კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 გართობის 20-წლიანი გამოცდილება

უკვე 20 წელია, „აჭარაბეთი“ საქართველოში გართობის ეპიცენტრია!


20 წელია, „აჭარაბეთი“ ონლაინ-გართობის ეპიცენტრია საქართველოში, რას ნიშნავს  20-წლიანი გამოცდილება ონლაინ-თამაშების სფეროში: რვაასი ათასზე მეტ უნიკალურ პოზიციას სპორტში, ათასზე მეტ განსხვავებულ სლოტ-თამაშს ნებისმიერი გემოვნებისთვის, ცხრაასამდე განსხვავებულ პოკერის ტურნირს ყოველთვე მილიონიანი საპრიზო ფონდით, რეკორდულ ჯეკპოტს... თუმცა, წლები მხოლოდ რიცხვებია, ყველაზე მნიშვნელოვანი ის გამოცდილებაა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დავაგროვეთო, – ამბობენ „აჭარაბეთში“ და კომპანიის განვითარების ისტორიას გვიყვებიან.
– ზუსტად 20 წლის წინ, „აჭარაბეთის“ მეშვეობით, საქართველო საერთაშორისო გემბლინგ სივრცეს შეუერთდა. განვლილი გზა, ალბათ, ძალიან შთამბეჭდავი და ემოციებით დატვირთული იყო.

ნინი  გუჯაბიძე (adjarabet.com-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი): დიახ, ეს გზა ნამდვილად არის შთამბეჭდავი. „აჭარაბეთი“ 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ არავის უთმობს ქვეყანაში ონლაინ-გართობის ლიდერის სტატუსს. პირველად სწორედ adjarabet.com-მა შემოგვთავაზა რეგიონში ონლაინ-გართობის ყველაზე ინოვაციური პროდუქტები.  მაგალითად,  საქართველოში პირველი adjarabet.com  იყო, რომელმაც დაამატა ონლაინ-ბეთინგის ფუნქცია სპორტში და ფსონი   ფურცლებიდან ციფრულ სივრცეში გადაიტანა. სწორედ ამ დროს განთავსდა პირველი ონლაინ-ბილეთი სპორტში და კომპანია დღემდე სიახლეებთან ასოცირდება.
– თუ არ ვცდები, ონლაინ-სლოტებიც პირველად adjarabet.com-ზე  გამოჩნდა.
– დიახ, ნამდვილად სწორად გახსოვთ. მას შემდეგ  სლოტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და დღეს უკვე ათასს გადააჭარბა. რაც შეეხება სლოტებში გათამაშებულ ჯეკპოტებს, მათი წლიური რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება.
მალევე adjarabet.com-მა პოკერის ონლაინ-მაგიდებიც დაამატა. ამ მაგიდებზე ყოველდღიურად  150 000 პოკერის ხელი რიგდება.
– ნინი, ლოგიკურია, რომ საუკეთესო სერვისის გამო სწორედ „აჭარაბეთი“ გახდა WSOP-ის  პარტნიორი, რაც პოკერის მოთამაშეებისთვის უდავოდ დიდი მოვლენა იყო.
– მე ვიტყოდი უმნიშვნელოვანესი. WSOP-თან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ adjarabet.com რეგიონში ონლაინ-პოკერის ეპიცენტრი გახდა და კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერის პოზიცია. ქართველ პოკერის მოთამაშეებს ამით გაუჩნდათ უნიკალური შესაძლებლობა, გასულიყვნენ საერთაშორისო ასპარეზზე, გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები და აემაღლებინათ სათამაშო დონე. უკვე ათასობით ქართველი პოკერის მოთამაშე გაემგზავრა WSOP-ის „ლაივ“  ტურნირებზე  და ბევრმა მათგანმა საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია.
სპორტთან, პოკერთან და სლოტებთან ერთად, „აჭარაბეთმა“ მალევე დაამატა ახალი თამაშები – რულეტკა, ბლექჯექი, ბაკარა, დომინო, ნარდი, ბურა და ასე შემდეგ. მოკლედ, adjarabet.com-ზე შეიქმნა თამაშების უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში წარმატების მიღწევის შემდეგ, „აჭარაბეთის“ პროდუქტები და სერვისები უკვე საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა. დღეისათვის კი adjarabet.com – მეზობელი ქვეყნის ონლაინ-გართობის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია.
როგორც იცით, adjarabet.com  ყოველთვის გამოირჩეოდა  ინოვატორობით. 2018 წელს „აჭარაბეთმა“ კიდევ უფრო გააუმჯობესა სპორტის ონლაინ-ბეთინგის პროდუქტი.  იმოგზაურა მომავალში და ჩამოიტანა  საერთაშორისო პროვაიდერის ახალი სპორტი, რომელიც ჩვენს მომხმარებელს განსაკუთრებულად დახვეწილ და ინოვაციურ ფუნქციებს სთავაზობს.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ adjarabet.com-ისთვის ყველა პროდუქტი ერთნაირად ღირებული და მნიშვნელოვანია. ამიტომ ის მუდამ ზრუნავს ყველა სერვისის გაუმჯობესებისთვის. უკვე 20 წელია, adjarabet.com მუდმივად იზრდება. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს იყო გამოწვევებით სავსე 20  წელი და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. განსაკუთრებული მადლობა მომხმარებელს, რადგან ჩვენ ერთად შევქმენით ონლაინ-გართობის ისტორია საქართველოში.

скачать dle 11.3