კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რა კავშირშია კონკრეტული ფერის ტანსაცმლის ტარება ადამიანის ბედთან და იღბალთან

ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ტანსაცმელსა და მის ფერს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ  სამოსი ითვისებს იმ კონკრეტული პიროვნების ბედთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ვინც მას, თუნდაც, სულ ცოტა ხნით ატარებდა. მისი ჩაცმით კი, შესაძლოა, ის ბედი ჩვენც გავიზიაროთ. ნათხოვარი ტანსაცმლის ტარების დროს, სხვისი ბედი საკუთარ ინფორმაციულ ველში გადაგვაქვს. ხოლო არასასიამოვნო ადამიანისგან ნაჩუქარი ტანსაცმლის ტარებამ, შესაძლოა, გუნება-განწყობა გაგიფუჭოთ, აგრესიული გაგხადოთ და ელემენტარულმა წინააღმდეგობამაც კი წყობიდან გამოგიყვანოთ. გირჩევთ, დააკვირდით, რომელი ტანსაცმლის ტარებისას გემართებათ ასე, რისი ჩაცმის შემდეგ გიფუჭდებათ გუნება-განწყობა, ადვილად ღიზიანდებით, უსიამოვნებებში ეხვევით. მაგრამ, თუ, პირიქით, რომელიმე სამოსში ან ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ადვილად გამოგდით საქმე და წარმატებებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევთ, მაშინ ასეთი ფერისა და სტილის ტანსაცმელი ხშირად ჩაიცვით. ამ დროს მისი დადებითი ენერგეტიკა თქვენზეც გადმოდის და იღბლიანობაც იმატებს. ხშირად, ეს გაუთვითცნობიერებლად ხდება, ტანსაცმლისა და მისი ფერის ენერგია თქვენზე გადმოდის და უამრავ პრობლემას გიქმნით ან პირიქით, წარმატება მოაქვს. ამისთვის დაკვირვება და ფხიზელი თვალია საჭირო და ყველაფერს თავად მიხვდებით.
იმის მიხედვით, თუ უფრო ხშირად რა ფერის ტანსაცმელს ატარებს ადამიანი, მისი ხასიათის დადგენაც შეიძლება. მაგალითად:
* ადამიანები, რომელთაც უყვართ თეთრი ფერი, არიან პატიოსნები, გულწრფელები და აკურატულები, მაგრამ ხშირად, ზედმეტად მომთხოვნებიც;
* წითელ ფერებში გამოწყობილი ადამიანი  ყურადღებას იქცევს, ადამიანის ტემპერამენტს, სექსუალურობასა და აქტიურობას უსვამს ხაზს;
* სტაფილოსფერი ტანსაცმელი ადამიანს ეხმარება, მოიშოროს ცუდი განწყობა. ხელს უწყობს დაფარული შესაძლებლობების გამოვლინებას. ადამიანები, რომლებიც უპირატესობას სტაფილოსფერს ანიჭებენ, გულღიები და კომუნიკაბელურები არიან, ამაყ და დამოუკიდებელ პიროვნებებს წარმოადგენენ, მუდმივად ცდილობენ, გარშემო მყოფებზე ზეგავლენის მოხდენას;
* ყვითელი ფერის სამოსის ხშირად ტარება ინფორმაციის უკეთ მიღებას უწყობს ხელს. ამ ფერის მოყვარული ადამიანები არიან ენერგიულები, არ აკლიათ ორიგინალურობა და მოთმინების უნარი;
* მწვანე ფერი დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. თითქმის ყველა ადამიანს, რომლებიც არჩევანს აკეთებენ მწვანე ფერის სასარგებლოდ, არიან სენტიმენტალურები, მიმდობნი, მეგობრულ და სასიყვარულო ურთიერთობებში კი – ერთგულები, გამოირჩევიან ტაქტითა და შრომისუნარიანობით.
* ცისფერი უყვართ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უფრო იდეალისტები არიან, ვიდრე მატერიალისტები, უყვართ ფილოსოფოსობა. მათი ნეგატიური თვისებებია სისუსტე, გაუწონასწორებლობა და თვითკმაყოფილება.
* ლურჯი ფერის მოყვარული ადამიანები მეგობრულები და ერთგულები არიან, ამავდროულად, დამოუკიდებლებიც.
* იისფერი ძლიერი ფერია და ლიდერთა ფერს წარმოადგენს. ამძაფრებს ინტუიციასა და  შეგრძნებებს. სულიერი და ფიზიკური ძალების ბალანსირების შესანიშნავი სტიმულატორია. ადამიანები, რომელთა ძირითადი ფერია იისფერი, ოდნავ მიდრეკილნი არიან გადამეტებული სიამაყისკენ და საკუთარ უარყოფით მხარეებს ხშირად ვერ ხედავენ.
* შავი ფერი კი უყვართ ძლიერ, მშვიდ, მაღალი ღირსების ადამიანებს. მაგრამ შავი ფერის მოყვარულები, შესაძლოა, საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობასაც განიცდიდნენ და ცხოვრებას მუქ ფერებში ხედავდნენ.скачать dle 11.3