კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 სანქციებით გამდიდრებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე



ანუ დასჯის მოუკრძალებელი ხიბლი

​სანამ ჩვენ იმით ვიმხნევებთ თავს, რომ დასავლური სანქციები, ადრე თუ გვიან, წელში გადაამსხვრევს რფ-ს, გაირკვა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველაზე მდიდარი რუსი ბიზენსმენების ქონება თითქმის 11 პროცენტით გაიზარდა.
რაც მთავარია, ასეთი მაჩვენებელი არ აქვს არც ერთი სხვა ეროვნების მილიარდერს. სახელდობრ, რუსეთის ათმა უმდიდრესმა ადამიანმა იმაზე მეტი ქონების დაგროვება მოახერხა (პროცენტულად), ვიდრე სხვა ქვეყნების მილიარდერებმა („ბლუმბერგის“ ცნობით).
ასე მაგალითად, თუ ათმა რუსმა უმდიდრესმა 10,8 პროცენტით გაზარდა თავისი ქონება, ათმა ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა – მხოლოდ 7,5 პროცენტით, ათმა ყველაზე მდიდარმა ბრიტანელმა კი – სულ რაღაც, 3,4 პროცენტით.
უფრო მეტიც, თუ, მაგალითად, „ლუკოილის“ მფლობელი (ვაგიტა ალეკპეროვი) ბოლო 12 თვეში 3,5 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა (ნავთობის გაიაფების პირობებში), ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი („ალიბაბას“ მფლობელი ჯეკ მა) 7,5  მილიარდი აშშ დოლარით გაღარიბდა.
ჩვენ არ ვიცით, რამ იმოქმედა ასე დადებითად რუსი მილიარდერების ქონებაზე ამ გაქანებული სანქციებისას,  მაგრამ ჩნდება კითხვა: ვითომ სანქციებმა არგოთ?!

скачать dle 11.3