კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ორ პარტიაზე მჯდომი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ანუ თადარიგიანი

რაკი ამ ჩვენს ქვეყანაში მეტი შემომწირველი მას ჰყავს, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლის მეტი შესაძლებლობა აქვს (იქნებ სხვა ქვეყნებშიც ასეა, მაგრამ, მე რაც ვიცი, მხოლოდ იმას ვამბობ), სავსებით ბუნებრივია, რომ ამ წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი თანხა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო (შემომწირველებისგან, ცხადია).
ხოლო, რადგან შეწირვაც კანონს უნდა ექვემდებარებოდეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც ამოწმებს ამ პროცესს, ჰოდა, გაირკვა, რომ შეწირვასაც ფრიად საინტერესო ფორმა მიუღია ამ ჩვენს სამშობლოში (იმისდა მიხედვით, საიდან უბერავს სიო).
ნოვატორობა ამჯერად ფოთის მერ გოჩა კურდღელიას უკისრია: სახელდობრ, ამ უკანასკნელმა სალომე ზურაბიშვილს ამჟამად 40 000 ლარი შესწირა. 2012 წელს კი – 10 000 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“.
როგორც თავად განმარტავს (პოლიტიკური გემოვნების სახეცვლილების მიზეზს), ექვსი წლის წინათ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს მისი მეგობარი (თენგიზ სარიშვილი) იყრიდა („ნაციონალური მოძრაობიდან“) და თანხაც მეგობრობისთვის გაიღო.
მეგობრობისა თუ პოლიტიკური კონიუნქტურისთვის კოჭის გაგორების გამო, როგორც ჩანს, ბ-ნი კურდღელია ფრიად თადარიგიანი ადამიანია: ალიბი ყველა დროისთვის აქვს  გამზადებული, პათოსით: „დაარტყი თეთრებს არ გაწითლდებიან, დაარტყი წითლებს, არ გათეთრდებიან“.
скачать dle 11.3