კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ბრძნული აზრები

მენკენი: დემოკრატია: ლაპარაკობ, რასაც გინდა, აკეთებ, რასაც გეუბნებიან.
ჰაინე: ტერორიზმი გაქრება მაშინ, როდესაც რევოლუციური გზით მოქმედების იდეა გაქრება.
ეჟი ლეცი: ხელისუფლება ხშირად გადაეცემა ხელიდან ხელში და არა თავიდან თავში.
ნიცშე: მეოცნებე საკუთარ თავს ატყუებს, მატყუარა კი მხოლოდ სხვებს.
ჩერჩილი: იმისთვის, რომ მტერი დაამარცხო, უპირველესად შიში უნდა უკუაგდო და სიმართლე ილაპარაკო მის შესახებ.
ფორბსი: რჩევისთვის ყურის დაგდებას ხშირად გაცილებით მეტი მოაქვს, ვიდრე მის გათვალისწინებას.
ვუდჰაუზი: ადამიანებს სულ ვურჩევ, არასოდეს გასცენ რჩევები.
პოლ ვალერი: რწმენა იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი საგანი დაინახო იქ, სადაც სამი საგანია, ანდა ათასი.
მაკიაველი: ის, ვისაც ძლიერი ჯარი ჰყავს, ადვილად იპოვის ძლიერ მოკავშირესაც.
ვაჟა: ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას, უფრთხის იმიტომ, რომ ოცნება ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს კაცსა და მეორე – საქმეს აცდენს.
ტეტჩერი: ქვეყნის სიმდიდრე არ არის აუცილებელი მისი ბუნებრივი რესურსებით იქმნებოდეს, ის მიღწევადია. მათი საერთოდ არ არსებობის შემთხვევაშიც. ყველაზე მთავარი რესურსი ადამიანებია: სახელმწიფომ ადამიანების შესაძლებლობების გაფურჩქვნას უნდა შეუწყოს ხელი.
დუმბაძე: ჩვენ მთელი მსოფლიოს ადამიანები, ფაქტობრივად, ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ერთმანეთის ყურისგდება არ ვიცით და ამიტომ არ გვესმის ერთმანეთის.
ჰელვეციუსი: როცა სულელი იკავებს თანამდებობას, მას ექცევიან, როგორც გენიას.
აკუტაგავა: დესპოტისთვის დესპოტის წოდება ყოველთვის სახიფათო იყო. ჩვენს დროში ასევე სახიფათოა მონისთვის მონის დაძახება.
გოეთე: ყოველთვის იქნება კალამი მომავლის დასაწერად, მაგრამ არასდროს იქნება საშლელი წარსულის წასაშლელად.
მოლიერი: სიყვარული არის მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც გაძლევს ძალიან დიდ ბედნიერებას ან ძალიან დიდ უბედურებას.
ტვენი: მამაკაცი, რომელიც უსულო საგანში ქალს ხედავს მხატვარია, ხოლო თუ ქალში უსულო საგანს ხედავს ქმარი.скачать dle 11.3