№43 ბედნიერი ქორწინება
გაქვთ თუ არა ბედნიერი ქორწინება? ანუ, ეს ტესტი დაგეხმარებათ, გვერდიდან შეხედოთ თქვენს ოჯახურ მდგომარეობას და გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცეთ, რომ ურთიერთობა გაცილებით თბილი და უშუალო გახდეს.
პასუხების გაცემისას იყავით გულახდილი.
* უკანასკნელად როდის შეხვდით მეგობრებს? თუ თქვენ მიწებებული ხართ ერთმანეთზე და არ გაქვთ საერთო ინტერესები, ეს ნიშნავს მხოლოდ ავადმყოფურ დამოკიდებულებას ერთმანეთზე.
* შეეცვალა თუ არა ბოლო დროს ჩვევები ერთ-ერთ თქვენგანს? თუ პასუხი დადებითია, ძალიან ნუ გაგიხარდებათ. დაფიქრდით, ხომ არ ნიშნავს ეს დაღლილობას, სტრესსა და რუტინის შეცვლის მცდელობას?
* როგორ ფიქრობთ, საით მიდის თქვენი ურთიერთობა? გულწრფელი პასუხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უმეტესობას ურჩევნია, თავის თავს დაუსვას ეს შეკითხვა. პასუხი შეგიძლიათ ხმამაღლა არ თქვათ – მხოლოდ საკუთარ თავს გაუმხილეთ.
* ბოლოს როდის მოეხვიეთ ერთმანეთს? ეს მნიშვნელოვანი მარკერია, რადგან ჩახუტება ეხმარება ორგანიზმს, გამოიმუშაოს ბედნიერებისა და კმაყოფილების ჰორმონი – ოქსიტოცინი. თუ ერთი თვეა, ეს არ გაგიკეთებიათ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები – გაეცით პასუხი შეკითხვას – რატომ მოხდა ასე.
* როგორია თქვენი სიყვარულის ენა? იცით თუ არა, რომ თქვენი პარტნიორისთვის სიყვარულის ყველაზე ნათელი გამოხატულება იქნება: ერთობლივი სამუშაო, სხეულით კონტაქტი, საჩუქრები ან სიტყვიერი მოფერება? გაქვთ ეს ყველაფერი?
პასუხი: კი ან არა.
* როგორ გგონიათ, თქვენი პარტნიორი ფიქრობს თქვენზე?
* როგორია თქვენი ოჯახის პრიორიტეტები ახლა? ემთხვევა თუ არა ისინი თქვენი პარტნიორის პრიორიტეტებს?
* რა ცხოვრებისეული ფასეულობები გაქვთ თქვენ და თქვენს პარტნიორს? ემთხვევა ერთმანეთს?
* არის ისეთი რამ, რისთვისაც პარტნიორის მადლიერი ხართ?
* არის ისეთი რამ, რისი თქმისაც გეშინიათ?
* თვლით თუ არა, რომ პარტნიორი გაფასებთ?
* თვლით თუ არა, რომ ძალიან შეიცვალეთ ქორწილის დღის შემდეგ?
* შეგიძლიათ, არ დაეთანხმოთ ერთმანეთს ისე, რომ არ იჩხუბოთ?
* უსმენთ თუ არა ერთმანეთს?
* მზად ხართ თუ არა შეიცვალოთ ერთმანეთისთვის?
როდესაც ამ კითხვებს სვამთ, გაგიადვილდებათ გაგება იმისა, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ, რათა თქვენი ურთიერთობა უკეთესი გახადოთ (რა თქმა უნდა, თუკი ეს გსურთ) ან უნდა მიხვდეთ იმას, რომ თქვენმა ურთიერთობამ ამოწურა ყველა რესურსი და ახლა ილუზიაში ცხოვრობთ. მაშინ აღარ ღირს, სცადოთ იმის გაცოცხლება, რაც დიდი ხნის მკვდარია.
ორივე ვარიანტში თქვენი გადასაწყვეტია. ზოგჯერ ღირს შანსის მიცემა.