№42 ბრძნული აზრები
რასელი: დემოკრატიის პირობებში სულელებს აქვთ უფლება, კენჭი იყარონ, ხოლო დიქტატურის პირობებში – მართონ.
ლაო ძი: თუ ხალხს არ ეშინია ხელისუფლების, მაშინ უფრო მკაცრი ხელისუფლება მოვა.
პომპიდუ: პოლიტიკოსი არის საზოგადო მოღვაწე, რომელსაც ემსახურება ხალხი. საზოგადო მოღვაწე არის პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს ემსახურება.
ბეკონი: თუ ცდი, ორი ვარიანტი გაქვს, გამოვა ან არ გამოვა, როცა არ ცდი – ერთი.
გოეთე: ცოდნა რომ მიიღო, უნდა ისწავლო, სიბრძნეს რომ ეზიარო, უნდა დააკვირდე.
ეჟი ლეცი: ჭკვიანური აზრები მოდიან მას შემდეგ, როდესაც უკვე უამრავი სისულელეა ჩადენილი.
აკუტაგავა: არ შეიძლება საკუთარი მეს პოვნა. საკუთარი მე უნდა შექმნათ.
სიუნ ცზი: ყველაფერი, რაც მთავარია, არის საჩქარო. ყველაფერი რაც საჩქაროა – ამაოებაა.
შოუ: ვინც ვერ მოიცლის დასვენებისთვის, ადრე თუ გვიან იძულებული გახდება, ავადმყოფობისთვის მოიცალოს.
პრუსტი: მეგობრობა ხშირად სიყვარულით მთავრდება, მაგრამ სიყვარული მეგობრობით – იშვიათად.
ბისმარკი: ერთ დღეში ცხოვრებას ვერ შეცვლი, მაგრამ ერთ დღეში შეიძლება აზრის შეცვლა ისე, რომ ცხოვრება შეგეცვალოს.
გამზათოვი: უსაზღვროდ ბრძენია ის ადამიანი, რომელსაც მძვინვარებაში ენაზე კბილის დაჭერა შეუძლია.
სენეკა: შენ იმყოფები იქ, სადაც შენი ფიქრებია. დარწმუნდი, რომ შენი ფიქრები იქ არის, სადაც გინდა ყოფნა.
ჰიუგო: სიღატაკეს მივყავართ რევოლუციამდე რევოლუციას – სიღატაკემდე.
მანერჰეიმი: სახელმწიფოებს აშენებენ იდეალისტები და პატრიოტები. ჯერ არავის უნახავს ვაჭრუკანებისა და კარიერისტების მიერ აშენებული ქვეყანა.
როკფელერი: პატიოსანს მე ვუწოდებ მას, ვინც ხვდება, რომ არ აქვს უფლება, მოიხმაროს მეტი, ვიდრე აწარმოებს.
ნიცშე: ვერ გადარჩება ერი, რომელიც საკუთარ ისტორიას მეზობლის სიტყვებით განმარტავს.
აინშტაინი: მხოლოდ სულელს სჭირდება წესრიგი – გენიოსი ქაოსზე ბატონობს.
მონტენი: წარმატება არის, გქონდეს ის, რაც გიყვარს და ბედნიერება არის, გიყვარდეს ის, რაც გაქვს.
ბელუჩი: სილამაზე ქალისთვის მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება, იქცეს პრობლემად: თუ ის არ არის ან როცა სილამაზის გარდა არაფერია.