კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ „ნათლავდნენ“ ცნობილ თბილისელ მოკრივეს საბჭოთა ჯარში

 ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
გენიალურმა კომპოზიტორმა მუსიკის შექმნა 6 წლის ასაკიდან დაიწყო. 14 წლისამ კი თავისი პირველი ოპერა „მითრიდატე, პონტოს მეფე“ დაწერა. თანამედროვეების მოგონებებით, ის მუდმივად მოძრაობაში იყო – ხან ჟესტიკულირებდა, ხანაც ფეხებს აბაკუნებდა. მიმიკაც განუწყვეტლივ ეცვლებოდა. ხელში კი სულ რაიმე საგანს ათამაშებდა.  
ცნობილია, რომ მოცარტს კატის იმიტირება უყვარდა. შეიძლება, მომღერლებთან ოპერის განხილვისას მოულოდნელად დაევიწყებინა, სად იყო და კნავილით მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო. თვითირონიულმა მოცარტმა სახუმარო სიმღერაც კი დაწერა. მასში ქალი ქმარს ყველა შეკითხვაზე „მიაუთი“ პასუხობს, საბოლოოდ კი კაციც ნებდება და კნავილს იწყებს. ეს ნაწარმოები „კატების დუეტის“ სახელით არის ცნობილი.
ერიკ სატი
მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი კომპოზიტორი, ერიკ სატი იმდენად ექსცენტრიკული იყო, რომ საკუთარ ნაწარმოებებს წითელი მელნით წერდა და ისეთ სახელწოდებებს არქმევდა, როგორიცაა „სამი პიესა მსხლის ფორმით“ ან „გამომშრალი ემბრიონები“. ეზიზღებოდა მზე, თავდაცვის მიზნით ჯიბით ჩაქუჩს ატარებდა და დაარსებული ჰქონდა „წინამძღვარ იესოს სახელობის ხელოვნების სამოქალაქო ეკლესია“, რომლის ერთადერთი წევრიც თავად იყო.
გარდაცვალების შემდეგ მის სახლში იპოვეს ასი ქოლგა, ოთხმოცდაოთხი ცხვირსახოცი, ექვსი ერთნაირი კოსტიუმი და უამრავი წერილი, რომლებსაც საკუთარ თავს უგზავნიდა. ერთ-ერთის ტექსტიდან ცნობილი გახდა, რომ კომპოზიტორი მთელი ცხოვრება მხოლოდ თეთრ საკვებს ჭამდა. მისი რაციონი კი ასე გამოიყურებოდა: კვერცხი, შაქარი, დაფხვნილი ძვლები, ქონი, მარილი, ქოქოსი, ბრინჯი, მაკარონი, ქათმის თეთრი ხორცი, ყველი და თევზის ზოგიერთი სახეობა.
კარლო ჯეზუალდო
მეჩვიდმეტე საუკუნის ნეაპოლელი კომპოზიტორი კარლო ჯეზუალდო მუსიკის ისტორიაში უნიკალური ქრომატული სტილის ნაწარმოებებით შევიდა. მეოცე საუკუნეში ის ატონალური მუსიკის ერთგვარ პიონერადაც კი აღიარეს. ალფრედ შნიტკემ მას ოპერა მიუძღვნა, ანატოლ ფრანსმა – ნოველა, ვერნერ ჰერცოგმა კი – ფსევდოდოკუმენტური ფილმი „სიკვდილი ხუთი ხმისთვის“. თუმცა, ასეთი ყურადღების მიზეზი მხოლოდ ჯეზუალდოს შემოქმედება არ ყოფილა. თუ კომპოზიტორის პირადი ცხოვრებით დაინტერესდებით, შემზარავ ამბებს აღმოაჩენთ.
ჯეზუალდომ პირველი ცოლი ტრანსვესტიტ ჰერცოგთან სექსუალური ურთიერთობის გამო მოკლა. მეორეს კი ჯადოქრობით გატაცებულ ორ საყვარელთან ღალატობდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სასტიკი ჰალუცინაციები სტანჯავდა, რომლებიც, მისივე თქმით, მხოლოდ მაშინ უმსუბუქდებოდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცები დღეში 3-ჯერ სასტიკად სცემდნენ. კომპოზიტორის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ამბობენ, რომ მისმა სხეულმა ერთ-ერთ ასეთ მაზოხისტურ სეანსს ვეღარ გაუძლო.
скачать dle 11.3