№42 ანეკდოტები
ქალი სექს-შოპში დიდხანს ათვალიერებს ვიტრინას, შემდეგ კი გამყიდველს ეკითხება:
– მაპატიეთ, გასასინჯი ოთახი სად გაქვთ?
***
ერთი მეგობარი მეორეს ეკითხება:
– რა ფუნქცია გააჩნია ლიფს?
– აერთიანებს დაშორებულებს! ფეხზე აყენებს სუსტებს! იზიდავს ძლიერებს!
***
დაქალი ეუბნება დაქალს:
– გუშინ მკითხავთან ვიყავი...
– მერე, რაო, რა გითხრა?
– შენი მომავალი ბურუსითაა მოცულიო და ნეტავ, ინგლისში ხომ არ მივემგზავრები?
***
ქმარი სახლში დაბრუნდა. ცოლმა კარი გაუღო, შეხედა და ეკითხება:
– დალიე?
– არა!
– აღიარე, რომ დალიე!
– არ დამილევია.
– როგორ არ დაგილევია ფეხზე ძლივს დგახარ! კიდევ ერთხელ გეკითხები, დალიე?
– არა!
– კარგი, მაშინ თქვი გიბრალტარი...
– დავლიე...