კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რამ გადაატანინა გიორგი კაკიაშვილს მშობლებთან დაშორება და რატომ აუკრძალა მან ლალი მოროშკინას მასთან რომანის გაბმა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

გიორგი (კაკია) კაკიაშვილი ახალი სახეა, რომელიც გიორგი გაბუნიას იუმორისტულ შოუში გამოჩნდა. მისი სკეტჩებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხმაურება ლალი მოროშკინასთან ცეკვას მოჰყვა, რის შემდეგაც კაკიამ ლალის მასთან რომანის გაბმაც „აუკრძალა“.
გიორგი: რაც გიორგი გაბუნიას შოუ „იმედზე“ გადავიდა, მეც ჩავერთე მასში. მგონი, ცუდი არ გამოვიდა. შეფასებებიც ადეკვატურია, მე, პირადად, კმაყოფილი ვარ. მე და გიორგი დიდი ხანი ვთამაშობდით „მან სან კანს“ სხვადასხვა გუნდში, მაგრამ ორივე საქართველოს ნაკრების წევრი ვართ. აქედან გავიცანი ზვიო ბლიაძეც. „პოსტივიმდე“ რამდენიმე ტელევიზია გამოვიცვალე, რადგან ტელევიზია საქართველოში მაინც არასტაბილური სტრუქტურაა. იმედია, ეს უფრო სტაბილური იქნება,. „მან სან კანს“ კი უკვე ათი წელია ვთამაშობ. 13 წლის ვიყავი, პირველად რომ ვითამაშე. მაშინ ზესტაფონში ვსწავლობდი. სტუდენტობის პერიოდში კი ჭიათურის გუნდში როგორ აღმოვჩნდი, არ ვიცი (იცინის). ახლა ნინი სუხიტაშვილთან ერთად მაქვს გუნდი „183“  – ეს ჩვენი გაერთიანებული წონაა (იცინის).
– ერთ-ერთ სკეტჩში ლალი მოროშკინას შენთან რომანის გაბმა აუკრძალე. უკრძალავ ხოლმე ქალებს შენთან რომანს?
– ქალბატონო ლალი, არ გაბედოთ ჩემთან რომანის გაბმა-მეთქი! კი, ვუკრძალავ, მაგალითად, პატიმრობაგამოვლილ და ჩემზე უფროს ქალებს. რა თქმა უნდა, ვხუმრობ (იცინის).
– შენი წონა ყოველთვის ფონად გასდევს თქვენს იუმორს.
– კი ბატონო, ჭარბწონიანი ადამიანი ვარ, მაგრამ ახლა, სხვათა შორის, 22 კილოგრამი მაქვს დაკლებული, ბევრად დიდი ვიყავი. ზედმეტი კილოგრამები ჩემი ნიშა გახდა, უფრო სასაცილოს და კარგ საყურებელს ხდის, მაგალითად, ჩემს სამეჯლისო ცეკვას, თან, კარგად ვცეკვავ. ჩემში ეს ნიჭი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე (იცინის).
– დისკომფორტი ან უხერხულობა არასდროს შეგქმნია ზედმეტი კილოგრამების გამო?
– ჭარბი წონა არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის, არ მაწუხებს. გახდომაც იმიტომ გადავწყვიტე, უბრალოდ, სხვანაირი მინდა, ვიყო. ჩემი სასურველი წონა. 22 ხომ უკვე მოვიკელი, არანაირი დიეტა და ვარჯიში. უბრალოდ, საღამოობით ფეხით დავდივარ, ცხიმიანებს ვერიდები და ნაკლებად ბევრს ვჭამ, ვცდილობ, რეჟიმიც დავიცვა.
– არ გიყვარს გემრიელი კერძები?
– გემრიელი კერძების ჭამაც მიყვარს და კეთებაც. ყველაფრის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ყველაზე კარგად მშრალი საკვები გამოდის, მაგალითად, სპაგეტი. მარტო ცხოვრება „გამუღამებინებს“ რაღაცებს, მე კიდევ უკვე ექვსი წელია, მარტო ვცხოვრობ.
– რა პროფესიის ხარ?
– სურამში დავიბადე, თბილისში გავიზარდე და მეექვსე კლასამდე აქ ვსწავლობდი. მერე მშობლები უცხოეთში წავიდნენ და მე ბებიასთან გადავედი ზესტაფონში. სკოლა იქ დავამთავრე. მერე ჩავაბარე და ისევ თბილისში წამოვედი. დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ შემდეგ იმავე უნივერსიტეტში გადავედი ჟურნალისტიკაზე. ახლა „გეპეიში“ ვსწავლობ ისევ ჟურნალისტიკაზე. უკვე მეოთხე კურსზე ვარ. პროფესიით ჯერ არ მიმუშავია, მაგრამ 23 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს. ძირითადად, ტელევიზიებთან მაქვს საქმე და ეს პროფესია ამიტომ ავირჩიე, თორემ თეატრალურზე და მსახიობობაზე ვოცნებობდი. მაგრამ საქართველოში ამ პროფესიით რა უნდა გააკეთო? პრინციპში, პრაქტიკულად იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ძალიან მიყვარს.
– ოჯახის შესახებაც ვისაუბროთ.
– და-ძმა არ მყავს, დედისერთა ვარ. შეიძლება, ამის გამოცაა, რომ ცოტა ეგოისტი და ეჭვიანი ვარ. ძმაკაცზეც მიეჭვიანია, რომ მეორე ძმაკაცს აქცევს მეტ ყურადღებას, ვიდრე მე. დედ-მამა უცხოეთში მუშაობს – იტალია-საფრანგეთი, ახლა უკვე – ამერიკაც. ხშირად ჩამოდიან და მეც ჩავდივარ ხოლმე. ამიტომაც ვცხოვრობ მარტო და თავისუფალ დროს მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ვატარებ.
– 13 წლის ასაკში მშობლების გარეშე დარჩენა რთული იქნებოდა.
– მამა უფრო ადრე წავიდა. არ იყო მარტივი და ძალიან დიდი მადლობა ბებიაჩემს – ქეთინო პერანიძეს. მახსოვს, პირველად რომ ველაპარაკე დედას „სკაიპში“ ინტერნეტკაფედან. უკვე ვმამაკაცობდი და არ მინდოდა, ემოციები შეემჩნია. ბებია რომ წავიყვანე დედასთან სალაპარაკოდ, გზაში ვაფრთხილებდი, იქ არ იტირო-მეთქი, მაგრამ დაინახეს თუ არა ერთმანეთი, ეგრევე ტირილი დაიწყეს (იცინის). გამიჭირდა მშობლებთან განშორება, გარემოს შეცვლა, მაგრამ იმ პერიოდში დავიწყე „მან სან კანის“ თამაში და ყველაფერი ამან გადამატანინა. მშობლები პირველი სამი წელი არ მყავდა ნანახი, მერე მეც გამიკეთეს საბუთები და ხშირი მიმოსვლა გვაქვს. ახლა უკვე ბებიაჩემიც იტალიაშია.
– სიყვარულის ამბებიც გაიხსენე, პირველი სიყვარულით დავიწყოთ.
– ბაღში და სკოლაში არავინ მყვარებია.  პირველ კურსზე გავიცანი ძალიან კარგი გოგო – ის იყო ჩემი პირველი შეყვარებული. ყველაფერი ძალიან სწრაფად დაიწყო და განვითარდა. ერთი წელი ძალიან მაგრად ვიყავით, მაგრამ მერე სისულელე გავაკეთე და ამის გამო დავშორდი. ახლა ვარ ძალიან კარგ, მშვიდ, წყნარ და სტაბილურ ურთიერთობაში.
– თქვენი ურთიერთობა როგორ დაიწყო?
– მე და ქრისტინეს სასაცილო ისტორია გვაქვს. ერთმანეთი მანამდე გავიცანით, სანამ პირველ შეყვარებულს შევხვდებოდი. პირველ პაემანზე ფილმის საყურებლად დავპატიჟე ჩემთან, სახლში. მივედით, ჩაი მოვამზადე, ფილმი ჩავრთეთ და ამ დროს მე დამეძინა და ეგრევე ხვრინვა დავიწყე. დავიძინე და დილით გამეღვიძა. რა თქმა უნდა, წასული დამხვდა და ისე შემრცხვა, აღარ მიმიწერია. ზუსტად ოთხმოცი დღის წინ, სოციალური ქსელებში აღვადგინეთ ურთიერთობა და იმ ამბის გარჩევა დავიწყეთ (იცინის). ამის შემდეგ პირველ პაემანზე ისევ ჩემთან ვიყავით ფილმის საყურებლად, პირობით – ვინ დაიძინებდა პირველი. ისევ მე დამეძინა, მაგრამ ძალიან ბევრ ფილმსაც ვუყურეთ.
– სადაც წახვალ, ალბათ, ყველგან გთხოვენ, გაგვაცინეო. მაყურებლისგან განსაკუთრებული ემოცია არ გახსოვს?
– „კაკია, მიდი გაგვართე“ – საშინლად მაღიზიანებს ეს ფრაზა. როცა არასამსახურებრივ სიტუაციაში ხუმრობას მთხოვენ, ვღიზიანდები. თუ მომინდა, თვითონ ვიხუმრებ, მაგრამ რომ ვხვდები, ჩემგან ამას ელოდებიან, საშინელი გრძნობა მიჩნდება და საერთოდ არ ვიღებ ხოლმე ხმას (იცინის). განსაკუთრებულ ემოციას რაც შეეხება, ერთმა გოგომ მომწერა „ფეისბუქზე“, რომ ძალიან დიდ პატივს მცემს და ჩემი გაცნობა უნდა. ისეთი სასიამოვნო ტექსტი იყო, გამიხარდა და მეც ვუპასუხე. მინდა, შეგხვდე ან დაგირეკო და დაგელაპარაკოო. შეხვედრა არ ვიცი, რამდენად გამოვა, თუ გინდა, ასე ვიკონტაქტოთ და მერე სადმე შევხვდებით, თბილისი პატარა ქალაქია-მეთქი. მივწერე თუ არა ეს, მირეკავს მესინჯერში, მეც მხიარული ხმით ვუპასუხე და მესმის: შენი დედის ტ...  დაახლოებით ხუთი წუთი არ გაჩერებულა. იცით, რადენი მაგინა? გაოცებული ვუსმენდი, ვერაფერი ვკითხე. ბოლოს მითხრა, გწერ, რომ პატივს გცემ და უარი როგორ მითხარი შეხვედრაზეო?! (იცინის).
скачать dle 11.3