კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 არის თუ არა „ლურჯი ვეშაპი“ არასრულწლოვნების სიკვდილით ფულის მოგების გზა და რა თანმიმდევრობით ხდება მსხვერპლის შერჩევა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

არის თუ არა „ლურჯი ვეშაპი“ თამაში, სადაც არასრულწლოვნების თვითმკვლელობაზე დიდი ფული იდება და ტოტალიზატორის პრინციპით მიდის, რა არის საგამოძიებო ორგანოების უშედეგო მუშაობის მიზეზი, რა კითხვით ხდება მოზარდების ფსიქოტიპის განსაზღვრა და რას ნიშნავს „შახმატის პრინციპი“.
რამაზ პავლიაშვილი (ნიკა პავლიაშვილის მამა): იმ დღეს, ბავშვმა მეუღლეს უთხრა, ტელეფონი გამიტყდაო და სამსახურიდან რომ მოვედი, გასაკეთებლად წავიღე. თავის „კარტა“ უმცროსი დის ტელეფონში გადაიტანა და მეგობრებთან შესახვედრად წავიდა. სახლში რომ დაბრუნებულა, მეუღლეს უთქვამს, საჭმელი ვჭამოთო და სამზარეულოსკენ წასულა. ცოტა ხანში დაძახილზე რომ არ უპასუხა და ოთახებშიც ვერ დაინახა, აივანზე გამოვიდა და დაინახა, რომ ბავშვი „მიფრინავდა“. ქვეყნის მასშტაბით, ალბათ, ასეთი ორასამდე შემთხვევა მაინც მოხდა. ჩემი შვილი მათ შორის ერთ-ერთია. ბავშვი არაფერს გვიმალავდა, მაგრამ როგორც ჩანს, დააშინეს. რამდენჯერმე უხასიათობა შევამჩნიე, მაგრამ არაფერიაო, მეუბნებოდა. წამოწვებოდა ხოლმე და ტელევიზორს უყურებდა. ძველ ნივთებს აფუჭებდა და მიკვირდა, რას გიშლის-მეთქი? გამოძიებას არ უნდა ჰყავდეს ხალხი, ვინც ამას სათანადოდ გამოიძიებს? არ უნდათ და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. ერთგვარი ტოტალიზატორია – ბავშვების სიცოცხლით დიდ ფულს შოულობენ. თვითმკვლელობები „შახმატის პრინციპით“ ხდება, ბიჭი, გოგო, ბიჭი და ისევ გოგო – ამ თანიმდევრობით ხდება. ასევე, დამახასიათებელია რიცხვებზე აქცენტირება. ჩემს შვილთან რიცხვი ოთხიანი ემთხვეოდა – 24 რიცხვი, მეთოთხმეტე სართული, თოთხმეტი წლის, დღის ოთხი საათი – ეს შემთხვევითი არ არის. დარწმუნებული ვარ, მენტორები ქართველები არიან. ეს უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი პრეროგატივაა. ჰაკერები არ ჰყავთ, რომ კვალზე გავიდნენ? პირიქით, გამოდიან და ამ თამაშის სრული იგნორირება ხდება – არცერთ შემთხვევას არ ადასტურებენ. ჩემი შვილის ორმა თანაკლასელმა ყველაფერი იცის. მალავენ. ერთი სიტყვა მაინც რომ ეთქვათ, ახლა შვილი ხომ ცოცხალი მეყოლებოდა. ჩვენებებიც შეცვლილი აქვთ. ეს უბედურება რომ მოხდა, მთელი სკოლა მოვიდა ჩვენთან, მხოლოდ ეს ორი ბავშვი არ გამოჩენილა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მხოლოდ მათ ხვდებოდა, ინტენსიურად ურეკავდნენ და სულ ერთად იყვნენ. ხელზე დაზიანება ჰქონდა, რომელსაც თავისით ვერ მიიყენებდა. ისინი ამბობენ, ტელეფონი სადაც გაუტყდა, იქ გაიკაწრაო. გაიკაწრა კი არა, ამოკაწრული აქვს „ხუთიანი“, ან „S“. გამოძიებას ყველაფერი მივეცი, მაგრამ უშედეგოდ. გამომძიებელი ლაშა ცქვიტარია და პროკურორი ცოტნე ცერცვაძე, რომელიც ახლა ირაკლი გულდედავამ შეცვალა, არაფრად არ გვაგდებენ. როდემდე უნდა იყოს სახელმწიფო სირაქლემის პოზაში?! სამედიცინო ექსპერტიზაში ბავშვის სისხლის ჯგუფი არაა მითითებული, იქნებ სისხლში რამე ნივთიერება ჰქონდა? ხელზე დაზიანება აღწერილი არ აქვთ და 180-სანტიმეტრიან ბავშვზე 164 აქვთ დაფიქსირებული.
ალექსანდრე ადამაშვილი (არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განათლებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი): ამ თამაშში ჩართვა არც ისე მარტივია. ამისთვის ვიღაცამ შიგნიდან უნდა გაგიწიოთ რეკომენდაცია, თუ საქმე ნამდვილ გვერდთან გვაქვს და არა „ფეიქთან“. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რამდენად სახიფათო თამაშია, თავიდან იმდენად უწყინარი კითხვებია, რომ ადამიანს შეიყოლიებს, რადგან  მისი შესრულება მარტივია. მაგალითად: მოყევი, დღეს რა გააკეთე; ათი ბუქნი გააკეთე; შენს მეგობარს მისწერე და სიყვარული აუხსენი... მარტივი დავალებები მენტორს აძლევს ინფორმაციას, რისი გამკეთებელია მსხვერპლი. ნელ-ნელა კითხვები რთულდება და იქით მიდის, სადაც მოთამაშის სუსტი წერტილია.
– დავალებებში ხშირია ღამის საათებში ადგომა, გაუცნობიერებლად რაღაცების კეთება და ისეთი ქმედებები, რაც ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე ცუდად აისახება, გამოფიტვას იწვევს. ეს მდგომარეობა კი, ალბათ, მანიპულირებისთვის უფრო მოსახერხებელია, არა?
– დიახ, ეს კითხვარი ფსიქოლოგიურად ძალიან კარგადაა დამუშავებული. ამ თამაშის მსხვერპლი, ძირითადად, არასრულწლოვნები არიან, რადგან მათი მანიპულირება ბევრად უფრო ადვილია. ასეთ მდგომარეობაში ბავშვები თვითონ აწვდიან იმ ინფორმაციას მენტორებს, რომელსაც შემდეგ მათ დასაშინებლად იყენებენ, თუმცა არც ახსოვთ, რომ ეს თავად გააკეთეს. არცაა გასაკვირი, რადგან ღამის საათებში გაღვიძებას ავალებენ და ორი-სამი წუთის გაღვიძებულზე ჩადენილი ქმედება ან გაცემული ინფორმაცია, ადამიანს შეიძლება, მარტივად დაავიწყდეს. გარდა ამისა, ისინი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით აღწევენ ბავშვების კომპიუტერებში, რის საშუალებასაც თანამედროვე ტექნიკა იძლევა.  სამწუხაროდ, კომპიუტერის დაცვაზე არავინ ზრუნავს და ამიტომ, ინფორმაციის მოპოვება ძალიან მარტივად შეუძლიათ.
– თუმცა ყველასთვის ფატალურად არ სრულდება. ეს რაზეა დამოკიდებული?
– ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაჰყვება ბავშვი თავიდანვე, ბოლოს როგორ დავალებას მისცემენ... საბედნიეროდ, ყველა თამაში ფატალურად არ სრულდება. შეიძლება, ბოლო დავალება ხელზე ვეშაპის ამოკაწვრა იყოს და ამით დასრულდეს. საშუალოდ, დაახლოებით მეშვიდე-მერვე დავალებაზე ხვდებიან, სადამდე შეუძლიათ ამ ადამიანით მანიპულირება. მიიყვანენ თვითმკვლელობამდე თუ მისთვის მაქსიმუმი სხვა სახის დავალება იქნება. მეშვიდე-მერვე დავალებაა მოთამაშის იძულება, გააკეთოს რამე ახლობლების წინააღმდეგ – საყვარელი ადამიანის ან ცხოველის მიმართ ისეთი რამ ჩაიდინოს, რაც ცხოვრებაში არ გაუკეთებია. ამ დავალების შესრულება-არშესრულებით განსაზღვრავენ, რაზეა წამსვლელი ეს ბავშვი, ანუ როგორ დასრულდება მისთვის ეს თამაში – მოიკლავს თუ არა თავს.
– ალბათ, ასე განსაზღვრავენ იმასაც, ღირს თუ არა ფსონის დადება ბავშვის სიცოცხლეზე?
– ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ ეს თამაში ტოტალიზატორის პრინციპზეა აგებული, რომ ისინი ბავშვების სიცოცხლეზე ფსონებს ჩამოდიან. შესაძლოა, თავდაპირველი თამაშის მიზანი რეალურად სხვა იყო, ის შეიძლება კიბერტერორიზმად ჩავთვალოთ, მაგრამ შემდეგ ზოგ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, სახე იცვალა. დავარქვათ ამას შავი ბაზარი, სადაც ადამიანების სიცოცხლეზე იდება ფსონი, ამის არსებობა გამორიცხული არაა. სამწუხაროდ, საგამოძიებო სტრუქტურებში ძალიან ხშირად ვაწყდებით არაკვალიფიციურობას. როცა საქმეში არასრულწლოვანია, გამოძიება ძალიან რთულია და მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს ბევრი მიმართულებით, ამას სპეციალურად მომზადებული გუნდი სჭირდება და არა უბნის გამომძიებელი. განსაკუთრებით რაიონებშია რთული სიტუაცია, ინფორმაციის ვაკუუმია.
– რა შეგვიძლია მშობლებისთვის გამაფრთხილებელ ნიშნად მივიჩნიოთ?
– ეს ბავშვები სოციალურ ქსელზე არიან დამოკიდებულები და თუ ეს მშობელს თვალში მოხვდება, აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რისი მომხმარებელია მისი შვილი ვირტუალურ სამყაროში: რა გვერდი აქვს მოწონებული, რა ჯგუფებშია გაწევრიანებული, რა პროგრამებს იყენებს, ვის წერს და ასე შემდეგ. ამის გასაგებად ბევრი პროგრამა არსებობს, მაგრამ აქაც ინფორმაციის ვაკუუმი გვაქვს და ბევრმა მშობელმა არამცთუ ამ პროგრამების, „გუგლის“ ისტორიის მოძიებაც არ იცის.
– ძალიან ბევრმა ბავშვმა შეწყვიტა თამაში და არაფერი დაუშავდათ.
– ერთი ქუთაისელი გოგონა ყვებოდა, რომ ტელეფონზე უკავშირდებოდნენ და ფულიც შესთავაზეს, რომ მიეწერა თამაშისთვის. ზარი რუსული ნომრიდან იყო. ბავშვი ყვებოდა, რომ აედევნა ადამიანი და თამაშის სანაცვლოდ ფული და საჩუქრები შესთავაზა. ამას რეაგირება მოჰყვა მშობლების, მედიის, გამოძიების მხრიდან და ეს ბავშვი კარგად არის, ზარებიც შეწყდა, მაგრამ რა გამოიძიეს საგამოძიებო უწყებებმა და რა გაიგეს, არ ვიცით. ინფორმაცია, რომელიც თამაშის მენტორს აქვს, მოპოვებულია მოთამაშის სოციალური ქსელით და სავსებით შესაძლებელია, ეს ურთიერთობა სოციალურ ქსელს არც გასცდეს. მაგრამ ჩნდება კითხვები: რამდენი ინფორმაცია აქვს მოპოვებული? საიდან ეკონტაქტება? ნამდვილად  არის ის ლურჯი ვეშაპი? თუ ნამდვილად ლურჯი ვეშაპია, მაშინ ის არ გასცდება სოციალურ ქსელს. მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი ქართულ ენაზე არ იქნება – რთულად წარმოსადგენია ისეთი პროგრამის შექმნა, რომელიც ასეულობით ადამიანს ერთდროულად სხვადასხვა ენაზე ელაპარაკება. მას ყველა ქვეყანაში, და საქართველოშიც, ჰყავს მიმდევრები, რომლებმაც შესაძლოა, უბრალოდ, მიბაძეს.
скачать dle 11.3