ავიღე. უხერხულობის გრძნობა გამიჩნდა და როცა არჩევნის წინაშე დავდექი, თეატრი თუ „რუსთავი 2“, ბევრი არ მიფიქრია და არც მინანია. ეს, ჩემი მეორე სახლია.
– ყველას უყვარხარ – დიდმკერდიანიც, ხალიანიც, ჭარბწონიანიც და „მამალი ქალის“ როლშიც. ეს პერსონაჟები, ყველა შენი შექმნილ-გამოგონილია?
– დიახ, ყველა ჩემი პერსონაჟი ჩემი შექმნილია და ეს დამახინჯებული, დიდმკერდიან-დიდხალიანი ქალბატონები, უფრო მოთხოვნადია და ხალხისთვის საყვარელი, ვიდრე გამოფრონცკილი, „სვეცკი“ თათია. თუმცა, „სვეცკური“ გოგოც მითამაშია და ამ ამპლუაში, თავს უხერხულად და ცუდად ვგრძნობ. ჩემი ყველა გამოგონილი პერსონაჟი რეალურად არსებობს, თუმცა მათ სახელსა და გვარს ვერ გეტყვით, მიჩივლებენ (იცინის). ჩემს ახლობლებს ბევრმა უთხრა: რომ ვაკვირდებით, ეს თათია, მგონი, ჩვენს პაროდიას აკეთებსო (იცინის). ხშირად დავიდივარ მეტროთი, რომ ახალი პერსონაჟები აღმოვაჩინო. ხუთასკაციან ქორწილშიც მიყვარს თვალების ცეცება და ახალი პერსონაჟების აღმოჩენა. სოციალურ ქსელშიც აღმომიჩენია ჩემი პერსონაჟი. რომ ვიტყვი, მორჩა, ახლა რაღა უნდა გავაკეთო, თათია ამოიწურა-მეთქი, უცბად, ახალი გამოჩნდება.
– ქუჩაში ფეხით რომ დადიხარ და გცნობენ, რა რეაქციები აქვთ? ალბათ,  გიყურებენ და ეცინებათ, არა?
– მეტროში რომ დამინახავენ, სახეზე აწერიათ: ვაი, ეს მეტროთი დადის? რადგან ცნობადი ვარ, მეტროთი და ფეხით არ უნდა ვიარო? რა პრობლემაა? მე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს. ხალხისგან ეს დამოკიდებულება ჩემზე ცუდად მოქმედებს. ბევრი მოდის და მეუბნება, უი, ეკრანზე რას ჰგავხარ და რა ლამაზი ყოფილხარო (იცინის).
– ბოლო პერიოდში საკმაოდ დაიკელი წონაში. ბავშვობაში თუ იყავი ჭარბი წონისკენ მიდრკილი და ახლა რომელ დიეტას იცავ?
– ჭამა მიყვარდა. მსუქანი არა, ძვალმსხვილი, „შკაფივით“ კი არა, კომოდივით „ჩადგმული“ ბავშვი ვიყავი (იცინის). არც ზედმეტი წონა მაწუხებდა და არც დიეტებს ვიცავდი. სკოლა ისე დავამთავრე, არ გავპრანჭულვარ. ბიჭებთან ერთად სულ ფეხბურთს ვთამაშობდი და მუხლებდალურჯებული დავდიოდი (იცინის). პირველ კურსზე რომ ჩავაბარე, მაშინ გავიკეთე პირველი მაკიაჯი და ქუსლიანი ფეხსაცმელიც ჩავიცვი. უფრო ქალა-ბიჭა ვიყავი და არა, პრანჭია გოგო. ახლაც, განსაკუთრებულ ადგილას თუ მივდივარ, მაკიაჟს მხოლოდ მაშინ ვიკეთებ. მოკლედ, თეატრალურში რომ ჩავაბარე, ზედმეტ წონასთან დაკავშირებით კომპლექსი გამიჩნდა და გახდომა გადავწვიტე. ახლა, ისე დავიკელი, ტანსაცმელი მძვრება. სწორი კვებით თვე-ნახევარში ათი კილო დავიკელი. ჩემი პირადი ტრენერი მყავს და სწორ კვებას ის მინიშნავს. ყველაზე დიდი 90 კილო ვიყავი და ახლა 70 ვარ. ჩემს სიმაღლესთან შედარებით, ეს კარგი წონაა. ხუთი კილოც რომ დავიკლო, იდეალურ ფორმაში ვიქნები. ბევრი მეუბნება, ასეთი თათია უფრო მოგვწონსო (იცინის). ახლაც ისე მაქვს გამჯდარი, მაღაზიაში რომ მივდივარ, დიდი ზომის ტანსაცმელს ვითხოვ, მგონია, პატარა არ ჩამეტევა, ქვეცნობიერად ისევ იმ დროში ჩავრჩი (იცინის). ზედმეტი წონა ძალიან ცვლის ადამიანს. მე ახლა ბედნიერი ვარ და ჩემი შედეგი მომწონს, ძალიან შემცვალა. დეპრესიული არ ვარ, მაგრამ ზედმეტი წონა ყველაფრის სურვილს მაკარგვინებს. როცა ვიკლებ, სულ სხვა ადამიანი ვარ.
– შენზე ჭორები არ გამიგია და სიმართლე გითხრა, მიკვირს.
– სხვათა შორის, მეც მიკვირს და ყველას ვეკითხები: ჩემზე ჭორი არ გაგიგიათ? (იცინის). ამ ზაფხულს გავიგე, თითქოს, საქართველო დავტოვე და ამერიკაში წავედი საცხოვრებლად. რეალურად, ჩემს შვილთან ერთად დავისვენე იქ და ორ კვირაში ჩამოვედი. იქ ჩასულს 3 დღე და ღამე მეძინა, აკლიმატიზაცია ძლივს გადავლახე, თუმცა არაჩვეულებრივი დრო გავატარე. ყველას მაგარი მსმელი ვგონივარ, არადა, შეიძლება, ისე გავიდეს ზაფხული, ნახევარი ჭიქა ლუდიც ვერ დავლიო. ერთი ჭიქა ალკოჰოლი თუ დავლიე, გასული ვარ მომსხურების ზონიდან, უნდა დავიძინო (იცინის). შეიძლება, დავლიო წელიწადში ერთხელ, მაგრამ ცოტა. არ დამავიწყდება, ერთხელ დავთვერი და ის დღე ახლაც კოშმარულად მახსოვს (იცინის). თუმცა, ნასავამი ბევრად უფრო კარგი ვარ, ვიდრე ფხიზელი. მაგრამ, არ ვსვამ. შეიძლება, ისე გავიდეს დღე, არავის დავეკონტაქტო, არ ვიხუმრო და ეს ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია. სახლში და მეგობრებში ძალიან ჩუმი და წყნარი ვარ, აი, თუ ნასვამი ვარ, მაშინ ვხუმრობ. ერთი ჭიქა საკმარისია და ყველა კარტი გახსნილია, „ტუსოვკა ნაჩინაეტსა“ (იცინის).
скачать dle 11.3